დაბადების ადგილი: სოფელი მარელისი, ხარაგაულის რაიონი.
დაამთავრა საავიაციო სკოლა ქ. ოდესაში 1940 წელს.
დიდი სამამულო ომის დროს იბრძოდა ცენტრალურ(1941), კალინინის(1942) და ბელორუსიის I (1943 წლიდან) ფრონტებზე. მის ანგაროშზეა 188 საბრძოლო გაფრენა. 1945 წელს დაამთავრა სამხედრო საჰაერო ძალების პოლკის შტურმანთა უმაღლესი საოფიცრო სკოლა. 1946-1951 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში. იყო თიანეთის(1953-1955 წწ.; ბორჯომის(1955-1961 წწ.); რუსთავის(1961-1963 წწ.) სამხედრო კომისარი. პოლკოვიკი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - ლენინის ორდენი
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
- 1945 - წითელი დროშის ორდენი
- 1944 - წითელი დროშის ორდენი
- 1943 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი (ორი ორდენი)
- 1942 - წითელი დროშის ორდენი
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი (ორი ორდენი)
- წითელი ვარსკვლავის ორდენი