XVIII ს-ის 70-იანი წლების დამდეგს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დაუძლურებული იყო, მისი „მამული მოოხრებულიყო ჟამთა ვითარებისა და მტრისაგან“. ერეკლე II-ისა და მიტროპ. საბა ნინოწმინდელის დასტურით ნათლისმცემლის სავანეს სხვა მონასტრები დაეხმარნენ, რის შემდეგაც იგი დაწინაურდა და გაუსწრო მრავალმთის სხვა მონასტრებს. ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა არქიმ. ექვთიმეს (მჭედლიშვილი) წინამძღვრობისას. მისი სულიერი შვილი იყო ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი, რამაც მოძღვარი სამეფო კართან დაახლოებულ პიროვნებად აქცია. არქიმ. ექვთიმეს სისტემატურმა ბრძოლამ მამულების აღდგენა-შეძენისათვის, დიდად შეუწყო ხელი მონასტრის ეკონომიურ წინსვლას. იგი ყიდულობდა გლეხებსაც. იმატა შეწირულობებმაც. ამ პერიოდიდან ნათლისმცემლის მონასტრის განკარგულებაშია: სოფ. სამაჩვეთის მესამედი (1784წ.), სოფ. ვეფხვისციხიდან სამეფო კოდისპურის ნახევარი (60 კოდი, 1798წ.). 1778 წელს მონასტრის მამულებს ემატება გაუქმებული კაწარეთის ეპარქიის ყმა-მამულები (1791 წელს არქიმ. ექვთიმე მოხსენიებულია კაწარეთის ეპარქიის მეურნედ). სოფ. ხოდაშენის მონასტერი მისი ყმა-მამულით და სამღებროები: ხაშმში, მანავსა და მაშნა– არში (ლ. მენაბდე „ძველი ქართული მონასტრის კერები“ ტ. I, ნაკვ. I, ქ. თბ. 1962წ, გვ. 296-297),. არქიმ. ექვთიმე 1804 წლის მარტი/აპრილში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. 1804 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავარმართებელი, გენერალი პ. ციციანოვი კათოლიკოს ანტონ II-ს (ბაგრატიონი) სწერდა:...............“ („აქტები“ ტ.II, გვ. 268). საქართველოს სამოციქულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალლვაწლშემოსილი“ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი არქიმ. ექვთიმე. მისი ხსენების დღეა -– 21 აგვისტო (ძვ. სტ. -–– 8 აგვისტო). არქიმ. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი), რუსთველ-ნინოწმინდელი მიტროპ. სტეფანეს (ჯორჯაძე) წარ–- დგინებით, გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. დომენტი (დავითაშვილი-ბაგრატიონი) დანიშნა. ამაზე განრისხებული მთავარმართებელი, გენ. პ. ციციანოვი უწმინდეს ანტონს სწერდა: „გაცნობებთ, რომ თქვენი წერილის მოსვლამდე ჩემთან უკვე შემოვიდა თხოვნით ნიქოზის ეპ. ათანასე (მაჭავარიანი), რომელიც მოხუცებულობის გამო ვეღარ მართავს ეპარქიას და თხოულობს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის ადგილს, ხოლო თუ #7) ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ დაენიშნოს წელიწად- 77 ში 120 მან. მუდმივი პენსია და იცხოვროს აღნიშნულ მონასტერში. აქედან გამომდინარე, მისი თხოვნა მიმაჩნია ღვთივსათნოდ და უმორჩილესად გთხოვთ, დანიშნოთ ეპ. ათანასე ნათლისმცემლის წინამძღვრად და არქიმ. დომენტი დანიშნოთ მის მოადგილეთ, ხოლო მონასტრის შემოსავლებიდან უბოძოთ მის მეუფებას 120 მან. სიკვდილამდე“ („აქტები“ ტ.II, გვ. 268). მიუხედავად ციციანოვის მოწადინებისა, ანტონ II-მ თავისი ბრძანება არ შეცვალა და წინამძღვრად კვლავ არქიმ. დომენტი დარჩა. შემდგომში, 1810 წელს საქართველოს უმაღლესი მთავრობის პროკურორის პლაფოტინის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ანტონ II-მ არქიმ. დომენტისაგან საჩუქრად მიიღო 150 მან. მისი ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნისათვის, ციციანოვმა კი, შუამავალმა ამ საქმეში –– 100 მან. („აქტები“ ტ. IV, გვ. 151), არქიმ. დომენტის წინამძღვრობის დროს მოხდა 1812 წლის ცნობილი კახეთის აჯანყება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. დავით ბებუთაშვილის სიტყვით, როცა პოლკოვნიკმა ზაგრიაჟსკიმ იერიში მიიტანა სოფ. ხაშმზე, არქიმ. დომენტი ჯვრითა და სახარებით დახვდა პოლკოვნიკს და სთხოვა დაეზოგა სოფელი და მონასტერი. ზაგრიაჟსკი მას უხეშად შეხვდა და ისეთი უხამსი სიტყვებით მიმართა, რომ დავით ბებუთაშვილმა ვეღარ გაბედა მათი თარგმნა, მხოლოდ უთხრა არქიმანდრიტს, რომ პოლკოვნიკი ურწმუნოა და არ შეუძლია ჯვრისა და სახარების დანახვაო. მამა დომენტი იძულებული გახდა უკან მონასტერში მიბრუნებულიყო. მეორე დღეს ხუთ მეამბოხეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ჩამოხრჩობით. სწორედ ამ დღეს იქ მთავარმართებელი პაულიჩიც მივიდა. არქიმ. დომენტიმ მისგან გამოითხოვა სიკვდილმისჯილთა პატიება. არქიმ. დომენტი 1815 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნათლისმცემლის მონასტრის ეზოში. საფლავის ქვა დაადო მიტროპ. სტეფანემ (ჯორჯაძე) (ბერძნიშვილი მაქს. „მასალები XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“. ქ. თბილისი, 1980წ., ტ. I, გვ. 216-217). 1815 წლის 29 სექტემბერს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად ქვათახევის მონასტრის წინამძლვარი, არქიმ. ათანასე (პეტრიაშვილი) დაინიშნა. იმავე წელს მან ალწერა მონასტერი თავისი ქონებით, მიწებითა და შემოსავლებით, რომელსაც იმჟამად ეკუთვნოდა: თბილისი – 16 გლეხი. მდინარე მტკვრის პირას მონასტრის მეტოქე, სადაც იყო ქვის ეკლესია, რომელიც იმ დროს მხოლოდ კედლებიღა იყო დარჩენილი, სახურავი და გუმბათი აღარ ჰქონდა, დაინგრა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. იქვე არის ოთხი სახლი, სადაც ცხოვრობენ მონასტრის ყმა გლეხები. იქვე მდინარის პირას არის პატარა ბაღ–-ვენახი. შემოსავალი წელიწადში 370 მან. თბილისის მაზრაში: დიღომი -– 2 გლეხი და შვიდი საკომლო მიწა. ნაქულბაქევი -- მიწები მიკუთვნებული სვეტიცხოვლის ტაძარს და 2 გლეხი.
29-2 საპატრიარქოს უწყებანი N29 12-18ოქტომბერი გვ.19
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
თელავის მაზრაში: ხაშმი -- 76 გლეხი, მათ შორის ხუთი სასულიერო. უმეტესობა ფლობს მიწასა და დიდძალ ვენახებს. აქვე არის ქვის გალავნით შემოზლუდული ციხე ოთხი კოშკით და თავისი ეკლესიის, იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. ნაკურთხი. ტაძრის წინ არის კიდევ ერთი კოშკი, სადაც პირველი სართული სათავსოა, ხოლო მეორეზე წინამძღვრის კელია. ეზოში არის ქვევრები, სადაც ინახება ღვინო. ხაშმშივე არის მონასტრის კუთვნილი საკმაოდ დიდი ვენახი, მაგრამ უყურადღებობითა და 1814 წლის გვალვის შედეგად ფრიად გაფუჭებულია. არის წისქვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაკეტილია. არის ასევე საბალახე მინდვრები. უჯარმა მონასტრის ძმების ჩვენებით და იქ დაცული დოკუმენტებით ეკუთვნის 14 საკომლე მიწა, რომელიც ამჟამად გლეხებს აქვთ დაკავებული და არავითარ შემოსავალს არ იძლევიან ბალბიანი -- 8 გლეხი, მათ შორის ერთი სასულიერო, რომელიც აქ ახალი დასახლებულია, არის წისქვილი და სამონასტრო სახნავი მიწები, საიდანაც ღალას იღებენ. საგარეჯო 15 გლეხი, მათ შორის ერთი სასულიერო. მათ უმეტესობას აქვს ვენახი და სახნავი აკა · მიწა. სოფელში არის მონასტრის მეტოქე წმ. იოანე ნათლისმცემლის ქვის ეკლესია. ახმეტა 4 გლეხი, ვენახი და 4 საკომლე მიწა. საბუე -- 49 გლეხი, სახნავი მიწები და ვენახები, ასევე სამონასტრო სახნავი მიწები, საიდანაც მცირეოდენ ღალას იღებენ. ასევე არის საბალახო მინდვრები და ყავთ 20 ღორი. ვეფხვისციხე -- 3 გლეხი, აქვე სამონასტრო მიწებზე ცხოვრობს 53 კომლი სახაზინო გლეხი, რომლებიც იხდიან კოდისპურს. კურდღელაური -- 2 გლეხი. სიღნაღის მაზრაში: მაშნაარი -- 61 გლეხი, მათ შორის ორი სასულიერო, სახნავი მიწები, უმეტესობას აქვს ვენახი. მანავი 3 გლეხი. აქვეა მონასტრის მეტოქე ღვთისმშობლის შობის ქვის გუმბათიანი ეკლესია. არის მონასტრის საკმაოდ დიდი ვენახი, მაგრამ ს უყურადღებობის გამო გავერანებული. ზიარი 1 გლეხი და მცირედი სახნავი მიწა. გორს მაზრა ჭვირი 1 გლეხი და მცირედი სახნავი მიწა სასირეთი - გლეხი. მონასტერში მთავარი ტაძარი -- წმ. იოანე ნათლისმცემლის შობისა იყო, მეორე ტაძარი -- წმ. დიმიტრი თესალონიკელის, ხოლო მესამე ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების. როგორც ვხედავთ, მონასტრის სამეურნეო მდგომარეობა უკიდურესად ცუდ და დაცემულ მდგომარეობაში იყო, რამაც გამოიწვია მისი შემოსავლის შემცირება. მისი ძირითადი დასაყრდენი იყო სოფ. ხაშმი, მაგრამ მდინარე იორმა 1815 წლისათვის წალეკა სამონასტრო გლეხების დაახლოებით 30 ვენახი და მონასტრის ვენახების მესამედი, რომელიც განთქმული იყო თავისი ყურძნით. ასევე დაიკარგა სახნავი მიწების დიდი ფართობი და დაინგრა რამდენიმე წისქვილი. ხაშმელმა გლეხებმა არქიმანდრიტის მეთაურობით შეძლეს მდინარის ნაპირის მოწესრიგება, მაგრამ საფრთხე კვლავ დიდი იყო და გლეხებს გაზაფხულზე უხდებოდათ შეუსვენებელი მუშაობა მის აღსაკვეთად.
29-3 საპატრიარქოს უწყებანი N29 12-18ოქტომბერი გვ.20
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
1815 წელს წინამძღვრის, არქიმ. ათანასეს გარდა მონასტერში მოღვაწეობდნენ: არქიმ. დიმიტრი (ლიონიძე), მღვდელ-მონ. იუსტინე, მღვდელ-მონ. რაფიელი (ბუნიათიშვილი), მღვდელ-მონ. ანტონი (ჯანდიერი), მლვდელ-მონ. სილიბისტრო, მღვდელმონ. ქრისტეფორე, მღვდელ-მონ. მაკარი, მღვდელმონ. გერასიმე (ფინეზიშვილი-აბაშიძე), ბერ-დიაკვანი დანიელი, ბერი გენადი (თულაშვილი), ბერი ბართლომე, ანაფორიანი ბერი ილია, ანაფორიანი ბერი ზირაქი, ანაფორიანი ბერი აკაკი, ანაფორიანი ბერი დოსითე, ანაფორიანი ბერი ნეოფიტე, მორჩილი გიორგი ბუღაძე, მორჩილი იოანე ბაშირუმა, მორჩილი სიმონ მორჩაძე, მორჩილი სიმონ ჯაფარიძე (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N460, გვ. 5-9). 1818 წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) მთელ აღმოსავლეთ საქართველოში ჩაატარა საეკლესიო რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ტაძრებსა და მონასტრებში საეკლესიო შტატები დაწესდა. ნათლისმცემლის მონასტერში წინამძღვარი, სამი მღვდელ-მონაზონი, ორი ბერდიაკვანი და ოთხი მორჩილის შტატი იყო (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე M8667, გვ. 3). 1819 წლის 19 იანვარს მონასტრის წინამძღვრად არქიმ. დიმიტრი (ლიონიძე) დაინიშნა. იგი ცნობილი დიპლომატის, საზოგადო მოღვაწისა და ერეკლე მეფის უახლოესი მრჩევლის სოლომონ ლიონიძის უმცროსი ძმა იყო. 1773 წლიდან, რვა წლის ასაკიდან, იზრდებოდა ნათლისმცემლის მონასტერში და არქიმ. ექვთიმეს აღზრდილი გახლდათ. თუმცა მალევე, 1819 წლის 21 აგვისტოს არქიმ. დიმიტრიმ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, საქართველოიმერეთის სინოდალურ კანტორას წინამძღვრობიდან გათავისუფლება სთხოვა, რაც დაკმაყოფილდა. იმავე დღეს მონასტერში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც გაირკვა რომ, ბერ დოსითესა და მორჩილ აბრამიშვილს წინამძღვრად უნდათ მღვდელ-მონაზონი ანტონი (ჯანდიერი) მლვდელ-მონაზონ მაკარის არცერთი; მღვდელ-მონაზონ რაფიელს (ბუნიათიშვილი), ბერებს -- ბართლომესა და აკაკის, მორჩილ ხოსროშვილის უნდოდათ ისევ არქიმ. დიმიტრი. თუმცა საქართველოს ეგზარქოსმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მონასტრის წინამძღვრად, პირველად მის ისტორიაში, რუსი წინამძღვარი, არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) განამწესა (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N 1183, გვ. 3; ფ. 489, აღწერა 1, საქმე N:930, გვ. 6).
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.17
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი I I ნაწილი
XX ს-ის ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, რომელიც პირადად იცნობდა ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს, არქიმ, იოანეს (ერში –– თავადი ბიძინა ჯორჯაძე) თავის ნაშრომში წერდა: „წინათ ამისსა და ამის დროსაცა, იტყვის დღესაცა ცოცხალი სნათლისმცემლის წინამძღვრად ყოფილი არქქიმანდრიტი იოანე ჯორჯაძე, 78 წლისა, იყოო ნათლისმცემლის უდაბნოში 8 გადამდგარი არქიმანდრიტი, 18 მღვდელ-მონაზონი, 6 ". _ არქიდიაკონი და 30 მსახურნი და მორჩილნიო. მათ შორის გამოირჩეოდაო გენადი, მწირი ბერი ნათლისმცემლისა, გვარით თულაშვილი, დიდი მოღვაწე. კვირისკვირადმდე მმარხველი, სახლთხუცეს ყოფილი დავით ერისთავისა. 60 წელი არ ენახა სოფელი, არც არავის ეჩვენებოდა მოსრულთა მონასტერსა შინა, გარდა ოდესმე ეპისკოპოსთა და მეფეთა მუნ მისრულთა“ (იოსელიანი პლ. „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ ქ. თბილისი, 1978წ., გვ. 43; გვ. 119). იგივე ცნობას გვაწვდის იმ პერიოდის ცნობი ლი მოღვაწე, ანტონ II კათოლიკოსის ნათლული, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), რომელმაც ასევე დაგვიტოვა მონასტრის მოკლე აღწერას. იგი წერდა, რომ დომენტი წინამძლვრის დროს მონასტერში მოღვაწეობდნენ რჩეულნი 8. და სამაგალითო მონაზონნი, თ - მოხუცებულნი და ჭაბუკნი რიცხვით 25, რომელნიც ვერაფერს ხედავდნენ, გარდა ყარაიის მინდვრებისა, რადგან მონასტერში ისე იყო გა– მოკვეთილი სენაკები, რომ იქ მცხოვრები ბერები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ და მთელი დღე ლოცვაში, წიგნის კითხვაში, ძველი ხელნაწერების გადაწერითა და სხვა ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი. ისინი მხოლოდ სატრაპეზოში ხვდებოდნენ ერთმანეთს და იყო მათ შორის კრძალულება, მყუდროება და დუმილიო. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ ნათლისმცემლის მონასტრის სენაკები დავით გარეჯის ლავრის სენაკებისგან განსხვავებით უფრო მშრალი იყო, რადგან მზე დილის ათი საათიდან ჩასვლამდე -- მთელი დღე
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.18
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
უყურებდა მთაში გამოკვეთილ გამოქვაბულებსო (ჟურნ. „საქართველოს სასულიერო მახარებელი“ 1864წ., სექტემბერი, გვ. 74-76). გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე გახლდათ არქიმ. თეოდოსი (ხელაშვილი), რომელიც სამეფო კართან დაახლოებული პირი გახლდათ. მამამისი, დეკ. გიორგი თელავში მეფის კარის მოძღვრად მსახურობდა. ბერად აღკვეცამდე არქიმ. თეოდოსი (ერისკაცობაში –- დეკ. ნიკოლოზი) წლების განმავლობაში იყო თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლებში ზედამხედველი და პედაგოგი, კახეთის საეკლესიო ქონების მმართველი და ჰქონდა აქტიური მიმიწერა რუსეთში მყოფ ქართველ ბატონიშვილებთან. 1829 წელს მან დააშოშმინა გლეხთა აჯანყება საგარეჯოში. საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, დეკ. პოლ. კარბელაშვილი მის შესახებ წერდა: „ეგზარქოსმა მოსემ 1833 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიები მოიარა და ამ დროს ნინოწმიდელებმა სთხოვეს -–- დროებითი ეკლესიის გამართვის ნებართვა ნინოწმინდელთა სასახლეში. მოსემ ნება მისცა. 1834 წლის 13 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მისწერა არქიტექტორს როკოვს, ანგარიში შეადგინეო. რიკოვმა ანგარიში წარუდგინა –– 13 069 მანეთი და 80 კაპიკი დაჯდებაო, გეგმაც წარადგინა. კანტორამ ამ საქმის შესრულება მიანდო ნინოწმინდის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველს, ნათლისმცემლის არქიმანდრიტ თეოდოსს. 1834 წლის 12 მაისს თეოდოსიმ მოახსენა: ხუთი თუმანი სახლის მოწყობას მოუნდება და ათი თუმანი მარნის გამართვასო (ძალიან საჭიროა. სახლი – ოთახი 5/4 ადლი, ზედა ზალა -– 7/4 ადლი, მაგარი ქვითკირისა, გაჯით გალესილი, ლამფა მიკრული, ზევიდან ფიცრით დახურული. ნახევარი კანტორამ გაიღოსო). ამ ფულის ნახევარი კანტორას გადაახდევინა, ნახევარი კი 70 კომლმა (მრევლმა) გადაიხადა. 1835 წლის 10 მარტს დაასრულა მშენებლობა და მოახსენა კანტორას –– ყველაფერი მზად არისო“. როგორც ამ ჩანაწრიდან ირკვევა, მამა თეოდოსიმ მინიმალურ თანხებში აღადგინა ტაძარი, მაშინ, როცა კანტორის არქიტექტორი როკოვი ამ ყველაფერში 13069 მანეთს ითხოვდა. (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო | არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N3837, გვ. 72- 73; გაზ. „ივერია“ 1886წ., N243, გვ. 3-4), ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა და ბერმონაზვნური ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ არქიმ. იოანე (ერში -–– თავადი ბიძინა ზურაბის ძე ჯორჯაძე), რომელიც 20 წელიწადი წინამძღვრობდა ნათლისმცემლის მონასტერს და მარტყოფის, ნინოწმინდის, ალავერდის ყოფილი ეპარქიებისა და სვეტიცხოვლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საეკლესიო მამულების მმართველი იყო. უკვე სიბერეში მყოფი მხცოვანი წინამძღვარი, საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) სწერდა: „30 წელია ვიმყოფები სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე. მარტყოფის მონასტერში სვეტზე მსახურების დროს, მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგინებით, 1822 წლის 14 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დამაჯილდოვეს. 1839 წელს საეკლესიო მამულების გამგედ დამნიშნეს და პატიოსანი სამსახურისათვის 1843 წლის 30 აპრილსა და 1844 წლის 31 მაისს მწყემსმთავრული მადლობა გამომეცხადა პირად საქმეში შეტანით. 1845 წლის ნ მაისს საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ისიდორემ (ნიკოლსკი) საეკლესიო მამულებიდან შემოსავლის სწრაფად და პატიოსნად შეკრებისათვის ასევე მადლობა გამომიცხადა. რადგან ჩემ დაქვემდებარებაში მყოფი მამულები განბნეულია სამ მაზრაში, თბილისის, თელავისა და სიღნაღის და უმეტესად მიწევს ცხენით სიარული, ასაკის გამო აღარ ძალმიძს აღვასრულო დაკისრებული მოვალეობა“ (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N12845, გე. 3).
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.19
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
წლების განმავლობაში ნათლისმცემლის მონასტრის კრებულის რიცხობრივი მდგომარეობა ასე გამოიყურებოდა:
1819 წელს იყო -- 5 მღვდელ-მონ.; 1 ბერ-დიაკვ.; 2 ბერი; 4 ანაფორ. მორჩ.; 2 მორჩ.;
1917 წელს -- 2 არქიმ.;2 მღვდელ-მონ.; 2 ბერი; 1 მორჩ.; (ფ. 488, აღ. 1, საქმე N599; საქმე 13369; საქმე M21118; საქმე M23979; ფ. 489, აღ. 1, საქმე M53095; საქართ. საპატრ. არქივი, აღ. 1, საქმე M328). XIX ს-ში ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა ღირსი მამა ქრისტესია მონაზონი, შემდგომში ქრისტეფორედ წოდებული, რომელიც ასკეტური და წმინდა ცხოვრებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მისი გვარი უცნობია. გარდაიცვალა 1871 წელს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მისი ცხოვრება 1880 წელს აღწერა მღვდელ-მონაზონმა სვიმონმა (გძელიშვილი), რომელიც პირადად იცნობდა მას (ლ. მენაბდე „ძველი ქართული მონასტრის კერები“ ტ. I, ნაკვ. I, ქ. თბ. 1962წ. გვ. 316). ნათლისმცემლის მონასტერში მუდმივად არსებობდა სამონასტრო სკოლა, სადაც ასწავლიდნენ საღვთისმეტყველო საგნებს, კითხვა-გალობას, წერას, საეკლესიო ტიბიკონს. განსაკუთრებით კარგად იყო გამართული ქართული გალობის სწავლება. ამ სკოლაში არაერთი საეკლესიო მოღვაწე აღიზარდა, რომელთაც თავისი კვალი დატოვეს ქართული ეკლესიის ისტორიაში.
არქიმანდრიტი მაკარი მატათაშვილი
1871 წელს არქიმ. მაკარის (მატათაშვილი) მონასტრის მორჩილმა და მნათემ, მღვდლის შვილმა იოანე ბერძენიშვილმა უჩივლა. მორჩილის თქმით, არქიმ. მაკარიმ სავანიდან სხვადასხვა ოქროსა და ვერცხლის ნივთი, მიტრიდან ძვირფასი თვლები და აგრეთვე ძველი წიგნები თბილისში თავის დას, ნინოს გაუგზავნაო. სინოდალურმა კანტორამ საქმის გამოძიება გორის ეპ. ალექსანდრეს (ოქროპირიძე), დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს, არქიმ. სოფრონს (აბელიშვილი) და სიონის საკათედრო ტაძრის დეკ. იოანე ბასხარაშვილს მიანდო. აღწერის დროს აღმოჩნდა, რომ ყველა ნივთი ადგილზე იყო, გარდა ერთი წიგნისა და ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც თავად მორჩილმა იოანემ წაიღო და უკან აღარ დააბრუნა. საოლქო სასამართლომ მორჩილი იოანე ცილისწამებისთვის ოთხი თვით ციხეში ჩასმა გადაუწყვიტა (გაზ. „დროება“ 1878წ. N93, გვ. 3-4).
XIX ს-ის 80-იან წლებში მონასტერში ჯერ კიდევ მრავლად იყო შემორჩენილი ძველი საეკლესიო ნივთები, ძველი ხატები და უძველესი ხელნაწერები. დეკ. მიხეილ ხელაშვილი, რომელმაც მოილოცა ეს მონასტერი, დაგვიტოვა პატარა ნაშრომიც მის შესახებ. მთავარი ხატი ყოფილა ნათლისმცემლის თავის კვეთისა, მოჭედილი ოქროთიდა 18 იაგუნდის და 21 ფირუზის თვლებით. ეს ხატი დაკარგული ყოფილა და შემდეგ ერთ მწყემსს უპოვია და მონასტერში მიუტანია. როგორც მისი წარწერიდან ჩანს, ალექსანდრე მეფეს და თინათინ დედოფალს შეუწირავთ იგი მონასტრისათვის. მეორე ხატი, ასევე, ნათლისმცემლის თავის კვეთის ალექსანდრე მეფესვე შეუწირავს. მესამე ხატი ღვთისმშობლისა შედარებით პატარა, როსტომ ყაითმაზაშვილს შეუმკია და შეუწირავს. იქვე დაცული იყო 2 ეტრატზე და 41 ქაღალდზე ნაწერი წიგნი. იგი ასევე ჩამოთვლის ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწე მამებს, რომლებიც XVIII-XIXსს. მოღვაწეობდნენ ამ სავანეში: „1) მეორედ განმაახლებელი მონასტრისა და ყოვლითა საუნჯითა აღმავსებელი კათალიკოსი ბესარიონ ბართაშვილი, ამანვე შეკრიბა მონასტერში მონაზონნი; 2) მაკურთხეველი და მწყემსი წმიდის
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.20
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
ამის მონასტრისა საბა ნინოწმინდელი, აქ დასაფლავებულა; 3) მაკურთხეველი და მწყემსი წმიდის ამის მონასტრისა მიხაილ ნინოწმინდელი, აქ დასაფლავებული; 4) სიყრმიდგან აქ აღზრდილი და დიდი მოჭინარხულე ბოდბელი იოანე მაყაშვილი; 5) დიდი კეთილისმყოფელი და მოწლე, რუსთავის არხიეპისკოპოსი სტეფანე ჯორჯაძე; 6) ნებსით თვისით გადამდგარი აღტალის ეპისკოპოსი იოანე გაბაშვილი, აქ დასაფლავებული; 7) მშრომელი და აღმაშენებელი სოფლის ხაშმისა ხარიტონ წინამძღვარი; 8) მშრომელი, მოღვაწე და სასწაულთმოქმედი სერაპიონ წინამძღვარი, აქ დასაფლავებული; 9) დიდი მშრომელი, მოღვაწე და შემმატებელი წმიდისა ამის მონასტრისა ექვთიმი წინამძღვარი, აქ დასაფლავებული; 10) გალობით განთქმული საქართველოში არქიმანდრიტი გერასიმე, აქ დასაფლავებული; 11) დიდად დამაშვრალი და გალობით განმამშვენებელი მონასტრისა ამის არქიმანდრიტი გერონტი სოლოღაშვილი; 12) აქ აღზრდილი არქიმანდრიტი ბესარიონი ქსნის ერისთავიშვილი; 13) არქიმანდრიტი ბარსანოფი ავალიშვილი; 14) აქ აღზრდილი და კარგი ხელოვანი ზაქარია არქიმანდრიტი კუტისშვილი; 15) აქ აღზრდილი და კარგი ხელოვანი ზაქარია არქიმანდრიტი კოსტაშაბიშვილი; 16) არქიმანდრიტი სერაპიონ მცხეთელი; 17) არქიმანდრიტი დომენტი შანშიაშვილი, აქ დასაფლავებული; 18) აქ აღზრდილი და აქვე დასაფლავებული არქიმანდრიტი სოფრონი ერისთავი, კარგი მგალობელი; 19) აქ აღზრდილი და დასაფლავებული არქიმანდრიტი დიმიტრი ლიონიძე; 20) არქიმანდრიტი თეოდოსი, კარგი რიტორი და ენამჭევრი ხელაშვილი, აქ დასაფლავებული“ (გაზ. „ივერია“ 1886წ. N-207, გვ. 3-4; N -208, გვ. 3-4). 1889 წელს მონასტრიდან ეს ნივთები თბილისში ჩამოიტანეს და საეკლესიო მუზეუმში მიიტანეს. როგორც ადგილზე შემოწმებით გაირკვა, ამ ნივთებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საეკლესიო არქეოლოგიისა და ხელოვნებისთვის. მათ შორის გამორჩეული იყო მღვდელმთავრის შესამოსლები, ოქრომკედით ნაკერი. ძვირფასი აბრეშუმის ფერადი ძაფებით, მოქარგული ყვავილებით, რომელიც ღამე სანთელზე საამურად ბრწყინავდა. საქართველოს ეგზარქოსს ძალიან მოეწონა ეს შესამოსლები და მათი ნაკეთობა. უახლოეს დღეებში ელოდნენ ძველ ხელნაწერებსაც. ამ ყველაფრის ჩამოსატანად ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით გაგზავნილი იყვნენ საეკლესიო მუზეუმის საბჭოს თავმჯდომარე ზ, ბაქრაძე და მდივანი დეკ. კალისტრატე ცინცაძე (გაზ. „ივერია“ 1889წ. N 68, გვ. 1). 1891 წელს არქიმ. მაკარის თაოსნობით ნათლისმცემლის მონასტერში გაიხსნა სამონასტრო სკოლა, რომელიც 20 მოსწავლეზე იყო გათვლილი. მასწავლებლად, ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ს. ხელსუფაშვილი დაინიშნა. ეს სკოლა მონასტრის ხარჯით დაარსდა (გაზ. „ივერია“ 1891 წ. N 32, გვ. 2)
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 26ოქტომბერი-1ნოემბერი 2017წ გვ.17
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი III ნაწილი
ეს მონასტრები ავან-პოსტებია ქართუყლი ჯოლონიისა და მოსახლეობისა თათრების მოსახლეობის მიჯნჯზედ და თუ ისინი ჯარ იარსებებენ, მდიდარი და შესანიშნავი არემარე თათრების ბრზოებს დარჩებათ ხელში
1898 წელს ეპ. ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვაკურთხევით მონასტრის ხაზინადარმა მღვდელ-მონაზონმა დიდიმმა (მიქიაშვილი) წვიმებისგან დაქცეული ძველი სენაკები განაახლა. განახლდა 30-მდე სენაკი, რომლებიც საცხოვრებლად მშვენიერი და გამოსადეგი იყო. გარდა ამისა, მონასტერის გამოქვაბულებში არსებულ, დაახლოებით 10-მდე ძველ სენაკში, ასევე შეიძლება ცხოვრება (გაზ. „ცნობის ფურცელი“ 1899წ. N #849, გვ. 2). 1906 წელს საეკლესიო კომიტეტის დადგენილებით, მღვდ. პოლიევქტოს კარბელაშვილს ე. თაყაიშვილთან, მ. ჯანაშვილთან, დ. კარიჭაშვილთან და ს. გორგაძესთან ერთად დაევალა საეკლესიო მუზეუმში დაცული სიგელ-გუჯრების გამოცემა. ამის გამო, მან იმოგზაურა გარეჯის უდაბნოებში და მათ შორის ნათლისმცემელშიც. შემდგომში იგი წერდა: „ნათლისმცემლის უდაბნოში ბევრი აღარა მოიპოვება რა ძველი დროის შეწირულ ნივთთაგან. უძველესი ხატია ნათლისმცემლისა გახიზვნის დროს დაკარგული და გომბორზედ ნაპოვნი XVIII ს-ში. დანარჩენნი ნივთნი შემოწირულ არიან XVIII ს-ში და შემდეგაც. ტრაპეზის ჯვარნი ბევრია; ბარძიმფეშხუმნიც და ყოველივე სახმარი იარაღი მრავალია. აქვეა წარწერიანი ხატები. დავიარეთ, დავათვალიერეთ სასოებიანი ბერმონაზონთა სადგომნი. ვნახეთ გამოკვეთილი ოთახი, გამოკვეთილი და
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 26ოქტომბერი-1ნოემბერი 2017წ გვ.18
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
გაწყობილი მღვდელ-მონაზონ რაფიელის (ბუნიათიშვილი) მიერ. აქ თვალსაჩინოა იოანე ბოდბელის ნაშრომი სენაკები და კარის წმ. დიმიტრი თესალონიკელის მშვენიერი საყდარი. ყოველივე ეს დაუხურავს მუხის კოჭით და ჭერით იოანე არქიმანდრიტს, ჯორჯაძეს. ამ რამდენიმე წლის წინათ ყოველივე ესე რკინით გადაუხურავს პატივცემულ არქიმანდრიტს, ცნობილს ამბროსის (ხელაია) და ამ ძვირფასი წმინდა ბინადრებისათვის თავიდგან აუცილებია წვიმის ნიაღვრებისაგან დანგრევა და შემუსვრა“ (გაზ. „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, 2000წ. #6 (18), გვ. 4). 1917 წლის 12 მარტს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დროს მონასტრის წინამძღვარი არქიმ. ნაზარი (ლეჟავა) გახლდათ, რომელმაც თავისი ნებით იმავე წლის მაისის დასაწყისში დატოვა პოსტი და თბილისში გადავიდა. იმავე წელს კრებულმა წინამძღვრად ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (ქარსელაძე) აირჩია, მაგრამ საქართველოს ეკლესიის მოსაყდრემ, ეპ. ლეონიდემ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა, რადგან ზედაზნის მონასტერი თავად საჭიროებდა წინამძღვარს. 1917 წლის 23 აგვისტოს ეპ. ლეონიდემ მონასტრის მმართველად დროებით არქიმ. ამბროსი (ხელაია) განამწესა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე N 505, გვ. 1-2; საქმე N 523, გვ. 1). 1917 წლის 8-17 სექტემბერს პირველმა საეკლესიო კრებამ კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II (საძაგლიშვილი) აირჩია, რომელმაც, თავის მხრივ,
1917 წლის 15 ოქტომბერს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი ტარასი (კანდელაკი) დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. იგი უწმინდეს კირიონთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა მან ვერ გამოიჩინა ჯეროვანი ყურადღება. 1918 წლის მაისში ქვეყნის სათავეში მოსულმა მენშევიკურმა ხელისუფლებამ ეკლესიას და მონასტრებს მამულები ჩამოართვა, რის გამოც მათი ეკონომიკური მდგომარეობა მეტად გაუარესდა. 1918 წლის 12 ნოემბერს თბილელი მიტროპ, ლეონიდე (ოქროპირიძე) საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „მაქვს პატივი მოვახსენო საკათოლიკოსო საბჭოს, რომ იოანე ნათლის მცემლის უდაბნოს წინამძღვარი, არქიმ. ტარასი ნახევარ წელზე მეტია, რაც თავის ნებით გაშორებულია უდაბჰ“ ნოს და არავინ იცის, სად იმყოფება იგი დღეს. გაფანტულია აგრეთვე ხსენებული უდაბნოს კრებული, გარდა ორი მწირმონაზვნისა, რომლებიც ამ ხელათ ცხოვრობენ სოფ. ხაშმში. წარსულ კვირას ერთი ამ მწირბერთაგანი იყო ჩემთან და განმიცხადა, რომ ხაშმელებმა წაგვართვეს ვენახები, წისქვილები, სახლები, ხარ-კამეჩი და ყველაფერი, რაც კი უდაბნოს გააჩნდა ხაშმზეო. აწერილი უნუგეშო მდგომარეობა უდაბნოსი მაიძულებს უმორჩილესად ვთხოვო საბჭოს პირველად ინებოს, რომ არქიმ. ტარასი განთავისუფლებულ იქნეს ხსენებული უდაბნოს წინამძღვრო ბიდან, რადგანაც როგორც ეტყობა, მას სრულებით არ სურს უდაბნოში ცხოვრება და მეორე –- დაუყოვნებლივ მისწეროს ვისდამიც ჯერ არს, რათა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ ვენახ-წისქვილი, სახლები, ხარ-კამეჩი და მიეზომოს ხაშმზე დადებული ნორმით მიწა“. ამ დროს მონასტერს ეკუთვნოდა: თბილისის მაზრაში საძოვარი, სახნავი და სხვა 2779 დესეტინა, უსარგებლო ადგილები –- 695 დესეტინა, მონასტრის ეზოდ 1 დესეტინა და სოფ. ხაშმში ვენახები 10 დესეტინა. სულ -–– 3485 დესეტინა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე N 343, გვ. 80-81). ეს მამულები, ნათლისმცემლის მონასტერს, არქიმ. მაკარის წინამძღვრობის დროს, 1886 წლის ნოემბერში გენერალურმა გამმიჯვნელმა კომისიამ დაუმტკიცა სავანეს (გაზ. „ივერია“ 1886წ. N 264, გვ. 2). ნათლისმცემლის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი მიხეილი (მანდარია) იყო, რომელსაც არ დაუკლია შრომა და ენერგია, რათა კვლავ ალედგინა სამონასტრო ცხოვრება, მაგრამ ეს ყოვლად შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერს ემატებოდა თათარი მეცხვარეებისა და ყაჩაღების თარეში, რომელთაც არაერთხელ დაარბიეს გარეჯის მონასტრები. 1921 წელს ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი წერდა: „ჩვენ არა ერთხელ მიგვიმართავს მთავრობისათვის და შინა-
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 26ოქტომბერი-1ნოემბერი 2017წ გვ.19
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
გან საქმეთა მინისტრისათვის, რომ უმთავრესი ეკლესია-მონასტრებისათვის მცველები მოეცათ, სხვათა შორის, განუმარტეთ მნიშვნელობა დავით გარეჯის და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებისა არა მხოლოდ სარწმუნოებრივ და კულტურული ნაშთების მხრით, არამედ, როგორც პოლიტიკური, ვინაიდან ეს მონასტრები ავან-პოსტებია ქართული კოლონიისა და მოსახლეობისა თათრების მოსახლეობის მიჯნაზედ და თუ ისინი არ იარსებებენ, მდიდარი და შესანიშნავი არემარე თათრების ბრბოებს დარჩებათ ხელში“ (გაზ. „საქართველო“, 1921წ. #34, გვ. 3-4). სამწუხაროდ, ახდა ექვთიმე თაყაიშვილის წინასწარმეტყველება, მალევე ნათლისმცემლის მონასტერში ღვთისადმი ვედრება და წირვა-ლოცვა შეწყდა. 1925 წლის 15 იანვარს საქართველოს ცენტრ. აღმასრ. კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომამ მოისმინა საკითხი დავით გარეჯის მონასტრების შესახებ და დაადგინა: „ვინაიდან დავით გარეჯის უდაბნოების სიძველეთა კომპლექსებს მათი ისტორიული მხატვრობით და წარწერებით, აგრეთვე ციხე-კოშკებით, რომელნიც მოთავსებულია ყარაიაზის ველზე, დაახლოებით 20 კმ. სიგრძეზე და 8 კმ. სიგანეზე, აქვს უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, ამიტომ საჭიროა მოეწყოს ამ სიძველეთა დაცვის საქმე. ეს ტერიტორია წარმოადგენს უწყლო-უდაბნო ადგილს, არ არის არავითარი მოსახლეობა და თვით სიძველეები გადაქცეულია ბანდიტების თავშესაფარად“ (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 284, აღწერა 1, საქმე M#M153, გვ. 2). 1980-1981 და 1983-1987 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განახორციელა მცირე მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტერში. კულტურული ფენების შესწავლისა და სტრატიგრაფიის გარკვევის მიზნით მონასტრის ტერიტორიაზე გამოიყო
სამი არქეოლოგიური უბანი, დაიდო რამდენიმე საცდელი შურფი (ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“ 1988წ. M2, გვ. 15). 2000 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია IIის ლოცვა-კურთხევით გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მისი წინამძლვარია არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) რომელიც ასევე ითვლება თბილისის მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად. მონასტერში მუდმივად ერთი ბერ-დიაკვანი ნეოფიტე (ჯობავა) ცხოვრობს, რომელსაც პერიოდულად ეხმარებიან თბილისიდან ჩასული მრევლი და მორჩილები.