სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12078

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში; საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში;
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში;

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში
 | ნაწილი
1917 წლის 12 მარტს (ახ. სტ. –– 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ სამღვდელოების, მოწინავე საზოგადოებისა და ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდა (ჟურნალი „სვეტიცხოველი“ 1917წ. M1, გვ. 1). 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის. საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ საგანგებო წირვაზე მონაწილეობდა ოთხი ქართველი მღვდელმთავარი:


გურია-სამეგრელოს ეპ. ლეონიდე (ოქროპირიძე), 



იმერეთის ეპ. გიორგი (ალადაშვილი),
გორის ეპ. ანტონი (გიორგაძე) და
ალავერდელი ეპ. პიროსი (ოქროპირიძე), (შენიშვნა: ლიტურგიაზე მწირველი იყო ეპ. გიორგი, ანტონი და პიროსი, ეპ. ლეონიდე მხოლოდ. პარაკლისზე შეიმოსა), იმ პერიოდში კიდევ ოთხი ქართველი მღვდელმთავარი გვყავდა, რომლებიც რუსეთში იმყოფებოდნენ. მათგან ორი: ეპ. კირიონი (საძაგლიშვილი) და

2-1  საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2018წ გვ.18
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)




ეპ. დავითი (კაჭახიძე) იძულების წესით იყვნენ გადასახლებული, ხოლო ეპ. დიმიტრი (აბაშიძე) და ეპ. ექვთიმე (ელიაშვილი) თავისი ნებით წავიდნენ ქვეყნიდან, რადგან არ თანაუგრძნობდნენ ავტოკეფალისტებს და სამშობლოში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ (კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე M#269, გვ. 2). 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა, რომ შექმნილიყო 13 ეპარქია. აგვისტოში საქართველოში დაბრუნდა ეპ. კირიონი, ხოლო სექტემბერში ეპ. დავითი. პირველმა საეკლესიო კრებამ ეპ. კირიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია და კირიონ II უწოდა. საეკლესიო კრებაზე ეპარქიების მღვდელმთავრებად დელეგატების მიერ არჩეულ იქ- ნნენ: არქიმ. ამბროსი (ხელაია) გურია-ოდიშისა და სამურზაყანო-აფხაზეთის ეკლესიისა; ეპ. ანტონი (გიორგაძე) –– ქუთათელ მიტროპოლიტად; ეპ. დავითი (კაჭახიძე) ურბნელ მღვდელმთავრად; ეპ. პიროსი (ოქროპირიძე)  ალავერდელ მღვდელმთავრად. ასე რომ, ავტოკეფალიააღდგენილ ეკლესიას 1917 წლის სექტემბერში ექვსი მოქმედი მღვდელმთავარი ჰყავდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე N6478, გვ. 107; გვ. 121-125). 1917 წლის 15 ოქტომბერს, სვეტიცხოველში, ინტრონიზაციის მეორე დღეს, უწმინდესმა კირიონმა, თავის მხრივ, ეპისკოპოსად დაასხა ხელი არქიმ. ამბროსის (ხელაია), იმავე დღეს მიენიჭა მიტროპოლიტის პატივი და მღვდელმთავრების რიცხვი შვიდამდე გაიზარდა (გაზეთი „საქართველო“ 1917წ. N #217, გვ. 3).



1917 წლის საეკლესიო კრების მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განიყოფა ეპარქიებად და ეპარქიები ოლქებად, ხოლო ოლქები -–– სამრევლოებად. საქართველოს ეკლესიაში შედის შემდეგი ეპარქიები: მცხეთისა, რომლის მწყემსმთავარი არის „მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი“. სამწყსო: საქართველოს ეკლესიის წმ. დედაქალაქი მცხეთა, ორისავე არაგვისა და ქსან-ლეხურის ხეობანი (ტერიტორია ძველი ეპარქიების: მცხეთისა, წილკნისა და
სამთავისის), რასაც შეიცავს ეხლანდელი დუშეთის მაზრა შემდეგი ცვლილებით: დასავლეთით ემატება ქსან-ლეხურის ხეობათა ქვემო-ნაწილი ვიდრე წლევის მთამდე, ხოლო აღმოსავლეთით აკლდება არაგვის აღმოსავლეთი სანაპირო, რომლის ერთი ნაწილი,
ნოკორნის ქედის ქვემოდ, შედის ტფილელის ეპარქიაში (საგურამოს უბანი), ხოლო ზემო ნაწილი (ხარჭიშოს უბანი) შეადგენს ალავერდელის სამწყსოს. კათედრა ეპარქიისა არის მცხეთაში (სვეტიცხოველში), ხოლო კათოლიკოსის რეზიდენცია ტფილისში (შენიშვნა: კათოლიკოს-პატრიარქის პირდაპირ სამწყსოს შეადგენს აგრეთვე საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველობა); ტფილისისა. სამწყსო: გარე-ქართლი და გარე კახეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ტფილისის, მანგლისის, წალკის, დმანისის, ბოლნისის, წინწყაროსი, აგარაკის, რუსთავის, კაწარეთის და ნინოწმიდის).
რასაც შეიცავს ეხლანდელი ტფილისის და ბორჩალოს მაზრები და, ამათ გარდა, საგურამოს უბანი და ბამბაკის ხეობა. კათედრა მწყემსმთავრისა ტფილისში (სიონში), რეზიდენცია იქვე. პატივი მწყემსმთავრისა: „ტფილელი მიტროპოლიტი“ (შენიშვნა: ტფილელი,
როგორც კათოლიკოზის უახლოესი ადგილობრივ მღვდელმთავარი, არის მოსაყდრე კათოლიკოზისა); ალავერდისა. სამწყსო: შიდა-კახეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიების: ალავერდისა, ნეკრესისა და ხარჭაშოსი), რასაც შეიცავს ეხლანდელი თელავისა და თიანეთის მაზრები ხარჭაშოს უბნის მიმატებით და, ამათ გარდა, დიდოეთ-დურძუკეთი, მიწერილი თერგისა და დაღესტნის მხარეებზე. კათედრა ალავერდში, რეზიდენცია მღვდელმთავრისა ქ. თელავში. პატივი მღვდელმთავრისა არის -–– „ალავერდელი ეპისკოპოზი“ (ანუ „აბბა ალავერდელი"); ბოდბისა. სამწყსო: ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ბოდბისა, ჭერემისა, გიშისა და ხორნაბუჯის), რასაც შეადგენს ეხლანდელი მაზრები და ოლქები –– სიღნაღისა, ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა. კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია მლვდელმთავრისა –– ქ. სიღნაღში. პატივი მღვდელმთავრისა: „ბოდბელი ეპისკოპოზი“; ურბნისისა. სამწყსო: შიდა ქართლი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ურბნისისა, რუისისა, ნიქოზისა და' სამთავროსი), რასაც შეიცავს ეხლანდელი გორის მაზრა, გარდა ბორჯომის ხეობისა და სამთავისის უბნისა, და, ამას გარდა, დვალეთი, მიწერილი თერგის მხარეზე. კათედრა -– ურბნისში, რეზიდენცია -- ქ. გორში;
მღვდელმთავრის პატივი: „ურბნელი ეპისკოპოზი"; აწყურისა. სამწყსო: სამცხე, ჯავახეთი და ზემო სომხეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: აწყურის, წურწყაბის, კუმურდოსი, ერუშეთის, დადაშენის, წყაროსთავის, ანისის, კარისა და ალაშკერტის), რასაც შეადგენს ეხლანდელი ახალციხის მაზრა –-– ბორჯომის ხეობის მიმატებით, ახალქალაქის მაზრა, არტაანის ოლქი, ყარსის ოლქი, ყაღზევანის ოლქი, გუმბრის მაზრა და, ამათ გარდა, ორი ოლქი ოსმალეთის საზღვრებში -– ბასიანი და ალაშკერტი. კათედრა მღვდელმთავრისა -–– აწყვერში (დროებით ზარზმაში), რეზიდენცია -- ქ. ახალციხეში. მღვდელმთავრის პატივი: „მაწყვერელი ეპისკოპოზი“;
ქუთაისისა, სამწყსო: ქვემო იმერეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ქუთაისისა და ხონის), ეხლანდელი ქუთაისის მაზრა მდ. წყალწითელას ქვემოდ. კათედრა – ქ. ქუთაისში და მწყემსმთავრის
რეზიდენცია იქვე. მწყემსმთავრის პატივი არის: „ქუთათელი მიტროპოლიტი“; გენათისა, სამწყსო: ზემო იმერეთი (ტერიტორია გენათის ძველი ეპარქიისა), ეხლანდელი შორაპნის
მაზრა და ოკრიბა მდ. წყალწითელას ზემოდ. კათედრა მღვდელმთავრის  – გელათში, რეზიდენცია -– ქ.

2-2  საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2018წ გვ.19
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
ზესტაფონში. მღვდელმთავრის პატივი: „გენათელი
ეპისკოპოზი“;
ნიკორწმიდისა. სამწყსო: რაჭა (ტერიტორია ნიკორწმინდის ძველი ეპარქიისა), ეხლანდელი რაჭის მაზრა. კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია მღვდელმთავრისა -– ქ. ონში. პატივი მლვდელმთავრისა: „ნიკორწმინდელი ეპისკოპოზი“.
ცაგერისა. სამწყსო: ლეჩხუმ-სვანეთი (ტერიტორია ცაგერის ძველი ეპარქიისა), ეხლანდელი ლეჩხუმის მაზრა. კათედრა ცაგერში, მღვდელმთავრის რეზიდენცია იქვე. პატივი მღვდელმთავრისა „ცაგერელი ეპისკოპოზი";
ჭყონდიდისა. სამწყსო: ოდიში (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ჭყონდიდის, ცაიშისა და წალენჯიხის), ახლანდელი სენაკისა და ზუგდიდის მაზრები. კათედრა მწყემსმთავრისა -- მარტვილში, რეზიდენცია -– ქ. ფოთში. პატივი მწყემსმთავრისა არის „ჭყონდიდელი
მიტროპოლიტი“;
ბათუმ-შემოქმედისა. სამწყსო: გურია, ტაოკლარჯეთი და ჭანეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიების: ნინოწმინდისა -- იმავე ბათომის, შემოქმედის, ჯუმათის, სატრაფელასი, ტბეთის, ანჩის, იშხანისა და ბანის), რასაც შეიცავს რუსეთის საზღვრებში ეხლანდელი ოზურგეთის მაზრა, ბათომის, ართვინის და ოლთისის ოლქები, ხოლო ოსმალეთის საზღვრებში, ოლქები: თორთუმი, კისკიმი, ისპირი, რიზე, ათინა
და ხოფა. კათედრა მღვდელმთავრისა -- ქ. ბათომში და რეზიდენცია იქვე. პატივი მღვდელმთავრისა „ბათომელ-შემოქმედელი ეპისკოპოზი“;
ცხუმ-ბედიისა (ტერიტირია ძველი ეპარქიების: დრანდის -- იმავე ცხუმის, ბედიისა, მოქვისა და ბიჭვინთისა), ეხლანდელი სოხუმის ოლქი გაგრის უბნის მიმატებით. კათედრა მღვდელმთავრის -- ცხუმში
(სოხუმში), რეზიდენცია იქვე. მლვდელმთავრის პატივი არის „ცხუმელ-ბედიელი ეპისკოპოზი“. შენიშვნა 1: მიტროპოლიტები პატივით ეპისკოპოსებზე მაღლა დგანან. სამიტროპოლიტო კათედრები
იერარქიულად თანასწორნი არიან, აგრეთვე საეპისკოპოზო კათედრები. მწყემსმთავარნი პატივდებულ იქმნებიან ხელდასხმის (ქიროტონიის) უხუცესობის მიხედვით. გამონაკლისია მხოლოდ ტფილელი მიტროპოლიტი, როდესაც იგი ფაქტიურად კათოლიკოზის მოსაყდრეობას ასრულებს; შენიშვნა 2: ამ სიის შეცვლა და შევსება სრულიად საქართველოს ეკლესიის კრების კომპეტენციას ეკუთვნის (ჟურნალი „სვეტიცხოველი“ 1917წ. N4, გვ. 6-7).
შესაბამისად, 1917 წლის პირველი კრების შემდეგ მღვდელმთავრების განლაგება ეპარქიებში ასე გამოიყურებოდა:
მცხეთის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II საძაგლიშვილი);
ტფილისის - მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე);
ალავერდის -- ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე);
ბოდბის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ალავერდელმა); ურბნისის ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე);
აწყურის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ურბნელმა); ქუთაისის -- მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე);
გაენათის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ქუთათელმა); ნიკორწმინდის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ქუთათელმა);
ცაგერის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ქუთათელმა); ჭყონდიდის - მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია); ბათუმ-შემოქმედის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ჭყონდიდელმა); ცხუმ-ბედიის ვაკანსია (დროებით შეითავსა ჭყონდიდელმა). (შენიშვნა: სამწუხაროდ, პირველმა საეკლესიო
კრებამ უეპარქიოდ დატოვა ყოფილი იმერეთის ეპ. გიორგი (ალადაშვილი). 1917 წლის სექტემბრიდან 1918

2-3  საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2018წ გვ.20
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
წლის ივლისის ჩათვლით იგი მშობლიურ სოფ. არბოშიკში დის ოჯახში ცხოვრობდა და დიდ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა. 1918 წლის 1 აგვისტოდან 1919 წლის 13 თებერვლამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრისა და ტფილელი მიტროპ. ლეონიდეს გადაწყვეტილებით ეპ. „ გიორგი წილკნის ეპარქიის მმართ- IL ველია. ამავე დროს იგი იყო მცხეთის ეპარქიის დროებითი მმართველიც (ამ დროს მცხეთა-თბილისის ეპარქია ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული). (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1699, აღწერა 1, საქმე N108, გვ. 2-3; კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი სხვადასხვა, საქმე N 317, გვ. 13); 1918 წლის 27 ივნისს უწმინდესი კირიონი მარტყოფის მონასტერში მოკლეს. თავისი მოკლე, ათთვიანი მამამთავრობის პერიოდში მას სხვა მღვდელმთავარი არ უკურთხებია (ჟურნალი „ახალი სიტყვა“ 1918წ. N 9, გე. 1). 1918 წლის 18 სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპ, ანტონი (გიორგაძე) (გაზეთი „ხალხის მეგობარი“ 1918წ. N 260, გვ. 1). 1918 წლის 12 ნოემბრის საკათალიკოსო სხდომამ ქუთაისიდან წარმოგზავნილი ოქმის საფუძველზე დაქვრივე ბულ კათედრაზე არქიმ. ნაზარი (ლეჟავა) გამოარჩია. 1918 წლის 16 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში მოხდა მისი სახელდება, ხოლო მეორე დღეს, 17 ნოემბერს, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ და თბილელმა მიტროპ. ლეონიდემ (ოქროპირიძე), ჭყონდიდელმა მიტროპ. ამბროსიმ (ხელაია), წილკნელმა ეპ. გიორგიმ (ალადაშვილი) და ალავერდელმა ეპ. პიროსმა (ოქროპირიძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამის მეტი, უწმინდეს ლეონიდეს თავის პატრიარქობის ხანაში სხვა მლვდელმთავარი არ “ უკურთხებია (გაზეთი „საქართველო“ 1918წ. N 219, გვ. 4). 1921 წლის თებერვალ-მარტში, გასაბჭოების დროს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ექვსი მლვდელმთავარი იყო: კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე), ცხუმაფხაზეთის მიტროპ. ამბროსი (ხელაია), ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპ. გიორგი (ალადაშვილი), ქუთათელი მიტროპ. ნაზარი (ლეჟავა), ალავერდელი ეპ. პიროსი (ოქროპირიძე) და უეპარქიო ეპ. დავითი (კაჭახიძე). 1921 წლის 11 ივლისს, საღამოს 5-ის ნახევარზე, გარდაიცვალა უწმინდესი ლეონიდე (გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტი“ 1921წ. N 110, გვ. 1).
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

 3 საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.16

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში 
II ნაწილი

1921 წლის 17 ივლისს საგანგებოდ შეკრებილმა საკათოლიკოსო საბჭომ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა. 1921 წლის 1-7 სექტემბერს გელათში გაიმართა მესამე საეკლესიო კრება. კრების ბოლო დღეს, 7 სექტემბერს, კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია). მას არჩევნებში ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარიზე (ლეჟავა) 13 ხმით მეტი ჰქონდა. 1921 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. 1921 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში,
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მოხდა მიტროპოლიტ ამბროსის ინტრონიზაცია, ხოლო მეორე დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა)
და ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით არქიმანდრიტ იოანეს (მარღიშვილი) ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ეს იყო ბოლშევიკური მმართველობის დროს პირველი მღვდელმთავრის კურთხევა საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა , საქმე  N6475, გვ. 57).
1922 წლის 18 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის სასახლის კარის ეკლესიაში, უწმინდესმა ამბროსიმ და ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსიმ (ოქროპირიძე) დეკანოზ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), ბერად
აღკვეცის გარეშე, ეპისკოპოსად დაასხეს ხელი მანგლელის სახელწოდებით. 1922 წლის 28 მაისს იგი კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა.  ეს იყო პირველი ქორეპისკოპოსი ავტოკეფალიააღდგენილ ეკლესიაში (შენიშვნა: 1922 წლის 13 ივნისიდან ურბნელი ეპისკოპოსი) საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 27100, აღწერა  საქმე N 77, გვ. 7-2). 1923 წლის 12 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა
ამბროსიმ დაპატიმრების გამო თავის მოადგილედ და მცხეთა-თბილისის ეპარქიის დროებით მმართველად ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) დანიშნა (შენიშვნა: მოვალეობას ასრულებდა 1925 წლის 26 თებერვლამდე), რომელმაც, თავის მხრივ, 1923-1924 წლებში უწმინდესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით, სამი მღვდელმთავარი აკურთხა
(ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1995წ ., გვ 27; საქაეღველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე N 24, გვ.55).
1923 წლის 18 ნოემბერს დეკანოზ სვიმონ ჭელიძეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ჭყონდიდის ეპარქია ჩააბარეს (კჯ. ცინცაძე, „რაც გამახსენდა“, ქ.
თბილისი, 2007წ., გვ. 257; გვ. 376). 1924 წლის 18 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა არქიმანდრიტ ნესტორს (ყუბანეიშვილი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ჩააბარეს (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ გვ.87).
1924 წლის ივნისში არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარეს /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე N 71549).
1924 წლის 2 სექტემბერს კომუნისტებმა დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა),
ხოლო 1925 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა პენსიაზე მყოფი მხცოვანი მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი) (დეკ. ვასილ დოლაბერიძე, საოჯახო არქივი, გვ. 17-39; გაზ. „კომუნისტი“, / 925წ., N 24, გე. 3).
1925 წლის 10 მარტს ციხიდან გათავისუფლებული კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ენერგიულად
შეუდგა ეკლესიის მართვას. 1925 წლის 10 ოქტომბრის საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს ბრძანებით, აღდგა ცაგერისა და ბოდბის ეპარქიები, მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყო ნინოწმინდისა და
წილკნის ეპარქიები (ჯ. გამახარია, „წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია)", ქ. თბილისი, 2012წ., გვ. 219; გვ. 222).
1925-1927 წლებში მღვდელმთავრებად გამორჩეულ და ხელდასხმულ იქნენ: 1925 წლის 13 ოქტომბერს დეკანოზი მიხეილ
ფხალაძე ბერად აღიკვეცა და ეწოდა მელქისედეკი. მეორე დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ალავერდელ ეპისკოპოსად იკურთხა (კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე N 265, გე. 53).
1925 წლის 24 ოქტომბერს დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სტეფანე.

3-1  საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.17

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
მეორე დღეს, 25 ოქტომბერს, ეპისკოპოსად იკურთხა და ბოდბის კათედრა ჩაიბარა. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ქროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე IV-265, გვ. 54). 1925 წლის 1 ნოემბერს დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ბერად აღკვეცის გარეშე ხელდასხმულ იქ- ნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად, იმავე დღეს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება და დაინიშნა კათოლიკოსპატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ (შენიშვნა: 1926 წლის 30 დეკემბერს უარი თქვა მოსაყდრეობაზე) (კ. ცინცაძე, „ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში“, ქ. თბილისი, / 99Nწ., გვ. 79). 1925 წლის 7 ნოემბერს ბერად აღიკვეცა დეკანოზი ალექსანდრე გერსამია და ეწოდა ალექსი. მეორე დღეს, 8 ნოემბერს, მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, ნინოწმინდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (ცინცაძე), წილკნელ ეპისკოპოს პავლესა (ჯაფარიძე) და ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი) თანამწირველო ბით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცაგერის კათედრაზე დაადგინა (8. ჟვანია, „საქართველოს კათოლიჰოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ., გვ. 989). 1926 წლის 7 მარტს დეკანოზი ვარლაამ მახარაძეს ბერად აღკვეცის გარეშე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ და ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთის კათედრა ჩააბარეს (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”, საქმე N7800, გვ. 75- /6). 1927 წლის 27 მარტს არქიმანდრიტი ეფრემი (სიდამონიძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა
ქრისტეფორემ (ციცქიშვილი), ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) და მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) ეპისკოპოსად აკურთხეს და მანგლისის ეპარქიის მმართველად და კათოლიკოსპატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს /გაზ. „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“, 2000ძწ,.
2000 გვ. 4).  აქვე უნდა ვახსენოთ საქართველოს ეკლესიის კიდევ
ერთი მღვდელმთავარი, რომელიც, მართალია, საქართველოში არ უკურთებიათ,მაგრამ ჩვენი ეკლესიის წევრი იყო. ეს გახლდათ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია).
1925 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, , იღუმენი იოანე რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა და მოსკოვში, მაცხოვრის აღდგომის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსა-

3-1  საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.18

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)

ხურად დაინიშნა. იმავე პერიოდში „ობნოვლენცური“ ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა. 1925 წელს რუსეთის „ობნოვლენცური“ ეკლესიის წმ. სინოდის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ბენიამენმა (მურატოვსკი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ქ. ორიოლის ღვთისმშობლის საფარველის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძლვრის მოადგილედ განამწესა. 1926 წლის 30 ოქტომბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ორიოლის ეპარქიის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1927 წლის 25
ივნისს გადაიყვანეს ციმბირში, ტიუმენ-იალუტროვსკის ეპარქიის მმართველად, სადაც რვა თვე იმსახურა. 1928 წლის თებერვალში, ავადმყოფობის გამო (ფილტვების ანთება), თავი დაანება სამსახურს და იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა, სადაც შეინანა თავისი
საქციელი. იგი ძირითადად ქ. სოხუმში ცხოვრობდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე 700, გვ. 6; საქმე IM /696, გვ. 60-67).
ასე რომ, 1927 წლის 27 მარტს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავდა 13 მაღალი იერარქი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), უეპარქიო მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი), უეპარქიო მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე), ურბნელი ეპისკოპოსი სვიმონი (ჭელიძე), წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), ჭყონდიდელი ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) ალავერდელი
ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე), ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვიlი), ცაგერელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია), მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე), მანგლელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე). ყველა ეპარქიისათვის მღვდელმთავრების დაადგენა ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მაშინდელი უღვთო ხელისუფლებისაგან დევნილი და გაწამებული საქართველოს ეკლესიისათვის. უწმინდესი ამბროსის მამამთავრობის დროს სულ 11 მღვდელმთავარი იკურთხა.
1927 წლის 29 მარტს, დღის სამ საათზე, გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი (ხელაია) //. ცინცაძე, „რაც
გამახსენდა“, ქ. თბილისი, 2007წ., გვ. 257; გვ. 282). ოთხი დღით ადრე, 1927 წლის 25 მარტს, საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის დადგენილებით, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრედ აირჩიეს დადროებით ბათუმშემოქმედის ეპარქიის მართვა დაევალა. 1927 წლის 26 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი ქრისტეფორე აირჩიეს. მეორე დღეს მის მოსაყდრედ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) გამოცხადდა (შენიშვნა: 1930 წლის 12 თებერვალს გადადგა მოსაყდრის პოსტიდან). მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ინტრონიზაცია შედგა 1927 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრი-

3-2  საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.19

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)

არქო ტაძარში. მან პატრიარქობის პერიოდში თავის ტიტულატურას ჩამოაცილა სიტყვა „უწმინდესი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ისევ აღადგინეს /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე IV/029, გვ. 61; საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1699, აღწერა, საქმე N219, გვ.32; ს. ვარდოსანიძე, „სრულიად საუართველოს კათოლიკოს-პატრიარქექი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III 1927- 1932), ქ. თბილისი, 2009წ გვ. /39). 1928 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში ეპარქიებისა და მღვდელმთავრების სია ასე გამოიყურება: მცხეთატფილისის ეპარქია -- კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე); წილკნის ეპარქია ეპისკოპოსი
პავლე (ჯაფარიძე); მანგლისის ეპარქია -- მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე); ალავერდის ეპარქია -–– ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე); ბოდბის ეპარქია -- ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი);
ურბნისის ეპარქია ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე); აწყურის ეპარქია -- თავისუფალია; აგარაკ-წალკის ეპარქია -- თავისუფალია; არგვეთის ეპარქია
ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე); ქუთაის-გაენათის
ეპარქია -- მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე); (ცვაგერის ეპარქია -–- თავისუფალია; ნიკორწმინდის ეპარქიათავისუფალია; ჭყონდიდის ეპარქია -– ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი); ბათუმ-შემოქმედის ეპარქია თავისუფალია; ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია თავისუფალია. კიდევ ორი მღვდელმთავარი: მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) და ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) უეპარქიოდ იყვნენ დარჩენილი /საქსრთველოს ეკლესიის კალენდარი /928 წლისათვის). უწმინდეს და უნეტარეს ქრისტეფორეს მამამთავრობის დროს აკურთხეს მხოლოდ ერთი მღვდელმთავრი. 1928 წლის 16 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იეროთეოზ აივაზაშვილი ნინოწმიდელ ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქშე N78239, გვ. 766). სამწუხაროდ, 1929 წელს საქართველოს ეკლესიას გამოაკლდა ორი ახალგაზრდა მღვდელმთავარი. 1929 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), ხოლო ათ დღეში, 13 ნოემბერს, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) აღესრულა (დეკანოზი ნიკიტა თალაქვგაძე,
„მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან, 2073წ. გვ. 533). 1932 წლის 10 იანვარს, საღამოს 6 სთ-სა და 20 წუთზე, გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი). 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკლესიის VI საეკლესიო კრებაზე, არჩევნების გარეშე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს მანგლელ-ალა-


3-3  საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.20

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (დასასრული)
ვერდელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) კალისტრატეს სახელით. იმავე წლის 24 ივნისს მოხდა  მისი ინტრონიზაცია (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 284, აღწერა 7”,
საექშე /  N.9904, გვ. 3; საქმე IV.9909, გვ. 7). უწმინდეს კალისტრატეს მამამთავრობის ხანა უმძიმესი პერიოდი გახლდათ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ამ დროს გარდაიცვალა მრავალი მღვდელმთავარი და დაქვრივდა თითქმის ყველა მოქმედი ეპარქია: 1935 წლის 19 მარტს -– ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე); 1935 წლის 13 ნოემბერს -– ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე); 1936 წლის 1 აპრილს პენსიაზე მყოფი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი); 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს უეპარქიო  ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია); 1938 წლის 7 თებერვალს წილკნელ-ურბნელი ეპისკოპოსი ალექსი   (გერსამია); 1938 წლის 15 ივნისს -- პენსიაზე მყოფი  ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი); 1938 წლის 8 ოქტომბერს დააპატიმრეს და 1939 წელს რუსეთში გადაასახლეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) და თბილისში მცხოვრები, ნავთლულის წმ. ბარბარეს სახ. ტაძრის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე). მიტროპოლიტი ვარლაამი გადასახლებაშივე აღესრულა, ხოლო ეპისკოპოსი ეფრემი ღვთის შეწევნით გადარჩა და რამდენიმე წლის შემდეგ დედაეკლესიას დაუბრუნდა. 1942 წლის 28 ოქტომბერს, ეპისკოპოს იეროთეზის (აივაზაშვილი) გარდაცვალების შემდეგ, უძველეს ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს გარდა მხოლოდ ორი მლვდელმთავარიღა დარჩა: თბილისში მყოფი უეპარქიო მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე)
და წილკნელ-ურბნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი). ეს იყო ყველაზე დაძაბული და კულმინაციური პერიოდი ქართული ეკლესიის ისტორიაში. თითქოს, უღვთო ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობდა.

4 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.16
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში
III ნაწილი

მცირე ექსკურსით, მოკლედ გადავავლოთ თვალი საქართველოს ეკლესიის მდგომარეობას 1917-1943 წლებში. 1917 წელს მთელ საეგზარქოსოში მოქმედებდა 1629 ეკლესია. წარმოვადგენთ ზუსტ მონაცემებს: აღმოსავლეთ საქართველოში იყო 498 ეკლესია, გარდა ამისა, ბაქოს, ერევნის, ყარსის და ელიზავეტოპოლის გუბერნიებში იყო 131 ეკლესია; იმერეთის ეპარქიაში იყო ერთი საკათედრო ტაძარი, სასწავლებელში არსებული ოთხი ეკლესია: ორი სასულიეროში და ორი საეროში, ერთი სატუსაღოს ეკლესია და 544 სამრევლო ტაძარი. სულ 550 ეკლესია; გურია-სამეგრელოს ეპარქიაში მოქმედებდა: სამეგრელოში -– 293, ხოლო გურიაში –– 150. სულ 443 ეკლესია. გარდა ამისა, გურია-სამეგრელოს ეპარქიაში იყო ორი სამხედრო ტაძარი (ფოთსა და ბათუმში), ერთი ეკლესია ბათუმის საავადმყოფოსთან და სასწავლებლის ოთხი ეკლესია: ქ. სენაკში, სადაც განთავსებული იყო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, ფოთის სამოქალაქო სასწავლებელში, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში და სახელოსნო სასწავლებელში. მოქმედებდა 35 მონასტერი: 29 მამათა, 6 დედათა. სამღვდელოების რიცხვი დაახლოებით ასეთი იყო: 1609 მღვდელი, 227 დიაკვანი, 1705 მედავითნე, 1188 ბერი, 281 მონაზონი დედები (თუმცა ეს რიცხვი მონაზონ დედათა არ უნდა იყოს სწორი, რადგან იმ
პერიოდში მარტო ბოდბეში 200-მდე, ხოლო თეკლათის მონასტერში 80-მდე წევრი იყო (გ.მ.) საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე #1630, გვ. 155-156; საქმე M2846, გვ.7). 1928 წლის 25 აპრილს მოქმედებდა 1016 ეკლესია, სადაც მსახურობდა 779 მღვდელი და 280
დიაკვან-მედავითნე. გარდა ამისა, 1928 წელს იყო რუსების 20 და ბერძნების 16 ეკლესია (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე
M#1630, გვ. 96). 1929 წელს საქართველოს ეკლესიის ეპარქიებში დეტალურად ასეთი მდგომარეობა იყო: მცხეთა-თბილისისა და ნინოწმინდის ეპარქია 4 სამთავარხუცესო ოლქი, 74 ეკლესია, 2 მამათა, 1 დედათა მონასტერი, 83 სასულიერო პირი (აქედან  უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), ხუთი მღვდელმთავარი: მიტროპ. კალისტრატე, ეპ. პავლე, ეპ. მელქისედეკი, ეპ. ეფრემი, ეპ. იეროთეოზი რომელნიც მრევლში მსახურობდნენ, 3 არქიმანდრიტი, 30 დეკანოზი, 2 იღუმენი, 5მღვდელ-მონაზონი, 32 მღვდელი, 2 პროტოდიაკვანი, 1 ბერ-დიაკვანი, 2 დიაკვანი), 13 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
ალავერდის ეპარქია “3 სამთავარხუცესო ოლქი, 43 ეკლესია, 29 სასულიერო პირი (მათ შორის 1 ეპისკოპოსი, 5 დეკანოზი, 5 იღუმენი, 1 მლვდელმონაზონი, 16 მღვდელი, 1 დიაკვანი), 5 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი).  ბათუმ-შემოქმედის ეპარქია -– 4 სამთავარხუ


4-1  საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.17
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)

ცესო ოლქი, 23 ეკლესია, 2 სამლოცველო სახლი, 25 სასულიერო პირი (მათ შორის 1 არქიმანდრიტი, 6 დეკანოზი, 15 მღვდელი, 1 პროტოდიაკვანი, 1 ბერ–დიაკვანი, 1 დიაკვანი), 4 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
ბოდბის ეპარქია -- 4 სამთავარხუცესო ოლქი, 47 ეკლესია, 39 სასულიერო პირი (მათ შორის 1 მიტროპოლიტი, 1 არქიმანდრიტი, 9 დეკანოზი, 2
მღვდელ-მონაზონი, 26 მღვდელი), 14 მედავითნე (1929 წლის 4 იანვარი);
მანგლისის ეპარქია -–– 11 სამთავარხუცესო ოლქი, 10 ეკლესია, 11 სასულიერო პირი (მათ შორის 4 დეკანოზი, 2 მღვდელ-მონაზონი, 5 მღვდელი), 2 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი); მარგვეთის ეპარქია -– 8 სამთავარხუცესო ოლქი, 128 ეკლესია, 59 სასულიერო პირი (მათ შორის
10 დეკანოზი, 1 იღუმენი, 3 მლვდელ-მონაზონი, 45 მღვდელი), 40 მედავითნე (1929 წლის 15 მაისი); ნიკორწმინდის ეპარქია -– 4 ეკლესია, 1 მღვდელი (1929 წლის 1 სექტემბერი). ურბნის-მაწყვერის ეპარქია -–- 6 სამთავარხუცესო ოლქი, 49 ეკლესია, 52 სასულიერო პირი (მათ შორის 1 ეპისკოპოსი, 1 არქიმანდრიტი, 5 დეკანოზი, 2 მღვდელ-მონაზონი, 43 მღვდელი), 17 მედავითნე (1929 წლის 20 მაისი);
ქუთაის-გაენათის ეპარქია -–- 17 სამთავარხუცესო ოლქი, 177 ეკლესია, 139 სასულიერო პირი (მათ შორის 1 მიტროპოლიტი, 20 დეკანოზი, 1 იღუმენი,
8 მღვდელ-მონაზონი, 109 მღვდელი), 86 მედავითნე (1929 წლის I სექტემბერი); (შენიშვნა: ამ დროს ქ. ქუთაისში ცხოვრობდა უეპარქიო ეპ. ნესტორი (ყუბანეიშვილი). ცაგერის ეპარქია -– 6 სამთავარხუცესო, 63 ეკლესია, 39 სასულიერო პირი (მათ შორის 1 დეკანოზი, I მლვდელ-მონაზონი,37 მღვდელი), 21 მედავითნე (1929 წლის 1! სექტემბერი);
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია -– 10 სამთავარხუცესო ოლქი, 76 ეკლესია, 4 სამლოცველო სახლი, | მამათა, 1 დედათა მონასტერი, 77 სასულიერო პირი (მათ შორის 1 ეპისკოპოსი, 2 არქიმანდრიტი, 16 დეკანოზი, 2 იღუმენი, 5 მღვდელ-მონაზონი, 49 მღვდელი, 2 დიაკვანი), 21 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი); წილკნის ეპარქია -– 4 სამთავარხუცესო ოლქი,
54 ეკლესია, 27 სასულიერო პირი (მათ შორის 4 დეკანოზი, 1 იღუმენი, 2 მღვდელ-მონაზონი, 18 მღვდელი), 4 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
ჭყონდიდის ეპარქია - 8 სამთავარხუცესო
ოლქი,70 ეკლესია, 76 სასულიერო პირი (მათ შორის
1 ეპისკოპოსი, 16 დეკანოზი, 1 იღუმენი, 55 მღვდელი, 1 პროტოდიაკვანი, 2 ბერ-დიაკვანი), 22 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
მთლიანობაში მონაცემები ასეთი გახლავთ:
823 ეკლესია, 5 მონასტერი, 6 სამლოცველო სახლი, 1 პატრიარქი, 3 მიტროპოლიტი, 9 ეპისკოპოსი, 8 არქიმანდრიტი, 126 დეკანოზი, 11 იღუმენი, 31 მღვდელ-მონაზონი, 451 მღვდელი, 4 პროტოდიაკვანი, 4 ბერ-დიაკვანი, 6 დიაკვანი, 249 მედავითნე (შენიშვნა: გარდა აქ აღწერილი სასულიერო პირებისა, სხვადასხვა ქალაქებში, მოქმედ ტაძრებზე, მიმაგრებულნი იყვნენ ყოფილი დედათა და მამათა მონასტრის ბერმონაზვნები, რომელნიც ოფიციალურ სიებში არ აღინუსხებოდნენ. ასევე მიუვალ ადგილებში ტყეებში და მთებში ფარულად მოღვაწეობდნენ ბერ
მონაზვნები. მათი რიცხვი დაახლოებით 200-მდე
იყო) (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე M1630, გვ. 229-232; გვ. 236-252; გვ. 255-257; გვ. 260-261; საქმე M1973, გვ. 3; გვ. 6).
1936 წლის 1 მაისისთვის საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა ასე გამოიყურებოდა: მცხეთა-თბილისისა და ნინოწმინდის ეპარქიაში -–- 56 ეკლესია
და 48 სასულიერო პირი; გაერთიანებულ ქუთაისგაენათის, ნიკორწმინდის, ჭყონდიდის, ცაგერისა და მარგვეთის ეპარქიაში -–– §5 ეკლესია და 60 სასულიერო პირი; ალავერდის ეპარქიაში -– 25 ეკლესია და 15 სასულიერო პირი; მანგლისის ეპარქიაში 12 ეკლესია და 8 სასულიერო პირი; ურბნისისა და


4-2  საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.18
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)

აწყურის ეპარქიაში -––- 12 ეკლესია და 13 სასულიერო პირი; წილკნის ეპარქიაში -– 8 ეკლესია და 9 სასულიერო პირი; ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში -– 6 ეკლესია და 7 სასულიერო პირი; ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში –- 36 ეკლესია და 32 სასულიერო პირი. სულ მოქმედებდა 210 ეკლესია და მსახურობდა 192 სასულიერო პირი (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე M1630, გვ. 528-535). 1936 წელს საბჭოთა კავშირში დაწყებულ რეპრესიებს შეეწირა დარჩენილი სამღვდელოების თითქმის ნახევარი. ამჟამად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოში დახვრიტეს 93 სასულიერო პირი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო არათუ ახალი მღვდელმთავრის, უბრალო მედავითნის პოვნა და დადგინება. მიუხედავად ამისა, უწმინდესმა კალისტრატემ შეძლო და 1939 წლის 19 მარტს წილკნელ
ეპისკოპოსად აკურთხა არქიმ. ტარასი (კანდელაკი), ხოლო 1943 წლის 23 მაისს ბერად აღკვეცის გარეშე დეკ. დიმიტრი (ლაზარიშვილი) ნინოწმინდელ ეპისკოპოსად და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაადგინა (კ. ცინცაძე „რაც გამახსენდა“ ქ. თბილისი 2007წ. გე. 254-255).
ორივე მღვდელმთავარი უწმინდესი კალისტრატეს მამამთავრობის დროსვე აღესრულა. ეპ. დიმიტრი 1947 წლის 8 ნოემბერს, ხოლო ეპ. ტარასი
1951 წლის 12 დეკემბერს (გაზ. „კომუნისტი“ 1947წ.
#227, გვ. 4; 1951 წ. M#292, გვ. 4). 1945 წლის 28 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში  ბ-ნ კონსტანტინე ქადაგიშვილს წერდა: „1937 წლის 1 იანვრისათვის საქართველოს ეკლესიაში იყო: 187 ტაძარი, 203 მლვდელი და 43 დიაკონ-წიგნის მკითხველი. 1937 წელში მრავალი ეკლესია დაიკეტა, სამღვდელონი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩამოშორდნენ ეკლესიას ზოგი კი სამრევლომ ა! ”“ გაუშვა -- დარჩით ჩვენ  თან და უტაძროთ გაგვიწიეთ მოძღვრობაი
მღვდლებიც დარჩნენ დ ასრულებდნენ თავიან!“ მოვალეობას მრევლის:
თუ სახელმწიფოს წინაშე, –– იხდიდნენ გადასა ხადს, იძენდნენ ობლი
გაციებს და სხვა... 194 წლის ოქტომბრის 8 დაარსდა ს.ს.რ. კავშირი  სახ. კომსაბჭოსთან მართლმადიდებელ ეკლესიის საქმეთა გამო ცალკე საბჭო. მართალია ეს საბჭო დანიშნული იყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, მაგრამ, ვინაიდან იგი დაარსებულ იყო კავშირის სახკომსაბჭოსთან, ამისათვის, მორწმუნეების აზრით, მისი გავლენა უნდა გავრცელებულიყო მთელ კავშირის მართლმადიდებლებზე ამისთვის კათოლიკოზ-პატრიარქს სამრევლოებამ მოართვეს თხოვნები ეკლესიების გახსნისათვი ეს თხოვნები 1944 წლის იანვრის 10 და თებერვლი 17, M1222, 1261 და 1262, გადაეგზავნა საქართველოს ს,ს.რ. სახკომსაბჭოს თავჯდომარეს დასაკმაყოფილებლად. თხოვნები იმავე წლის აპრილში გადაეცა კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიის საბჭოს რწმუნებულ ჩვენს რესპუბლიკაში, კ. ი. ქადაგიშვილს. საქმეებთან გაცნობის შემდეგ, კონსტანტინე ილარიონი ძემ აღძრა სათანადო შვამდგომლობა ვისდამი, ჯერ არს, მაგრამ ჯერჯერობით გახსნილია სამი ეკლესია -- მანგლისში, სტალინირში (ცხინვალი და სასაფლაოსი -– ბათუმში, სამების სახელობის. ამჟამად საკათოლიკოზოში მოქმედებს 29 ეკლესია, რომელშიდაც მოღვაწეობენ 5 მღვდელმთ:
ვარი, 41 ძირითადად მომუშავე მღვდელი, 2 პრიტოდიაკონი და 3 წიგნის მკითხველი, და ზედ მიწერილნი: მღვდელნი 77 და მედავითნე 2. ამათ გარდ
მხოლოდ აღრიცხვაზე არის აყვანილი 4, სავსები საკათოლიკოზოში ირიცხება 135 ეკლესიის მსახური. შესაძლებლად მიმაჩნია, მთებში კიდევ იყვნენ ჩარჩენილნი მღვდლები“ (საქართველოს უახლეს ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი,  1879, აღწერა 1, საქმე Mვ3, გვ. 2-4). როგორც ვხედავთ, 1945 წლის 28 მარტს, ქართულ ეკლესიაში იყო ხუთი მოქმედი მაღალი იერარქი. 194 წელს გამოცემულ საქართველოს ეკლესიის კალე დარში ეპარქიებისა და მლვდელმთავრების სია ასე გამოიყურებოდა: მცხეთა-თბილისის ეპარქია -– კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე); კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ნინოწმინ


4-3  საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.19
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)

დელი დიმიტრი (ლაზარიშვილი); წილკნის ეპარქია ეპ. ტარასი (კანდელაკი); მანგლისის ეპარქია უწმინდესი კალისტრატე; ალავერდის ეპარქია თავისუფალია; ბოდბის ეპარქია თავისუფალია; ურბნისის ეპარქია -- მიტროპ. მელქისედეკი (ფხალაძე); აწყურის ეპარქია -- თავისუფალია; აგარაკწალკის ეპარქია -- თავისუფალია; არგვეთის ეპარქია -- თავისუფალია; ქუთაის-გაენათის ეპარქია მიტროპ. ეფრემი (სიდამონიძე); ცაგერის ეპარქია თავისუფალია; ნიკორწმინდის ეპარქია
სუფალია; ჭყონდიდის ეპარქია თუმ-შემოქმედის ეპარქია _ თავისუფალია; ცხუმაფხაზეთის ეპარქია თავისუფალია (საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1946წ. გვ. 95). 1949 წლის 20 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტებმა: ლუკამ (ნადარეიშვილი) და იოაკიმემ (შენგელაია) დეკ. გაბრიელ ჩაჩანიძე ბერად აღკვეცეს და სახელად ისევ გაბრიელი უწოდეს. 1950 წლის იანვარში სიონის
საპატრიარქო ტაძარში მას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდისა და ბოდბის ეპარქიების მმართავითავისუფალია; ბათველად დაინიშნა. სულ თავისი მამამთავრობის 20 წლის მანძილზე კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) სამი მღვდელმთავარი აკურთხა (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ. გვ. 73). უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე 1952 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. 1952 წლის 5
აპრილს, საქართველოს ეკლესიის IX საეკლესიო  კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს, ურბნელი მიტროპ. მელქისედეკი (ფხალაძე) მელქისედეკ III-ის სახელწოდებით. იმავე წლის 7 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია (ს. ვარდოსანიძე „საქართველოს მართმლადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში“ ქ. თბ. 2001წ., გვ. 197; საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1959წ, გვ. 10). XX ს-ის 50-იან წლებში, ძნელბედობის ჟამს, როდესაც ნ. ხრუშოვის წინამძლოლობით უღვთო ხელისუფლება ყველანაირი მეთოდითა და ხერხით ცდილობდა ეკლესიისა და სარწმუნოების დისკრედიტაციას უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა შეძლო და რვა ახალი მღვდელმთავარი აკურთხა. ესენი იყვნენ: 1952 წლის 30 მარტს დეკ. სვიმონ გიგინეიშვილი - ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ანტონი; 1952
წლის 15 ივნისს დეკ. დავით იაშვილი -- ნინოწმინდელი ეპ. დიმიტრი (შენიშვნა: 1952-1959 წლებში იყო

4-4  საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.20
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (დასასრული)

კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი) 1954 წლის 3 იანვარს არქიმ. გობრონი (წკრიალაშვილი) წილკნელი ეპისკოპისი გობრონი; 1956 წლის 28
აგვისტოს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. ხარიტონ დევდარიანი -- მარგვეთისა და ურბნისის ეპისკოპოსი დავითი; 1956 წლის დეკემბერში უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა მიმართა სინოდის წევრებს წერილობით ეცნობებინათ უჭერდნენ თუ არა მხარს არაქართული წარმოშობის არქიმ. ზინობის (მაჟუგა) ეპისკოპოსად კურთხევას. სინოდის წევრთა უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევდა ასეთი პრეცედენტის დაშვებას, მაგრამ უწმინდესმა მელქისედეკმა 1956 წლის 30 დეკემბერს
იგი მაინც აკურთხა ეპისკოპოსად და 1957 წლის 6
მარტს კათოლიკოს-პატრიარქის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნა და ეწოდა სტეფანეველი (სომხეთში არსებული მართლმადიდებელი ტაძრების მმართველი). 1957 წლის 15 თებერვალს ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია -- ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე. 1957 წლის 7 ივლისს ქუთაისის ეპარქიის მთავარხუცესი და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. ნაუმ შავიანიძე -- ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაუმი. 1958 წლის 14 ოქტომბერს ალავერდის ეპარქიის
მთავარხუცესი და თელავის ღვთაების საკათედრო
ტაძრის წინამძღვარი, დეკ. დავით ბურდულაძე ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური
არქივი, ფ. 1879, აღწერა 1, საქმე #8, გვ. 81; საქმე M#27, გვ. 27; ფ. 1880, აღწერა 6, საქმე M196, გვ. 12; ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ., გვ. 39; დეკანოზი ზ. ჟვანია „მართალთა ცხოვრება“ ქ. ქუთაისი, 2005წ., გვ. 76-77; მიტროპ.
ნაუმის (შავიანიძე) პირადი არქივი; ჟურნ. „მოყვასი“ (ალავერდის ეპარქიის ყოველთვიური გამოცემა, 2004წ. M1 (16), გვ, 22-23).
მისი მამამთავრობის დროს სამი მღვდელმთავარი გარდაიცვალა: 1954 წლის 21 თებერვალს წილკნელი ეპ. გობრონი (წკრიალაშვილი); 1956 წლის 3 ივლისს - ქუთათელ-გაენათელი მიტროპ. გაბრიელი (ჩაჩანიძე) და 1956 წლის 24 ნოემბერს -- ცხუმაფხაზეთის მიტროპ. ანტონი (გიგინეიშვილი). თავად უწმინდესი მელქისედეკი 1960 წლის 10 იანვარს
გარდაიცვალა (საქართველოს უახლესი ისტორიის
სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1879, აღწერა 1, საქმე M27, გვ. 22; ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი
1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ., გვ. 74; გვ. 79).

5 საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.17
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი

1960 წლის 20 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის X საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპ. ეფრემი (სიდამონიძე), ეფრემ II-ის სახელწოდებით. იმავე წლის 21 თებერვალს მოხდა მისი ინტრონიზაცია (საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1961წ. გვ. 2). უწმინდესი ეფრემის მამამთავრობის დროს ოთხი მღვდელმთავარი აღესრულა: 1961  წლის 22 ივლისს ბოდბელი მიტროპ. დიმიტრი (იაშვილი); 1963 წლის 5 მაისს -– ალავერდელი ეპ. დავითი (ბურდულაძე); 1964 წლის 14 დეკემბერს –– ცხუმ-აფხაზეთის
ეპ. ლეონიდე (ჟვანია); 1969 წლის 3 მარტს -– ქუთათელ-გაენათელი მიტროპ, ნაუმი (შავიანიძე) (გაზ. „თბილისი“ 1963წ. N 107, გვ. 4; დეკანოზი ზ. ჟვანია
„მართალთა ცხოვრება“ ქ. ქუთაისი, 2005წ,, გვ. 91; მიტროპ. ნაუმის (შავიანიძე) პირადი არქივი) კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ სამი ახალი
მღვდელმთავარი შემატა საქართველოს ეკლესიას. 1963 წლის 25 აგვისტოს არქიმ. ილია (შიოლაშვილი) –-– შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია; (შენიშვნა:
1963-1972 წლებში იგი იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი); 1965 წლის 21 თებერვალს არქიმ. რომანოზი (პეტრიაშვილი) -– ცხუმ-აფხაზეთის
ეპისკოპოსი რომანოზი; 1972 წლის 26 მარტს -– არქიმ. გაიოზი (კერატიშვილი) -–- წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი (შენიშვნა: 1972-1977 წლებში იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. .1978 წლის
25 მაისს იგი დააპატიმრეს. 1979 წლის 27 მარტს გაასამართლეს და სისხლის სამართლის კოდექსის N 238 მუხლის ნაწილით, N 17-89 მუხლის ნაწილით და N 96 მუხლით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. თავის მხრივ, 1980 წლის 12 იანვრის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებით აეკრძალა ღვთისმსახურება, ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და განაყენეს ზიარებიდან. მონანიების შემთხვევაში ზიარების უფლებისა და ბერის წოდების დაბრუნების უფლებით) (უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის პირადი საქმე, დაცულია საქართველოს
საპატრიარქოს კანცელარიაში; მიტროპ. რომანოზის (პეტრიაშვილი) პირადი არქივი, გვ. 6; საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ: 1880, აღწერა 1, საქმე N 357, გვ. 2;
ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“ 1980წ. N I, გვ. 50-51), უწმინდესი ეფრემი 1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა. 1972 წლის 1 ივლისს, საქართველოს ეკლესიის XI საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს ურბნელი მიტროპ. დავითი (დევდარიანი), დავით V-ის სახელწოდებით. იმავე
წლის 2 ივლისს მოხდა მისი ინტრონიზაცია (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი


5-1  საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.18
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი (გაგრძელება)

და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ. გვ. 37; მიტროპ. ანანია (ჯაფარიძე) „საქართველოს საეკლესიო კრებები“ ქ. თბილისი 2003წ.
ტ.III, გვ. 181). მიუხედავად დიდი ზეწოლისა და ხელისუფლებასთან დაძაბული ერთიერთობისა, კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ მოახერხა სამი ახალი მღვდელმთავრის კურთხევა. 1974 წლის 13 იანვარს
დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვარი დეკ. გიორგი ლონღაძე “– მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი; 1976 წლის 22 მაისს თელავის
„ღვათების“ სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკ. გიორგი ცერცვაძე ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა. მეორე დღეს, ეპისკოპოსად
დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს; 1976 წლის 6 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვარი არქიმ. ილარიონი (სამხარაძე) –- ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (შენიშვნა: 1978 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: „ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპ. ილარიონი
მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით გათავისუფლებულ იქნეს ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და სამების ტაძრის წინამძღვრობიდან, გამოყვანილ იქნას წმ. სინოდის შემადგენლობიდან. წმ, სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა") (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ.
1880, აღწერა 6, საქმე N #368, გვ. 10; მიტროპ. გრიგოლის (ცერცვაძე) პირადი არქივი; ეპ. ილარიონის პირადი საქმე, გვ. 10, დაცულია საქართველოს
საპატრიარქოს კანცელარიაში). უწმინდესი დავით V-ის მამამთავრობის დროს საქართველოში მღვდელმთავარი არ გარდაცვლილა.
თავად კათოლიკოს-პატრიარქი დავითი 1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. აქვე მოგვყავს საქართველოს ეკლესიის მოქმედი ტაძრები და იქ აღრიცხული სამღვდელოება 1977 წლის მონაცემებით. სულ იყო 42 ეკლესია, სადაც მსახურობდა 8 მღვდელმთავარი, 59 შტატიანი და 13 უშტატო მღვდელმსახური, 20 მედავითნე. მცხეთა-თბილისის ეპარქია
სიონის საპატრიარქო ტაძარი - კათოლიკოსპატრიარქი დავით V (დევდარიანი), პროტოპრესვიტერი პახუმ ობოლაძე.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი -–- ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი), მღვდელი არსენ ბერუაშვილი, მღვდელი იოანე მამულაშვილი. წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია -- მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), დეკანოზი მიხეილ დიდენკო, დეკანოზი გიორგი პილგუევი, დეკანოზი პავლე კოსაჩი, მედავითნე მარია დიაჩენკო, მედავითნე თამარა სლუშენკო. წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია -–- დეკანოზი ალექსანდრე სობოლი, მედავითნე რაისა გონჩაროვა.
ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია –- არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე), დეკანოზი იოანე ჭკადუა. დიდუბის ეკლესია –- ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე), დეკანოზი რომანოზ ბიბილაშვილი. კუკიის წმ. ნინოს ეკლესია -- მღლვდელ-მონაზონი გაბრიელი (ჩოჩოშვილი). ნათლუღის ზედა წმ. ბარბარეს ეკლესია მღვდელი გიორგი კოლოსოვსკი, მღვდელი ზურაბ
ცხვარაძე, მედავითნე ანა კარმანოვა. ყოვლადწმინდა სამების ეკლესია -–- ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე). ნათლუღის ქვედა წმ. ბარბარეს ეკლესია მღვდელ-მონაზონი მეთოდე (აივაზოვი). პეტრე-პავლეს ეკლესია –დეკანოზი გიორგი ტერზიევი. წმ. მიქაელ ტვერელის ეკლესია -– არქიმანდრიტი პავლე (მიშენკო), მედავითნე რაისა ბალანინა.
მამა დავითის ეკლესია -– დეკანოზი ამირან შენგელია.

საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.19
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი (გაგრძელება)

ბოდბის ეპარქია
ბოდბის მონასტერი მღვდელი ლავრენტი კრავცოვი, მედავითნე მარია ვორონცოვა. წითელწყაროს ეკლესია -- დეკანოზი ანატოლი კრასნიხი, მედავითნე ფილიპე ფურტანოვი. მანგლისის ეპარქია მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი -- მღვდელი ალექსანდრე გულიაშვილი, მედავითნე ანნა პანოვა. წალკის ღვთისმშობლის ეკლესია, კარაკუმის წმ. გიორგის ეკლესია, ბეშტაშენის წმ. გიორგის ეკლესია -- დეკანოზი ანასტასი ლეონოვი. თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის ეკლესია
მღვდელი ანატოლი კოლოდეზნი, მედავითნე ფედოსია ნიკიტინა.
ალავერდის ეპარქია ალავერდის საკათედრო ტაძარი მღვდელმონაზონი თადეოზი (იორამაშვილი). თელავის ღვათების ეკლესია -- ეპისკოპოსი გიორგი (ცერცვაძე), მლვდელი გიორგი ლომიაშვილი, მღვდელი ანთიმოზ ჩაგელიშვილი. ლაგოდეხის ეკლესია მღვდელი იგორ ხირიანოვი.
აწყურის წმ. გიორგის ეკლესია მღვდელი რევაზ მეზვრიშვილი, მედავითნე გიორგი კაჭკაჭიშვილი. ურბნისის ეპარქია ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი - მღვდელი დიმიტრი მელიქიძე.
ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი
დეკანოზი ინდისი ნუცუბიძე, მლვდელი გრიგოლ ბერეკაშვილი, მღვდელი გურამ შალამბერიძე, პროტოდიაკვანი რევაზ მოსეშვილი, მედავითნე ნათელა მურუსიძე. ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესია ერმილე კუხიანიძე, მლვდელი ალექსანდრე ქათამაძე, მედავითნე ალექსანდრე გუბელაძე. ქუთაისის მთავარანგელოზთა ეკლესია კანოზი გიორგი ჟორჟოლიანი.
მოწამეთას წმ. დავით და კონსტანტინეს ეკლესია მღვდელი ტრიფონ სულაკაძე, მღვდელი კლიმენტი კაკალიაშვილი, მღვდელი გიორგი ბასილაძე. ბარდუბანის წმ. დავით და კონსტანტინეს ეკლესია -- მღვდელი ზურაბ აბჟანდაძე. ჭიათურის მღვიმევის ეკლესია მღვდელი გრიგოლ ობოლაძე, მედავითნე დარია კრიცენკო. დეკანოზი დეცხუმ-აფხაზეთის ეპარქია სოხუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (მახარაძე), დეკანოზი ფილიპე პლოხოტნიკოვი, დეკანოზი პეტრე ხარჩენკო, მღვდელი თამაზ კოჭლამაზაშვილი, პროტოდიაკვანი რომან ელიოზიშვილი, მედავითნე ფედოსია დატლოვა. სოხუმის ფერისცვალების ეკლესია დეკანოზი იოანე ანდრიუშენკო.
გაგრის სამლოცველო სახლი დეკანოზი ალექსანდრე შათირაშვილი, მედავითნე ქსენია მაგრადიევა. ილორის წმ. გიორგის ეკლესია - არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი), მღვდელი თეიმურაზ ზაქარიაშვილი, მედავითნე გიორგი ჟაკაია. გუდაუთის ეკლესია - დეკანოზი ლეონტი ჟვანია. ლიხნის ეკლესია მღვდელი პეტრე სამსონოვი, მედავითნე ანტონ კოსტილევი.


5-3   საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.20
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი (დასასრული)

ბგბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდილის ეპარქია ბათუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), არქიმანდრიტი ხარიტონი (ტუდოვში), მღვდელი გრიგოლ სვანაძე, მედავითნე ანნა პლატონოვა. ბათუმის სამების ეკლესია - დეკანოზი ლუკა
შევჩუკი, მლვდელი თომა სავიდი, მედავითნე ალექსი აბრამოვი. ცხაკაიას ეკლესია არქიმანდრიტი იოანე (ანანიაშვილი). ფოთის ეკლესია არქიმანდრიტი სვიმონი (ატანოვი), მედავითნე მატრონა კალამეცოვა. თეკლათის მონასტერი არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია).
უშტატო მღვდლები დეკანოზი გრიგოლ კოჩაძე (მაიაკოვსკი), დეკანოზი დავით ფიფია (ზუგდიდი), დეკანოზი წყალობა ჭულუხაძე (ცხინვალი),
არქიმანდრიტი პართენი (აფციაური, სვეტიცხოველი), იღუმენი პიმენი (როსახინი, ლაგოდეხი), იღუ- მენი რაფაელი (კარელინი, თბილისი), მღვდელი მიხეილ ზურაბიშვილი (გურჯაანი), მღვდელი იოანე
ჟოგინი (ოლგას მონასტერი), მლვდელი ანდრია
ჩახვაშვილი (ველისციხე), მლვდელი იოანე მიტიჩაშვილი (თელავი), მღვდელი როსტომ კუჭუხიძე (ქუთაისი), მღვდელი უშანგი ჩარკვიანი (ბათუმი), დიაკვანი ვაჟა ჯინორია (ფოთი) (საქართველოს
უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური
არქივი, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე N312, გვ. 1-7). კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსები 1922-1977 წლებში:
28.05.1922 -- 8.03.1925
მანგლელი ეპ. ქრისტეფორე (ციცქიშვილი)
1925 -– 1927 -- ვაკანტურია
27.03.1927 -–-– 4.10.1928
მანგლელი ეპ. ეფრემი (სიდამონიძე)
16.12.1928 -–– 28.10.1942
ნინოწმინდელ-ბოდბელი ეპ. იეროთეოზი (აივაზაშვილი)
1942 --– 1943 ვაკანტურია
23.05.1943 –– 8.11.1947
ნინოწმინდელი ეპ. დიმიტრი (ლაზარიშვილი)
1947 -- 1952 ვაკანტურია
16.06.1952 –– 1959
ნინოწმინდელი მიტროპ. დიმიტრი (იაშვილი)
1959 –– 1963
მარგველ-ურბნელი მიტროპ. დავითი (დევდარიანი)
25.08.1963 -- 1967
ბათუმ-შემოქმედელი ეპ. ილია (შიოლაშვილი)
1967 –– 1972 -- ვაკანტურია
26.03.1972 –- 15.02.1978
წილკნელი მიტროპ. გაიოზი (კერატიშვილი)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.01.2026
ბოლო რედაქტირება 12.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0