მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი
უჩვეულო ისტორია აქვს ამ მონასტერს. XIX ს-ის 80-იან წლებში მცხეთის გასწვრივ რკინიგზა გაჰყავდათ, რომელსაც საქართველოს მთელი ტერიტორია უნდა გადაეჭრა თბილისიდან შავი ზღვის სანაპირომდე. სამუშაოებს გამოცდილი ინჟინერი ხელმძღვანელობდა. ჯილდოდ ხელისუფლებამ მას მთის კალთაზე მდებარე ხშირი ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი გამოუყო, სადაც ის აგარაკის აშენებას აპირებდა. ერთხელ, ნაკვეთის დათვალიერებისას, ინჟინერმა ხეებსა და ბუჩქნარს შორის ჩამალული დიდი ლითონის ჯვარი დაინახა. მან ჯვრის ამოთხრა დააპირა, მით უფრო, რომ ამ ადგილას აპირებდა სახლის აშენებას. მუშებმა დაიწყეს მიწის გათხრა და აღმოჩნდა, რომ ჯვარი ეკლესიის გუმბათზეა აღმართული, რომელიც მიწის ქვეშ იყო დამარხული. გათხრები განაგრძეს და რამდენიმე კვირის შემდეგ აქ შეკრებილმა მცხეთელებმა კლდესა და ხევს შორის, პატარა მდელოზე, საშუალო სიდიდის ეკლესია დაინახეს, რომელიც თითქმის უვნებლად გადარჩენილიყო, კარიც კი ურდულით იყო ჩარაზული. ვინ ცხოვრობდა იქ, როდის ჩატარდა ბოლო წირვა, რამ აიძულა ხალხი მიეტოვებინა იქაურობა, საიდუმლოდ რჩებოდა. ტაძარში ღვთისმშობლის მომცრო პატარა ხატი იპოვეს, რომელზეც იგი თავსაბურავის გარეშე იყო გამოსახული. როგორც ჩანს, ხატწერის უძველესი ნამუშევარი იყო (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ გვ. 86-87). მოგვიანებით აღმოჩნდა ცნობა, რომ მცხეთის
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.18
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი (გაგრძელება)
გასწვრივ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სინას მთის ბერებმა ოდესღაც დაარსეს სავანე წმ. დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სინას მთაზე თავის დროზე ბევრი ქართველი ბერი მოღვაწეობდა, როგორც იმპერატორ იუსტინიანეს აშენებულ დიდ ლავრაში, ასევე სავანეში და კლდეში ნაკვეთ კელიებში. 1915 წლის ოლღას მონასტრის აღწერის ცნობაში ვკითხულობთ, რომ ეს ძველი სავანე IV ს-ში, საქართველოს გაქრისტიანების საუკუნეშივე იყო აშენებული (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N57607, გვ. 3). მცხეთასთან რკინიგზის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობდა. მთაში გვირაბის გაყვანა იყო დასამთავრებელი, რომლის გათხრა უკვე ორივე მხრიდან შეუდგნენ. გამოთვლები მრავალგზის გადამოწმდა და ის დროც კი იყო ცნობილი, როცა მიწის მთხრელთა ორი რაზმი შეხვდებოდა ერთმანეთს. მიწის ქვეშ ამ შეხვედრის აღსანიშნავად დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ დათქმული დრო გავიდა, შეხვედრა კი არ შედგა. ინჟინერი შიშობდა, რომ შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორებაც გვიან იყო. წუთს-წუთი მიჰყვებოდა და საათივით იწელებოდა. და აი, ინჟინერს ნერვებმა უმტყუნა, აიღო რევოლვერი, ლულა საფეთქელთან მიიტანა და თავი მოიკლა. ზუსტად თხუთმეტი წუთის შემდეგ დაეცა ის ბოლო კედელი, რომელიც ორ რაზმს ერთმანეთისგან ყოფდა. მისი გამოთვლები ზუსტი აღმოჩნდა, უბრალოდ მყარი გრუნტის გამო სამუშაოები ოდნავ დროში გაიწელა. ეს გამარჯვება იყო, თუმცა ინჟინრის თვითმკვლელობის გამო ზეიმი აღარ გაიმართა (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ., გვ. 90-91). ამ სიკვდილმა განსაკუთრებით შეძრა მისი მეუღლე ოლღა და მან გადაწყვიტა, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას დარჩა, ქალთა მონასტერი აეგო. მალე იქვე იპოვეს სხვა ნანგრევები და უფრო მოზრდილი ტაძარიც. ოლღამ მართლაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება ქალთა სავანის შექმნას. იღუმენია ოლღა, ერში –– ოლღა გორნიჩი 1844 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. საერო განათლება მან უკრაინაში, ქ. კიევში მიიღო. ცოლად გაჰყვა ზემოთ ხსენებულ ინჟინერს და ასე აღმოჩნდნენ ისინი XIX ს-ის 80-იან წლებში საქართველოში. როგორც აღვნიშნეთ, დაქვრივების შემდეგ მან დაიწყო სავანის აღდგენა და ტაძრის განახლება, რომელიც 1892 წელს დასრულდა და იმავე წელს, საქართველოს ეგზარქოსის ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) ლოცვა-კურთხევით იგი აკურთხა საქართველოს რკინიგზის ეკლესიების მთავარხუცესმა, მღვდელმა იროდიონ იორდანეს ძე ნანობაშვილმა (1844-1905წწ.) და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე იოსების ძე მრევლიშვილმა (1830-1910წწ.) მცხეთელი სამღვდელოების თანამწირველობით. ტაძარი ნაკურთხი იქნა წმ. მოციქულთასწორ ოლღას სახელობაზე. ტაძარი იყო ქვის. უგუმბათო. ტაძართან იყო ქვის სამრეკლო, სადაც სამი ზარი ეკიდა. ეზოში აშენებული იყო სამი ოთახი ტაძრის მღვდელმსახურთათვის და 8 კელია დედებისათვის. სავანეში იყო ჭა, საიდანაც სვამდნენ წყალს. სავანის ქონების პირველი აღწერა ჩატარდა 1908 წელს, რომელიც 1914 წელს ხელახლა შეივსო. შემოსავალ-გასავლის წიგნი აწარმოებდნენ 1914 წლიდან. წინამძღვარი ოლღა გორნიჩი თითქმის 20 წელიწადი მორჩილი გახლდათ და ისე მართავდა თავის დაარსებულ სავანეს. 1911 წლის 13 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (გიორგაძე, შემდგომში –– ეპისკოპოსი) მორჩილი ოლღა მონაზვნად აღკვეცა და სახელად ისევ ოლღა უწოდა (საქართვე- ლოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N 57648, გვ. 282). 1892-1916 წლებში მას მცხეთის წმ. ოლღას დედათა სკიტი ეწოდებოდა და მას მონასტრის სტატუსი არ ჰქონდა. 1916 წლის 31 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ და 1916 წლის 2 ივლისს კავკასიის მთავარმართებელმა, დიდმა მთავარმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ იშუამდგომლეს რუსეთის წმ. სინოდის წინაშე, რათა აღნიშნულ სავანეს მონასტრის სტატუსი მინიჭებოდა. წმ. სინოდმა იმსჯელა ამ საკითზე და დაადგინა: „მიენიჭოს ოლღას სავანეს მონასტრის სტატუსი, და მას უფლება აქვს იყოლიოს იმდენი მონაზონი, რამდენსაც ის შეინახავს თავისი ხარჯებით“. ეს მოხდა 1916 წლის 11 აგვისტოს (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N 23188, გვ. 2). 1916 წლის 14 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) აკურთხა ოლღას მონასტრის რესტავრირებული ეკლესია და იმავე დღეს, წირვაზე, მონასტრის წინამძღვარ მონაზონ ოლღას იღუმენიას წოდება მიანიჭა. ტაძრის ხელმეორე რესტავრაცია დააფინანსა.............. 1915 წლის ბოლოს მონასტერში 16 წევრი ცხოვრობდა. წინამძღვარი, მონაზონი ოლღა, ხაზინადარი ტატიანა ვერბიცკაია და 14 მორჩილი. იღუმენია ოლღა მიუხედავად თავისი კეთილშობილი წარმოშობისა და საერო განათლებისა, ყოფილა მეტად თავმდაბალი და გამოირჩეოდა ბავშვური უბრალოებით. რევოლუციამდე მას ხშირად აკითხავდნენ მაღალჩინოსნები და მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენელნი, რომლებიც საკუთარ ვალად თვლიდნენ ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ მწუხარე ქვრივის ნაცვლად, შინაგანი სულიერი სიხარულითა და სიყვარულით გაბრწყინებული მონაზონი ხვდებოდათ და უკან დაბრუნებულები ამბობდნენ, რომ დედა ოლღამ ანუგეშა ისინი, და არა პირიქით.
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.19
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი (გაგრძელება)
იღუმენია ოლღა მოესწრო 1917 წლის რუსეთის რევოლუციას, გადაიტანა შიმშილისა და შევიწროების წლები. ის დაკრძალ ში. მონასტრის ეს თავისსავე აშენებულ ტაძარმთავარი სიწმინდეა გათხრებისას ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც თაყვანსსცემენ, როგორც სასწაულთმოქმედს. მასთან მრავალი სასწაული მომხდარა. მაგალითად, მოხუცი მონაზვნების გადმოცემით, რევოლუციის წინ, ხატთან თავისით აინთო კანდელი თითქოს გასამხნევებლად, რათა მომავალ ქარტეხილებს არ ჩაექრო რწმენის ალი სავანის ბინადართა გულში (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ., გვ. 92). 1917 წლის 12 მარტს (ძევ. სტ. ახ. სტ. 25 მარტს) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოში რუსული ეკლესიები და მონასტრები ახლადშექმნილ კავკასიის სალოს ეკლესიის საეგზარქოსოს დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ისინი არ იხსენიებდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და არ ემორჩილებოდნენ მას. ამასთან დაკავშირებით უცნობი ავტორი ფსევდონიით აბიათარ მოგვთელი 1919 წელს გაზ. „საქართველოში წერდა „მცხეთის სადგურის გასწვრივ, ს. არკიხეთის მთაში არსებობს ძველი მონასტერი, რომელშიაც ამ ოცდახუთი წლის წინედ დასახლდნენ რუსის მონაზვნები და უნო, აეს ოლგას სკიტი. დღესაც აქ თავი მოუყრიათ რუსის შავრა ზმულ მონაზვნებს, ქართველ მღვდელს ქართულ ენა ზე ნირვა-ლოცვა და საქართველოს კათალიკოსი მოხსენება აუკრძალეს და რუსულად აწირვინებენ. ეს მონასტერი წმინდა ადგილია. მის არემარეში შეიმუსრა კერპი არმაზი და აქ მოღვაწეობდა წმ. ნინო. ყოველი ადგილი მოფენილია წარსულ დიდების მადლით და ნათელით და აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი მათ, რომელნიც მზად არიან შეაგინონ ჩვენი სიწმინდე და ჩვენც მინასთან გ აგვასწორონ. მოგმართავთ თბილელ ლეონიდეს და საკათალიკოზო საბძოს ყურადღება მიაქციონ აქაურობას (გაზ. „საქართველო“ 1919წ. M13, გვ. 4). XX ს-ის 20-იან წლებში დაიხურა მამკოდის წმ. გიორგის სახ. რუსული დედათა მონასტერი და იქ მცხოვრები მონაზვნები ს) დიდმა ნაწილმა ოლღის მონასტერს შეაფარა თავი. სწორედ ამ მონაზვნების სიაში იყო მონასტრის მომავალი წინამძღვარი, იღუმენია ანგელინა, ერში ანა ანდრიას ასული კუდიმოვა იგი 1896წლის 6 დეკემბერს დაიბადა (8 წლის ასაკში მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო ღვთისმსახურება და ხელსაქმე. 1910 წელს მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ანგელინა უწოდეს. როგორც ზევ ით ავღნიშნეთ, იგი იღუმენია ოლღამ შეიფარა სხვა მონაზვნებთან ერთად და უპატრონა. როდესაც იღუმენია ოლღა გარდაიცვალა, ეს მოხდა XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, მონასტრის დედებმა მონაზონი ანგელინა გამოარჩიეს წინამძღვრად. იგი ბევრს ზრუნავდა მი ინასტრის კეთილდლღე ეობისათვის. თუმცა იმ პერიოდში არათუ ერთ მონასტერს, მთელ ეკლესიას დიდი გასაჭირი ადგა. ომის პერიოდში შიმშილი, სიცივე, დევნა-შევიწროება მონასტერი, მაგრამ ღმერთი არ ტოვებდა მათ განსაცდელში. სავანე ღვთისმშობლის საფარქვეშ გრძობდა
22-3 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.20
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი (დასასრული)
თავს და ისეთი ადამიანებისაგან მოდიოდა დახმარება, რომელთაც არაფერი საერთო ჰქონდათ მონასტერთან. ამ პერიოდში სავანეს დიდ შემწეობას უწევდნენ თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის რუსი მოძღვრები, რომლებიც ფულსა და პროდუქტებს უგროვებდნენ დედებს. ადგილობრივ მოსახლეობაში დედა ანგელინა პატივისცემით სარგებლობდა. მას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა მოსაუბრეებთან მის ენაზე ელაპარაკა -- მეცნიერი იქნებოდა ეს, გლეხი თუ მუშა. ომის დროს მონასტერში რამდენიმე ქურთების ოჯახი შეასახლეს. დედა ანგელინამ მათი პატივისცემა მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმართი ხალხი იყვნენ და თანაც ხელისუფლებამ ისინი საგანგებოდ შეასახლა იქ მონაზონთა შესავიწროვებლად. მონასტერში ისინი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ დედა ანგელინას და ხელზეც კი ემთხვეოდნენ, მაგრამ სიმშვიდესა და განმარტოებას მიჩვეული დედებისათვის მძიმე განსაცდელი იყო ეს, რადგან მათ მონასტრულ მყუდროებას ხმაური და ბავშვების ტირილი არღვევდა. ამიტომ, 1947 წელს მონაზონმა ანგელინამ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სთხოვა დახმარება. 1947 წლის 6 ივნისს თავის მხრივ უწმინდესი კალისტრატე სსრ კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართველოში კ. ქადაგიშვილს წერდა: „ოლღას სავანის ეზოში ცხოვრობენ ქურთები, რომლებიც მეტად ბინძურად ეპყრობიან ტაძარს და არღვევენ მლოცველთა მყუდროებას. თხოვნა და მუდარა მათზე არ მოქმედებს. გთხოვთ, შუამდგომლობას, ხსენებული მოქალაქე ქურთების ოლღის სავანიდან გაყვანა ზე“ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არ ჩქარობდა ქურთების გაყვანას. 1947 წლის 13 დეკემბერს სტავროპოლის საეპარქიო მთავრობამ ოლღას სავანეს გაუგზავნა საჩუქრად მონაზან ანგელინას სახელზე 10 000 მანეთი. ამ ფულით დედა ანგელინა აპირებდა ქურთების ოჯახისათვის სხვაგან ეყიდა საცხოვრებელი ფართი. სამწუხაროდ, გამოგზავნილი ფულის დიდი ნაწილი მცხეთის ფოსტის უფროსმა მიითვისა და დედა ანგელინას 2800 მანეთი გადასცა, ხოლო დანარჩები 7200 მანეთი კი თვითონ დაიტოვა. საქმე დროში გაიწელა. ამასობაში ქურთები შეტევაზე გადავიდნენ. 1948 წლის 28 აპრილს უწმინდესი კალისტრატე კ. ქადაგიშვილის მოადგილეს, ბატონ მიხეილს წერდა: „ბოდიშს გიხდით რომ განუხებთ. ქადაგიშვილი სავადმყოფოში წევს და ამისთვის მოგმართავთ პირდაპირ თქვენ. ოლღას სკიტში რომ ქურთები ცხოვრობენ, მათ თუ იმათ ნათესავებს მოუსურვებიათ პატარა ეკლესიაში დაბინავება, უთქვამთ, თუ ნებით არ შეგვიშვებთ, ძალით შევამტვრევთ კარებსო და შევალთო. ისიც დაუმატებიათ, რომ ჩვენ სოფლის საბძოსაგან გვაქვს ნებართვაო. გთხოვთ, ნუ დაიშვებთ ეკლესიის შეურაცხყოფას და წაბილწვას“ დედა ანგელინამ დახმარებისათვის კვლავ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიმართა, რომელმაც თავის მხრივ, 1948 წლის 28 მაისს, სსრ საკავშირო კავშირგაბმულობის სამინისტროს რწმუნებულს საქართველოს რესპუბლიკაში იაკობ ზოსიმეს ძე მონიავას მიმართა ვითარებაში გასარკვევად. მისი ჩარევის შემდეგ ფული მთლიანად გადაეცა მონასტერს და დედა ანგელინამ ქურთები გაისტუმრა სავანიდან (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე M2180, გვ. 21-24; (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ., გვ. 115).
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას-ოლგინსკი) მონასტერი
I ნაწილი
954 წლის 13 აპრილს ოლღას მონასტერში სულ
17 წევრი ცხოვრობდა. წინამძლვარი, ...........და 11 მორჩილი /საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1879, აღწერა
/, საქმე 3/, გვ. 8). 1952 წლის 5 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) აირჩიეს. უწმინდესი მელქისედეკი ყოველი წელიწადის დიდი მარხვის წინ, ყველიერის კვირაში ოლღას მონასტერს სტუმრობდა. პატრიარქი და დედა ანგელინა ერთმანეთს მრავალი ათეული წელი იცნობდნენ. იგი ყაზანის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გახლდათ.პატრიარქის პიროვნებაში შერწყმული იყო სიმკაცრე და გულმოწყალება. საკურთხევლის სიწმინდის დასაცავად დამნაშავის განსჯას არ ერიდებოდა, თვით ეკლესიისგან განკვეთის ჩათვლით, მაგრამ პატიებაც იცოდა, თუკი გულწრფელ სინანულს დაინახავდა. მან მონაზონი ანგელინა 1955 წელს ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა. სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლო წელს უწმინდესსა და ილუმენიას შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მოხუც პატრიარქს ცუდად მიუტანეს ენა, რომ ოლღას მონასტრის დედები არ ცნობდნენ საქართველოს პატრიარქს და მას ლოცვებში არ იხსენიებდნენ. ამის გამო, 1959 წლის 8 სექტემბერს, კათოლიკოსმა მელქისედეკმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, სადაც ვკითხულობთ: „მცხეთის ოლღის ეკლესია დღეიდან დაკეტილია, ვინაიდან იქ იკრიბებიან მავნე პირები. ისინი არ სცნობენ საქართველოს პატრიარქს. საქართველოში მონასტერი არ არის. აქ მცხოვრები კი მონაზვნებად აცხადებენ თავიანთ თავს და სასაცილოდ იგდებენ საქართველოს პატრიარქს. ეს პირები არიან: იღუმენია ანგელინა (კუდიმოვა), მორჩილი ანგელინა (რაისა ბალანინა), მორჩილი ევა, მორჩილი ალექსანდრა, მორჩილი ელენა. ამ პირებს აყრილი აქვთ მონაზვნობა, ხოლო იღუმენია კუდიმოვას აყრილი აქვს იღუმენობა. დღეიდან იგი არის უბრალო მოქალაქე. ვუბრძანებ ჩემს ვიკარს, ეპისკოპოს დავითს (დევდარიანი) წავიდეს დაუყოვნებლივ მცხეთაში, მეორე ვიკართან, ეპისკოპოს ზინობისთან (მაჟუგა), სიონის პრესვიტერთან და ჩემს მდივანთან ირაკლი ღონღაძესთან ერთად, აჩვენოს ეს ბრძანება ადგილობრივ რაიკომს და გამოუცხადოს მონაზვნებს დაკეტონ ეკლესია. გასაღები ჩააბაროს რაიკომს, ხოლო შენობები გადასცეს ადგილობრივ ჟაკტს (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 7, საქმე 2782, გე. 3). ამ დროს იღუმენია ანგელინა უკვე რამდენიმე თვის ლოგინად ჩავარდნილი იყო.
მას დამბლა ჰქონდა. მან ძალიან განიცადა ეს ამბავი. 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა უწმინდესი მელქისედეკი, ხოლო იმავე წლის 4 მარტს იღუმენია ანგელინა. იგი სამშაბათს, 8 მარტს დაასაფლავეს მონასტრის ეზოში, ტაძრის წინ. უწმინდესი მელქისედეკიც ისე გარდაიცვალა, რომ იგი იღუმენიას ხარისხში არ აღუდგენია. სამწუხაროდ, ორივე ისე აღესრულა, რომ მათი შერიგება ვერ მოხერხდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაუმის (შავიანიძე) პირადი არქივი, დაცულია ოჯახში, ფურცლებს ნუმერაცია არ აქვს).
1960-1972 წლებში მონასტრის წინამძღვარია მონაზონი ვალენტინა, ერში -–– ვასილისა ნიკოლოზის ასული ლივინსკაია. იგი 1895 წლის 8 სექტემბერს დაიბადა. გარდაიცვალა 1972 წლის 2 დეკემბერს.
დაკრძალულია მონასტრის ეზოში, ტაძრის წინ.
მომდევნო წინამძღვარი გახლდათ იღუმენია პელაგია, ერში –-– პარასკევა ეგნატეს ასული ბულგაკი. იგი 1914 წელს ჩერნიგოვის მხარეში, ბობროვსკის რაიონში, სოფ. კობიშეში დაიბადა. 1943 წელს სამონაზვნედ აკურთხეს. XX ს-ის 60-იან წლებში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად პელაგია უწოდეს. 1973 წლიდან იგი გახლდათ ოლღას მონასტრის უკანასკნელი
ჟიგალცევა ვერა ნიკოლოზის ასული, დაბ. 1935წ., კრასნოდარის მხრიდან; 4) ბარსაგოვა მარია ლუკას ასული, დაბ. 1912წ., როსტოვის მხრიდან; 5) ბალანინა რაისა იგორის ასული, დაბ. 1927წ., მოსკოვის მხრიდან; 6) შლიაპცოვა ეკატერინე სტეფანეს ასული, დაბ. 1913წ., ორლოვის მხრიდან; 7) ბულგაკი პარასკევა/პელაგია ეგნატეს ასული, დაბ. 1914წ., ჩერნიგორის მხრიდან. 1990 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოდან რუსული მოსახლეობა სამშობლოში დაბრუნდა, რუსი დედების რიცხვი ნელ-ნელაშემცირდა. თავად იღუმენია პელაგია 2003 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მონასტრის სასაფლაოზე /საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /8650, აღწერა 7. საქმე 46 /, გვე. 2). ამჟამად მონასტერი მთლიანად ქართულია.
2010 წლის 28 აგვისტოდან მისი წინამძღვარია მონაზონი ანა (ერშივე წლის 12 დეკემბერს იგი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენიას წოდება მიენიჭა. მონასტერმედეა მიროს ასული ქარდავა), იმაში ცხოვრობს 10 მონაზონი, მათში მხოლოდ ერთია რუსი. მონაზონი ვერა (ჟიგალცევა). იგი 1935 წელს
დაიბადა და მონასტერში XX ს-ის 50-იანი წლების ბოლოს მივიდა. მონასტერში ასევე ცხოვრობს რამდენიმე მორჩილი. მონასტრის მწირველი მოძღვრების არასრული სია: 1911 წლის 17 მაისიდან 1912 წლის 24 ივლისამდე მღვდ. ვლადიმერ იოანეს ძე ბედიაშვილი /საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა ”, საქმე 57648, გვ. 286); 1912 წლის 24 ივლისიდან 1915 წლის ოქტომბრამდე მღვდ. ანდრია სამკოვი ........./9/2წ. /6, გვ. 4); 1915 წლის 31 ოქტომბრიდან 1919 წლის ივლისამდე მღვდ. ელეფთერ არჩილის ძე სახვაძე /97/5წ. 2ჟ, გვ. 5);
XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისიდან 1933 წლამდე მონასტერში წირვებს ატარებდა ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახ. ყოფილი მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი რაფიელი (კურდოვი), რომელიც 1933 წლის 25 ოქტომბერს მოწამეობრივად აღესრულა; მისი მოკვლის შემდეგ 1935 წლამდე სავანეში მორიგეობით ასრულებდნენ წირვა-ლოცვას მცხეთის
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მოძღვრები (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე 7646, გვ. 33);
1935 წლის 16 აპრილიდან იქ დროებით მიავლინეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახ. მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი თომა (11.10.1864-15.01.1944, ერისკაცობაში სტეფანე მიხეილის ძე მანზუკი). 1936 წლის 29 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონი თომა დამტკიცდა მცხეთის წმ. ოლღას სახ. რუსული დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად და მიეწერა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას-ოლგინსკი) მონასტერი
I ნაწილი (დასასრული)
კრებულს /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”/, საქმე /630, გვ. 126; საქმე 7547, გვ. 710); 1943 წლის 17 დეკემბრიდან 1944 წლის 18 იანვრამდე მონასტერში დროებით მსახურობდა იღუმენი ზინობი (მაჟუგა) /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”, საქმე 2780, გვ. 2-5);
1944 წლის 18 იანვრიდან 1952 წლამდე ტაძარში მსახურობდა არქიმანდრიტი თეოდოსი (ლუზგინი) (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე 2780, გვ. /2; გვ. 42); 1952-1953 წლებში მონასტერში პერიოდულად წირავდნენ შიომღვიმის მონასტრის მლვდელ-მონაზონი
დავითი (ჩიტიშვილი), სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მლვდელ-მონაზონი პართენი (აფციაური) და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზინობი (მაჟუგა); (ხაქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”, საქმე 2/80, გვ. 47);
1954 წლის 21 იანვრიდან 1955 წლის 17 ივნისამდე მღვდელი სტეფანე პროკოფის ძე ბორისოვი (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /880, აღწერა 4, საქმე 25, გვ. 6);
1955 წლის 17 ივნისიდან 1955 წლის 14 ოქტომბრამდე -–- მღვდელი ინნა დრაგუნოვი (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /879, აღწერა /, საქმე 32, გვ. 20);
1955 წლის 14 ოქტომბრიდან 1958 წლის 12 აგვისტომდე მღვდელ-მონაზონი რაფაელი (კარელინი, ამჟამად -- არქიმანდრიტი) /საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 7879,
აღწერა ”/, საქმე 342, გვ. 2; ფ. /880, აღწერა 4, საქმე 25,
გვ. 24); XX ს-ის 70-იანი წლებიდან 1993 წლამდე მღვდელი იოანე ჟოგინი, რომელიც 1993 წელს ასევე ტრაგიკულად აღესრულა, იგი დაუდგენელმა პირებმა მოკლეს (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /860, აღწერა # საქმე 372 გვ. 7:
ჟურნალი „ წყარო “ /093 9466. 2«, ტე· 58);
1997-2000 წლებში მღვდელ-მონაზონი ანდრია (ტარიადისი, ამჟამად -– არქიმანდრიტი); ამჟამად მონასტერში ორი მოძღვარი მსახურობს.
მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (ჯიქია) და დეკანოზი ბაქარ სოსელია.