სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12119

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მიხეილ დიმიტრის ძე მახათაძე 1860-1953წწ პროტოპრესვიტერი დაბ. სოფ. დრე (თეთრიწყარო) მიხეილ დიმიტრის ძე მახათაძე 1860-1953წწ პროტოპრესვიტერი დაბ. სოფ. დრე (თეთრიწყარო)

1860-1953 წწ. გარდ. 93 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მახათაძე სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

მიხეილ დიმიტრის ძე მახათაძე 1860-1953წწ პროტოპრესვიტერი დაბ. სოფ. დრე (თეთრიწყარო)

პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე  1860-1953

პროტოპრესვიტერი მიხეილ დიმიტრის ძე მახათაძე 1860 წლის 23 იანვარს თბილისის გუბერნიაში, თბილისის მაზრაში, სოფ. დრეში დეკანოზის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ასევე სასულიერო პირები გახლდნენ და საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდნენ დედა ეკლესიას.

მამა ––- დეკანოზი დიმიტრი იოანეს ძე მახათაძე 1831 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1854 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1854 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და დრეს წმ. ბარბარეს სახ. ტაძარში განამწესა. დრეს საეკლესიო შტატის გაუქმებისა და ელიზავეტოპოლის ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძარზე მიწერის გამო მღვდ. დიმიტრი იქ გადავიდა.



1889 წელს თბილისის მაზრის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. დეკ. დიმიტრი 1903 წლის 5 დეკემბერს, პარასკევს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დღეს მისი ცხედარი კალოუბნის ტაძარში დაასვენეს. დაკრძალეს კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის სასაფლაოზე. მისი მოღვაწეობის შესახებ ქართული პრესაში ვინმე „ი-ძე“ სწერდა: „კვირას, 7 დეკემბერს, კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე შავ მიწას მიაბარეს დეკანოზი მამა დიმიტრი მახათაძე. განსვენებულმა სწავლა დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარიაში 1854 წელს და იმავე წელს გამწესებულ იქმნა მღვდლად სოფ.პრიუტში. მამა დიმიტრის სამრევლო შესდგებოდა მრავალი სოფლისაგან, რომელნიც ურთიერთიდამ კარგს მანძილზე არიან დაშორებულნი. მამა დიმიტრის სამრევლოში სცხოვრობდნენ ნახევრად ქრისტიანი ქართველი მთიულები, რომელთა შორის სახარების შუქი შეიტანა ამ მოძღვარმა. ბევრი წარმართაგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
არავითარს ჯაფას არ ერიდებოდა განსვენებული მოძღვარი თვისთა მოვალეობათა შესრულების ჟამს. განსვენებულის წირვა-ლოცვა ქართულსა და სლავიანურს ენაზე გათქმული. საეკლესიო გალობაც ზედმიწევნით იცოდა თვის სამრევლოში მან დაარსა საეკლესიო სკოლა, რომლის გამგედ თვით ითვლებოდა. სკოლაში საღმრთო სჯულს და ერთხანად საეკლესიო გალობასაც იგი ასწავლიდა. სამაგალითო მხნეობით ნივთიერ საშუალებათა მოკლებულმა მოძღვარმა თვისი შვილები წესიერად აღზარდა და სხვადასხვა სასწავლებლებში სწავლა დაამთავრებინა. ამ ბოლოს დროს თვის ობოლს შვილიშვილებს თავის ხარჯით ინახავდა და ზრდიდა... გარდაიცვალა შობიდამ 70 წლისა. დიდხანს ეხსომება თვისი ლმობიერი და საყვარელი მოძღვარი მის მრევლსა, რომელსაც მეტად გული დასწყვიტა მისმა გარდაცვალებამ. საუკუნოდიყოს ხსენება და კურთხევა შენი, კეთილო მწყემსო, მამა დიმიტრი, რომელიც სიცოცხლესა შენსა არ ზოგავდი შენთა სულიერთა ცხოვართათვის“. დაჯილდოებული იყო: ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვრით; 1860 წელს -–- საგვერდულით; 1870 წელს სკუფიით; 1888 წლის 6 მაისს -- კამილავკით; 1889 წლის 15 მაისს –- სამკერდე ოქროს ჯვრით; 1897 წლის 6 მაისს –– დეკანოზის წოდებით; 1901 წლის 6 მაისს -– წმ. ანას III ხარისხის ორდენით; მეუღლე თეკლა კონსტანტინეს ასული (დაბ. 1839წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1856წ. თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი და ინსპექტორის თანაშემწე. 1886 წლის 24 მაისს, როდესაც სტუდენტ-

27-1  საპატრიარქოს უწყებანი N27 4-10ოქტომბწეი 2018წ გვ.19
პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე  1860-1953 (გაგრძელება)

მა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი დეკ. პ. ჩუდეცკი, ქალების წივილ-კივილზე სწორედ ეს ნიკოლოზი გამოვარდა თავისი ოთახიდან და უკნიდან მივარდა ლაღიაშვილს, მაგრად დაჰკრა ხელი მარჯვენაზე და გააგდებინა ხანჯალი და გაუკავა ხელები. ამის
შემდეგ მივარდნენ ლაღიაშვილს სხვა მასწავლებლები: ვ. ლოტოცკი და გ. ჩეტირკინი და წაიყვანეს ნიკოლოზის ოთახში);  მარიამი; სოფიო; პროტოპრესვიტერი მიხეილი (1860-1953წწ.); ელისაბედი; გაბრიელი (დაბ. 1868წ.); ეკატერინე (დაბ. 1875წ., პედაგოგი, წლების
მანძილზე ასწავლიდა მცხეთის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში. 1899 წელს გაზ. „ივერია“ მის შესახებ წერდა: „... განსაკუთრებით მოსაწონია სკოლაში არითმეტიკის სწავლება. ამ საგანს ასწავლის ქალბატონი ეკატერინე დიმიტრის
ასული მახათაძისა, რომელსაც ღრმად და საფუძვლიანად აქვს შეთვისებული იგი. მოსწავლეებმა ისე საფუძვლიანად იციან არითმეტიკა, რომ ასეთი ცოდნა სანაქებოდ უნდა ჩათვლილ იქმნას თითოეულის საშუალო სასწავლებლებისათვისაც კი. ქალბატონ ეკატერინე მახათაძის ერთგულება და მუყაითობა არითმეტიკის სწავლების მიმართ ყურადღების ღირსია“); ოლღა (დაბ. 1877წ.); გრიგოლი (დაბ. 1878წ.).

პროტოპრესვიტერი მიხეილმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1883 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1883 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიაში რეგისტრატორად და არქივარიუსად დაინიშნა. 1884 წლის 23 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 26 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფ. ვაყის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1885 წლის 21 იანვარს ქვემო ჭალის ჯვარპატიოსანის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1886 წლის 1 მარტს, იმავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1886 წლის 26 ნოემბერს ძველი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1891 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892 წლის 5 ოქტომბერს თბილისში, ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე დაადგინეს. 1893 წელს თბილისის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1896 წელს სკუფია უბოძეს.
1899 წლის 16 თებერვალს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა და იმავე წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1900 წლის 1 თებერვალს სასულიერო წოდების ღარიბ ოჯახთა სამზრუნველო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1902 წლის 14 ივნისიდან ქ. თბილისის ეკლესიების II ოლქის მთავარხუცესია. 1902 წლის 2 ნოემბერს ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა. 1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.



1904 წლის 19 თებერვალს თბილისის რკინიგზის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წლის 20 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1908 წელს გაზ. „დროება“ წერდა: „გვთხოვენ დავბეჭდოთ; ნაძალადევში მცხოვრებმა რამდენიმე პირმა შეადგინა ქართულ გალობა-სიმღერის გუნდი. ლოტბარად მიიწვიეს მასწავლებელი კ.ჩარკვიანი, რომელმაც აღუთქვა უსასყიდლოდ შეასწავლოს გალობა-სიმღერები, რისთვისაც დიდი მადლობის ღირსია აგრეთვე მღ. მიხეილ მახათაძე, რომელმაც თანაგრძნობა აღმოუჩინა და დაუთმო სკოლა გალობა-სიმღერის შესასწავლად“. 1909 წლის 6 ივნისს დეკ. მიხეილს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1910 წელს ქ. თბილისის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1910 წელს წმ. ანას III ხარისხის ორდენით, ხოლო 1914 წელს წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1924 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა ნაძალადევის ეკლესია და დეკანოზი მიხეილი უადგილოდ დარჩა. მეტიც, იგი 2 თვით დააპატიმრეს კიდეც. 1926 წლის 6 იანვრიდან მანგლისის ეპარქიის, სოფ. პრიუტის (დღევანდელი ორბეთი) ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1929 წლის აღდგომას ენქერით დაჯილდოვდა. 1931 წელს დეკანოზ მიხეილს ადგილობრივმა ხე-

27-2  საპატრიარქოს უწყებანი N27 4-10ოქტომბწეი 2018წ გვ.20
პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე  1860-1953 (დასასრული)

ლისუფლებამ ნათლობა აუკრძალა. ამასთან დაკავშირებით, 1931 წლის 30 ოქტომბერს მანგლელი მიტროპ. კალისტრატე (ცინცაძე) სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდს წერდა: „პატივისცემით მოვახსენებ ს.ს.ს. სინოდს, რომ პრიუტის (კალინოვკა) სასოფლო საბჭოს თავჯდომარეს გამოუცხადებია ადგილობრივი მღვდლის, დეკ. მიხეილ მახათაძისათვის, „არავინ მონათლოს ვიდრე ის არ იქნება გატარებული რეგისტრაციაშიო“ (მოხსენება 1931 წლის ოქტომბრის 7-ის თარიღით).ს ვინაიდან ეს განკარგულება ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა და იუსტიციის კომისარიატების 1925 წლის #66 ცირკულიარს (გაზ. „კომუნისტი“ 1925წ. ივნისის #6 და #125), საჭიროდ მიმაჩნია სათანადო შუამდგომლობის აღძრვა უკანონო განკარგულების გაუქმებისათვის“. სამწუხაროდ, დეკანოზი მიხეილი ისე შეავიწროვეს, რომ იგი იძულებული გახდა
საერთოდ გაცლოდა სოფელს. 1932 წლის 2 ივნისს საკათოლიკოსო სინოდის კანცელარიის თავმჯდომარედ დაინიშნა. იმავე წელს იგი
მეორედ დააპატიმრეს და 2 თვე კვლავ საპყრობილეში გაატარა. 1932 წლის 31 აგვისტოს ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვრად და საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიის საქმის მწარმოებლად დაინიშნა, თუმცა იგი შემდგომშიც აგრძელებდა პრიუტის სამრევლოში საეკლესიო წესების შესრულებას. თბილისში მის გადმოყვანასთან დაკავშირებით დეკ. ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში
წერდა: „ანჩისხატში დღეს მის მაგივრად არის დეკ. მიხ. მახათაძე (მის მაგივრად -–– იგულისხმება დეკ. იოანე ლუკაშვილი, რომელიც 1925-1932 წლებში წინამძღვრობდა ანჩისხატის ტაძარს -–- გ.მ.). ეს დეკანოზი წინეთ ნაძალადევში იყო სამრევლო ეკლესიის მღვდლად; იქ ის ექსარხოსების დროს „რუსობდა“, და დეკ. სერგი გოროდცევს ბაძავდა „ჭეშმარიტ რუსობაში“!.. მაგრამ ბოლშევიკებმა მას ყველაზე ადრე დაუნგრიეს ტაძარი! ეს ტაძარი „ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ მიერ იყო აგებულიო, ის არ უნდა არსებობდესო და დაარღვიეს ძირბუდიანად. შემდეგ დეკანოზი მანგლისისაკენ იყო სოფლად; აქაც დააპატიმრეს... შემდეგ დაბრუნდა ისევ ქალაქად, თავი შეაფარა კათალიკოსის კანცელარიას „საქმის მწარმოებლად“, იქიდან ჯამაგირს იღებს 10-15 თუმნამდე თვეში, მღვდლობს ანჩისხატში! გარს ახვევია „კლიკუშკა“ -- რუსის დედაკაცობა,
სწირავს და ლოცავს მხოლოდ რუსულად!“ 1934 წლის 14 მარტს მიტრა უბოძეს. 1937 წლის 25 მაისს შედგა სინოდის გაძლიერებული სხდომა, რომელსაც დეკ. მიხეილიც ესწრებოდა. 1938/1939 წლებში ანჩისხატის ტაძარი კომუნისტებმა დახურეს და კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკ. მიხეილი სიონის საპატრიარქო ტაძრის კრებულში განამწესა. XX ს-ის 40-იან წლებში პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულიათბილისის კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის ეზოში.
პროტოპრესვიტერ მიხეილს ჰყავდა მეუღლე  ალექსანდრა საბას ასული და შვილები: მანასე,   ანასტასია, ქეთევანი, რუსუდანი, ვახტანგი (გარდ. 1917წ.), მიტროფანე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.01.2026
ბოლო რედაქტირება 22.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0