სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვალერი მახათაძე 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი ვალერი მახათაძე 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი ვალერი მახათაძე 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მახათაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

ვალერი მახათაძე 1947-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ქუთაისი იმერეთი

ვალერი მახათაძე

ერთი დღის ბრძოლის ისტორია

რუსეთმა ოთხჯერ დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება «იმ საბაბით, რომ „სიტუაცია გამოვიდა კონტროლიდან“. ეს იყო 1992 წლის სექტემბერში, 1993 წლის მაისსა და ივნისში და ბოლოს სოჭის – 1993 წლის 27 ივლისს.

გააქტიურებული აფხაზეთი სარგებლობდა საქართველოს შინააშლილობით,იგი ყელამდე იყო ჩინებულად შეიარაღებული და ორგანიზებული, წლების მანძილზე ჩუმად მომზადებული მტერი ურცხვად, მოურიდებლად ანადგურებდა ქალაქებსა და სოფლებს.

ვეღარ გაუძლო გულმა, ვეღარ აიტანა საშინელება მოძმისგან შეურაცხყოფილმა, ძალ-ღონით სავსე ვაჟკაცმა, დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ვალერი მიხეილის ძე მახათაძემ და გააფთრებულ ბრძოლაში ჩაება.

ვალერის ერთი დღის საბრძოლო ისტორია აქვს. იგი 1993 წლის 9 ივლისს წავიდა სახლიდან, 10 ივლისს ომში ჩაება, 11 ივლისს დაფლეთილი ვაჟკაცი ქუთაისში ჩამოასვენეს.

აი რას წერდა შოთა ხარვეიშვილი გაზეთში: „ჩვენ 10 ივლისს ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდით. ქუთაისის სამხედრო პოლიციის ბიჭებთან ერთად სოფელ შრომის მისადგომებთან შემოგვიტია მტერმა.

წინასწარ პოზიციებზე განლაგებულებმა, ადგილობრივი გამცილებლიდან ვიცოდით, რომ „ქვედა მხარე“, ე.ი. დიდი დაბურული დაღმართი, რომლის თავზეც ჩვენ ვიმყოფებოდით, ჩვენების მიერ კონტროლდებოდა და იქიდან თავდასხმა გამორიცხული იყო.

„ყურშა“ (ასე ეძახდნენ ზედმეტ სახელად ვალერი მახათაძეს), როგორც ყოველთვის, არ ისვენებდა: „არძინბა ფართხუნიას ყური თუ არ გადავიკერე ამ ჩემს ნახევარ ყურზე, აქედან წამსვლელი არ ვარო“. ხან ვის გადაწვდებოდა, ხან ვის გაექილიკებოდა, წუთით არ იყო მისი მოსვენება, პატარა ბავშვივით ცელქობდა და თავს გვაყვარებდა. მერე... ბიჭებო, მომყევითო!... და ჩვენს ქვემოთ შუა დაღმართზე უპატრონოდ დარჩენილი სახლისკენ რამდენიმე კაცით დაეშვა, იქ, „ჩავჯდებითო“.

რამდენიმე წუთში სატანკო იერიში მოგვაწყდა წინიდან, მიწა აადუღა ყუმბარებმა...

ყველამ წინ გადავიტანეთ ყურადღება და სწორედ ამ დროს სახლიდან ავტომატების გაცხარებული კაკანი ატყდა: ქვემოდან შემოუვლიათ თურმე აფხაზებს და რომ არ გვყოლოდა გზად ჩასაფრებული ბიჭები, ტყვიამფრქვევის ერთი ჯერით კურდღლებივით დაგვხოცავდნენ ფერდობებზე ”შეფენილებს. „ყურშამ“ იმარჯვა, „გავედითო!“ – გავიგონეთ და სროლა-სროლით ამოვიდნენ უკან ჩვენს

შესაერთებლად. ყველა ვიყავით. პოზიციებზე გავიშალეთ. ტანკები უკვე ზედ ჩვენზე მოდიან, ისე შევიჭერით ერთმანეთში, ძნელი გასარკვევი იყო, ვინ სად ვიყავით. დაჭრილები ეცემიან, სისხლი ქაფივით რჩება მიწაზე. ამ დროს კაცის საშინელმა ბღავილმა გახია ტყვიით შესქელებული ჰაერი და ცას უწია. სისხლი გაგვეყინა სხეულში, ჩვენს უკან ძველი სახლის კედელს მიწოლილი ტანკი ერთი-ორჯერ შეტორტმანდა, მერე მუხლუხებზე დატრიალდა და უკან წავიდა.

რომ მივირბინეთ, ჯერ კედელს მიგლესილი ადამიანის უფორმო მასა დავინახეთ, მერე მის გვერდით ფეხმოგლეჯილი, გრძნობადაკარგული კაცი და ცოტა აქეთ ჩვენს წყობიდან გამოსულ ტექნიკასთან ჩამჯდარი ბავშვივით მოზლუქუნე ჩვენი მეთაური, გოჩა: „ყურშა, ბიჭებო!...“

მგონი ყველა დავმუნჯდით, არ გვეგონა სიცოცხლით სავსე, მუდამ მოუსვენარი კაცის ასეთ მდგომარეობაში მოქცევა თუ შეიძლებოდა, სახეზე ვეღარ ვიცანით, ბიჭებმა ძლივს ავიყვანეთ, მანქანაში ჩავასვენეთ, მისი დაგრეხილდაღვლეჭილი ავტომატიც თან წამოვიღეთ. მერე ვთქვით, ყურშა რომ არ ყოფილიყო იმ სახლში, პოზიცია რომ არ გაეხსნა, ახლა არც ერთი აღარ ვიქნებოდითო. სული დაგვიმძიმდა, მხრებჩამოყრილებმა, თვალცრემლიანებმა მადლობა ვუთხარით ძმას ერთგულებისთვის, ძმობისთვის, თავგანწირვისთვის, პირობაც მივეცით, „არ დაგივიწყებთ“. იქვე კიბეების ქვის მოაჯირზე დანით ამოვკაწრეთ:

„ყურშა“, 10 ივლისი, 93 წელი.“

ვალერი 1947 წელს დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური პირნათლად მოიხადა, კრასნოდარის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და შრომითი საქმიანობა ელექტროშემდუღებლის პროფესიით დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად, მომარაგება-გასაღების უფროსად.

1993 წლიდან სამხედრო პოლიციაში მოღვაწეობდა. იყო ერთგული, უღალატო მეგობარი, უაღრესად კეთილშობილი, ძვირფასი მეუღლე და მოსიყვარულე მამა. „არასოდეს წარბშეხრილი, ცხოვრებისგან გულგატეხილი, მოწუწუნე არ მინახავს, – იგონებს მეუღლე, იზო ველიაშვილი, – ისე აღვზარდეთ ორი შვილი, გიორგი და ირაკლი, მისგან დატუქსვა არ ჰქონიათ; ბეჯით სწავლასა და

კეთილსინდისიერ შრომაში ვზრდიდით. ოჯახი ძლიერ უყვარდა, მაგრამ საქართველოს და ქართველ კაცს რომ ახსენებდნენ, თვალები გაუბრწყინდებოდა“, –ტირილით ამბობს მძიმე ძაძებით შემოსილი ქალი. ამიტომაც სამშობლოზე შეყვარებულმა კაცმა უყოყმანოდ ჩაიცვა ჯარისკაცის ფარაჯა და აფხაზეთში წავიდა საბრძოლველად... და სოფელ შრომასთან წამოეწია სიკვდილი.

ჯანიკო გაბუნია


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0