სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12139

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მაქსიმე პავლეს ძე ჭუმბაძე 1854-1935წწ მღვდელი დაბ. კლდეეთი (ზესტაფონი) მაქსიმე პავლეს ძე ჭუმბაძე 1854-1935წწ მღვდელი დაბ. კლდეეთი (ზესტაფონი)

1854-1935 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჭუმბაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

მაქსიმე პავლეს ძე ჭუმბაძე 1854-1935წწ მღვდელი დაბ. კლდეეთი (ზესტაფონი)

მღვდელი მაქსიმე ჭუმბაძე 1854-1935

მღვდელი მაქსიმე პავლეს ძე ჭუმბაძე 1854 წელს ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრის სოფ. კლდეეთში, გლეხ პავლე ნიკოლოზის ძისა და მელანია ჭუმბაძეების ოჯახში დაიბადა.

ბაბუამისი, მღვდელი ნიკოლოზი, 1786 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. ქართულეენაზე საღმრთო დდა საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და წერა ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მონასტერში ისწავლა. 1807 წლის 21 აპრილს დიაკვნად აკურთხეს. 1811 წლის 25 მარტს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) მლვდლად დაასხა ხელი და კლდეეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1846 წელს შეთავსებით მსახურობდა ცხრაწყაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარშიც. 1859 წლის 20 ივლისს პენსიაზე გავიდა. მღვდ. ნიკოლოზი, სავარაუდოდ, XX ს-ის 70-იან წლებში გარდაიცვალა. ქართულ ენაზე საღმრთო წერილის კითხვა-გალობა და საეკლესიო ტიბიკონი პატარა მაქსიმემ ბაბუასთან ისწავლა. 1874 წლის 23 იანვარს ალავერდის წმ. გიორგის სახ. ტაძრის (შორაპნის მაზრა) უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის 23 ივნისს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. 1890 წლის 1 ივნისს ცხრაწყაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1890 წლის 17 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა.



1904 წლის 21 სექტემბერს სოფ. კლდეეთში გარდაიცვალა დედამისი, მელანია ჭუმბაძისა, რომელიც 104 წლისა გახლდათ. დაკრძალვის დღეს, 24 სექტემბერს, შეიკრიბნენ ადგილობრივი მთავარხუცესი, დეკ. დავით ღამბაშიძე, ოლქის სამღვდელოება და საზოგადოება. წესის აგებაზე, გარდაცვლილის სიძემ, მღვდელმა ალექსანდრე არდიშვილმა თვალ-ცრემლიანმა წარმოს

38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 20-26დეკემბერი 2018წ გვ.19
მღვდელი მაქსიმე ჭუმბაძე 1854-1935 (გაგრძელება)

თქვა მოკლე სიტყვა, სადაც დაახასიათა განსვენებულის ცხოვრება: „პატივცემულნო მოძღვარნო და დამსწრენო! მე მსურს გაგაცნოთ თქვენ წინაშე მდებარე ღრმა მოხუცი განსვენებულის ვინაობა და მოღვაწეობა. ამ დედაქალის წლოვანება არის 104 წელი დაბადებიდან. ამ წლოვანებაში მყოფს არ დაკარგვია მოძრაობა, მხედველობა, სმენა და გულის მეხსიერე- ბა. არ იყო მაღალი გვარ-ტომის, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, ზნეობით და ხასიათით, მლოცველობით,ობლებ ქალვაჟთა ერგულებით და ოჯახის პატიოსნად დაცვით დიდად მაღლა იდგა მაღალ ჩამომავლობათა გვაროსნებზე. ეს დედა ქალი დაქვრივდა 1863 წელში და მას აქეთ სულ შრომაში გაატარა დღენი თვისნი. ამ საწყალ დედაკაცს მეორე მხრით კისერზე მძიმე ტვირთად დაედო მოსავლელად ღრმა მოხუცი მისი ობლების ბაბუა, ამა ეკლესიის ყოფილი მღვდელი ნიკოლოზ ქჭუმბაძე, მაგრამ ყველა გასაჭირს მამაცად, კაცივით ებრძოდა და აი, ამ რიგათ, გაჭირვების დროს, მიმითვისა მე სიძეთ, იმ იმედით, რომ მწუხარება და შრომა მოიშოროს, მე დავეხმარო და მისი შრომა შევამსუბუქო, მაგრამ საცოდავმა უფრო მეტ შრომაში ჩაიგდო თავი. ასე რომ, ორი ოჯახის მოვლა და შრომა თავს დაედო, ე.ი. სიძისა და ვაჟის. ორივეს შვილები მან აღზარდა, ის არიგებდა და ის უნერგავდა ღვთის შიშს და სიყვარულს მათ პატარაობისას. ეხლა საყვარელო დედა მელანია, შენი ამდენი შრომა, მოვლა-შემწეობა, რითი გადაგიხადეთ მე და ჩემმა შვილებმა? მით, რომ -- ამ ოთხ ფიცარში მოვხუთეთ შენი წმიდა სულის ნაშთი და ჩემის ხელით,  რომელსაც შენ ხშირად მიკოცნიდი და მეტყოდი:„ამ ხელებით დამარხვა მეღირსოსო“ ამ თხოვნას გისრულებ და შავ მიწას უნდა მიგაბარო; ამას მოელოდი ჩემგან? შენი დაზრდილნი შვილიშვილები რითი გიხდიან შრომას? ცხელი ცრემლის
დენით, რომელნიც თავზე გადგიან და დაგტირიან. მაგრამ ყველანი აქ არ არიან და არც იციან ეს, შენი უკანასკნელი დღე. მაგრამ, დარწმუნდი,
დედა, იგინიც იგრძნობდნენ შენს სიკვდილს. ერთი მათგანი ახლო ხანად მწერს: „ჩემი ბებია მომიკითხეთ და გულში მიკოცნეთაო“,. ვასრულებ,
დედა, მისს სურვილს და გიკოცნი იმ საყვარელგულს, რომელმანაც ესეთი
სიყვარული ჩაუნერგა თავის შვილიშვილს მშვიდობით
დედა, მშვიდობით ჩემო გულკეთილო და ღვთის მოყვარულო, მშვიდობით, ღმერთმან დაგამკვიდროს მართალთა
თანა“. მოძღვრის ამ უკანასკნელ სიტყვებზე მთელი დამსწრე საზოგადოება ატირდა. დეკანოზი დავით ღამბაშიძე, რომელიც როგორც ზევით აღვნიშნეთ, თავადაც ესწრებოდა  დასაფლავებას, თავის ჟურნალში წერდა: „ამ შემთხვევას სწორედ საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ დაუმტკიცოთ
საზოგადოებას თუ როგორი იყვნენ ჩვენი ძველი ადამიანები. სიდედრი იგივე მზრუნველი დედა იყო სიძისა დაარა მტერი და საძულველი, როგორც დღეს არიან მიჩნეულნი თითქმის ყველა ცოლის დედები“. 1912 წლის 2 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვან მაქსიმეს მღვდლად დაასხა ხელი და შროშის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განამწესა. 1927 წლის 10 ოქტომბერსა და 1928 წლის 30 სექტემბერს ალავერდის წმ. გიორგისსახ. ტაძრის წინამძღვარია. 1931 წლის 1 მაისს, ტაძრების მასობრივად დახურვასთან დაკავშირებით,
აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მღვდელი მაქსიმე 1935 წლის 10 მარტს გარდაიცვალა. დარჩა მეულლე, კესარია ნიკოლოზის ასული მაღლაკელიძე (დაბ. 9.12.1859წ.) და შვილები: აკიმი (დაბ. 15.11.1883წ.); ნადეჟდა (დაბ. 1.03.1888.); პავლე (დაბ. 30.06.189ვწ.); არტემი/არისტო (1.09.1880-28.11.197 1წწ., ქართველი მწერალი,  ჟურნალისტი. 1905 წელს ჩაირიცხა და 1911 წელს დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი“ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში დააარსა გაზეთი „კოლხიდა“, რომლის რედაქტორ-გამომცემელი თვითონ იყო. 1914 წელს იგი უკვე რედაქტორობს გაზეთ „სახალხო ფურცელს“. მისი მახვილი პუბლიცისტური სტატიები იწვევდა ხელისუფლების გულისწყრომას, რისთვისაც იგი არაერთხელ დააპატიმრეს. ამიტომ მან ამჯობინა კვლავ პარიზში წასვლა და სორბონის უნივერსიტეტში გააგრძელა დისერტაციაზე მუშაობა ფილოლოგიურ მეცნიერე-

38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 20-26დეკემბერი 2018წ გვ.20
მღვდელი მაქსიმე ჭუმბაძე 1854-1935 (დასასრული)

ბათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „გუსტავ ფლობერის ცხოვრება და შემოქმედება“. პირველმა მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა დასახული მიზანი ბოლომდე მიეყვანა. 1915 წელს იაპონიაში საფრანგეთის ელჩად დანიშნა ჟიუსენარიმ, რომელმაც ჭუმბაძეს შესთავაზა თანამშრომლობა. იგი გაემგზავრა იაპონიაში და გახდა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი. შემდეგ ალჟირშიც მუშაობდა. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. 1919 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი დემოკრატიულ
ქვეყნებში: სტოკჰოლმსა და ანკარაში; მუშაობდა: 1922-1924წწ. წითელი ჯვრის საზოგადოების უცხოეთის განყოფილების გამგედ; 1925-1926წწ. სახკინმრეწვში სასცენო განყოფილების გამგედ; 1933- 1935წწ. საქართველოს ცაკის საერთო განყოფილების გამგედ; 1936-1949წწ. სტილისტად საქართველოს სააგენტოში და გაზეთ „კომუნისტის" რედაქციაში; სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. 1908 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა ჟურნალ „ნაკადულში“. ავტორია მოთხრობებისა: „იდუმალი ძალა“ (1927), „ხუთი ქიმი“ (1934), „უნასთა ბუდე“ (1937, რომელშიც წარმოდგენილია 30-იან წლებში ქართულ სოფელში დაძაბული მდგომარეობა); მასვე ეკუთვნის ნოველები: „სასწაული“, „საქმის კაცი“, „ცხოვრების ქარაგმა“, „ფულიანი ბარათი“ და სხვა. ნათარგმნი აქვს – ა. ფადეევის „განადგურება“, ლ. ტოლსტოის „ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე, სალტიკოვ-შჩედრინის „პომპადურები“, ანტონოვსკაიას „დიდი მოურავი“, მ. გორკის მოთხრობები. იყო აკადემიურ მწერალთა ასოციაციის, წევრი; საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი (1934 წლიდან); საქართველოს ხელოვანთა კულტურული კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1928-1929წწ.); სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის მდივანი (1931-1932წწ.). დაჯილდოებული იყო მედლით „შრომითი მამაცობისათვის“ და საპატიო სიგელით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში);


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.01.2026
ბოლო რედაქტირება 23.01.2026
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0