არისტო ჭუმბაძე (1880-1971) დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში. სწავლობდა პარიზში სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1905-1911წწ.
1912-1914წწ. რედაქტორობდა გაზეთ "კოლხიდას" და სხვადასხვა ჟურნალებს; 1919 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი დემოკრატიულ ქვეყვებში სტოკჰოლმსა და ანკარაში; 1922-1924წწ. წითელი ჯვრის საზოგადოების უცხოეთის განყოფილების გამგე; 1925-1926წწ. სახკინმრეწვში სასცენო განყოფილების გამგე; 1933-1935წწ. საქართველოს ცაკის საერთო განყოფილების გამგე; 1936-1949წწ. მუშაობდა სტილისტად საქართველოს სააგენტოში და გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში; იყო გაზეთ "კოლხიდას" ერთ–ერთი დამაარსებელი; 1908 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა ჟურნალ "ნაკადულში". ავტორია მოთხრობებისა: "იდუმალი ძალა"(1927), "ხუთი ქიმი"(1934), "უნასთა ბუდე"(1937); ნათარგმნი აქვს – ა. ფადეევის "განადგურება", ლ. ტოლსტოის "ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე", სალტიკოვ–შჩედრინის "პომპადურები", ანტონოვსკაიას "დიდი მოურავი", მ. გორკის მოთხრობები.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.412
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აკადემიურ მწერალთა ასოციაცია, წევრი
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
- საქართველოს ხელოვანთა კულტურული კავშირის მთავარი კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1928-1929)
- სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაცია, მდივანი (1931-1932)
- ქართველ მწერალთა აკადემიური კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
- საპატიო სიგელი
ბიბლიოგრაფია
- მადამ ბოვარი : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 352გვ.. - ISBN: 978-9941-422-92-8
- უნასთა ბუდე : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ფედერაციას გამომც. და სტ, 1937. - 151გვ.
- ხუთი ქიმი : მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, პ/ტრ. 1-ლი სტ., 1931. - 98გვ.
- იდუმალი ძალა : მოთხრობები (ავტორი). - ტფილისი, საქართ. წითელი ჯვრის სტამბა, 1925. - 215გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001744/