.......თორემ დაღუპავღ სამშბლოს, ეკლესიას და თქვენ თავსაცო არაფერ კეთილს არ დაგაყრიან რუსებიო
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის არაერთმა სასულიერო მსახურმა გაითქვა სახელი თავისი საგანმარათლებლო მოღვაწეობით, ეკლესია-მონასტრების აღმაშენებლობითი და სამისიონეროსაქმიანობით. მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) სწორედ ამ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება. მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი დაიბადა 1774 წლის 24 ოქტომბერს, დუშეთის მაზრის სოფელ იკოთში. ნათლობის სახელი ყოფილა დიმიტრი. მისი მამა, აზნაური არჯევან ფიცხელაური, „სოფლიდან გასულად“ ე.ი. მიცვალებულად იხსენიება 1793 წლის 9 ოქტომბრის საბუთში. იგი იყო ქსნის ერისთავის მოურავი. დედა, მარინე მაღალაანთ ქალი იყო, რადგან დოსითეოსი მოიხსენიება სახლთუხუცესის დისშვილად („პლემიანიკად“) სახლთუხუცესები კი მაღალაშვილები იყვნენ. პატარა დიმიტრის ღვთის შიში და სიყვარული, სოფლის გოგო-ბიჭების დახმარება ბავშვობიდანვე მოჰყვებოდა. დოსითეოსის შთამომავალი, სოფლის პედაგოგი, 80 წლის კოლია ფიცხელაური ამბობს: „მამაჩემ ვახტანგისაგან გამიგონია, რომ დოსითეოსი პატარაობისას, მთელი დღე ჩვენს უკან მდებარე ეკლესიაში ატარებდა. იქ ისმენდა და იზეპირებდა ლოცვებს და მღვდელის ქადაგებებს. დედამისმა ასწავლა თურმე წერაკითხვა და ხელს უწყობდა ეკლესიის მსახური გამხდარიყო“. მართლაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჭაბუკ დიმიტრის ღვთისმსახურების საწყისი მუხტი სწორედ, მისი საცხოვრისის მიმდებარე ეკლესიაში ლოცვა-ქადაგების მოსმენისას და ღრმადმორწმუნე დედის მიერ ოჯახში ეკლესიური გარემოს შექმნის წყლობით ჩაიდო. ამის საფუძველზე უკვე მოზარდმა დიმიტრიმ
მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტეს მაცხოვნებელ გზას შესდგომოდა და ულიერი ცხოვრების ახალი განცდა იქაური ეკლესიის მნათეს გაუზიარა, იმან კი მოძღვართან უშუამდგომლა. მღვდელმა, რა თმა უნდა, მოუწონა გადაწყვეტილება და შემდეგ - ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა. 17 წლის ასაკში, 1791 წლის 24 მარტს, სოფლიდან 5 კგ.-ზე, უდაბნოში, უკაცრიელ, დაბურულ ტყეში მდებარე ხოფის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერად ალიკვეცა დოსითეოსის სახელით. იქ მან, მარტოსულმა, ოთხი წელი გაატარა ღვთის მორჩილებაში. 1794 წლის 1 ოქტომბერს ხელდასმული იქნა იეროდიაკენად; 1795 წლის 4 მაისს ერეკლე I-ის თანხმობით, იგი დადეგნილი იქნა აღნიშნული ხოფის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტის წოდების მინიჭებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა დოსითეოსმა გულმხურვალე მარხვა-ლოცვების გარდა არაერთხელ შემოსეული მტრების მიერ დანგრეული მონასტრის მშენებლობა-აღდგენითაც გამოიჩინა თავი. პროფ. პ. ზაქარიას მოკვლევით, ხოფის მონასტერი, რთული რელიეფური მდებარეობის მიუხედავად, XVIII ს ბოლოს არის განახლებული. ესე იგი, ჩრდილოეთის მხრიდან მას მიაშენეს პირველი კარიბჭე, ხოლო მოგვიანებით სამხრეთით, მეორე, უფრო მოზრდილი და პირველზე უკეთ მორთულ-მოხატული კარიბჭე, რომელსაც დაშენებული აქვს სამრეკლო. იქვე, ახლოს განთავსებულია სატრაპეზო.
სწორედ ამ წლებში (1791-1801წწ.) აქ, ჯერ ოთხი წელი ღვთის მორჩილებაში, შემდეგ კი ექვსი წელი მონასტრის წინამძღვრის საეკლესიო მსახურებაში გაატარა დოსითეოს ფიცხელაურმა. მე-XIX საუკუნის დასაწყისიდან მამა დოსითეოსი სწრაფად წინაურდება. იგი ანტონ II-ის ერთგულთა რიცხვს მიეკუთვნება და მადლიერი კათოლიკოსი
მისთვის, როგორც ნიჭიერი ღვთისმსახურისათვის, წყალობას არ იშურებს. ანტონ II გახლდათ ერეკლე მეფის და დარეჯან დედოფლის მესამე ვაჟი და მისი წყალობა-შეწევნა დიდი პატივი და ღირსება იყო დოსითეოსისათვის. 1801 წელს მან დოსითეოსს მიანდო იკორთის მონასტრის წინამძღვრობა, ხოლო იმავე წლის შემოდგომას ქვათახევის მონასტრის წინამღვრის არქიმანდრიტ ათანასეს (თარხნიშვილი) გარდაცვალების გამო აღნიშნული მონასტრის წინამძღვრობა მამა დოსითეოსს ჩააბარეს. მამა დოსითეოსმა და მისმა წინამორბედმა არქიმანდრიტმა ათანასემ დიდი ძალისხმევით შეძლო ლეკთაგან მონასტრის დაცვა და აღორძინება. მათ, დიდად იღვაწეს, ჯერ კიდევ თემურლენგის მიერ
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25დეკემბერი 2019წ გვ.22
აოხრებული სოფელ კავთისხევისა და ქვათახევის მონასტრისათვის. აღაშენეს ისინი და ახლო-მახლო მცხოვრებნიც დაიცვეს. იოანე ბატონიშვილი დოსითეოსს ფიცხელაურზე წერს: „ესე არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობათა შინა რიტორი. ამანაც იღვაწა მსგავსად პირველისა და განაახლა ხელახლად მონასტერი და დაადგინა ბერები, ძველ სავანეს განუმრავლა შემოსავალი“. (კალმასობა, ტომიII, გვ.207). 1803 წელს დოსითეოსს დროებით წილკნის ეპარქიის მართვაც მიანდეს. იგი ჩვეული მონდომებით და ენერგიით ბევრს დადის სოფლებში და მოსახლეობაში ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ქადაგებს.
გამოჩენილი ერთგულებისა და თავდადებისათვის 1806 წლის 14 ივნისს ანტონ II-მ დოსითეოსს შიომღვიმისა და თორის მონასტერთა წინამძღვრობა უბოძა, ხოლო 1808 წლის 31 დეკემბრიდან მასვე ჩააბარა ურბნისის ეპარქიაც. ასე, რომ 1810 წლისათვის 36 წლის ასაკში დოსითეოსი უკვე ხუთი ეპარქიის იკორთის, ქვათახევის, შიომღვიმის, თირის და ურბნისის - წინამძღვარი იყო. (სსმ, სდ 2172). ამას, რა თქმა უნდა, ხოფის მონასტერში ათწლიანი საეკლესიო მსახურებაც დაემატება და დგინდება, რომ რუსეთში გამგზავრებამდის მას უკვე საკმაოდ ღვთისმსახურების გამოცდილება ჰქონია მიღებული. ცნობილია, რომ რუსეთის რეაქციული ძალები საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არევ-დარევის შეტანის მიზნით მათ ქართულ სასულიერო პირებს შორის მტრობისა და შუღლის ჩამოგდება დაიწყეს. პირველ რიგში გამოიყენეს „თავხედი, ამპარტავანი და გულფიცხი“ თბილელი მიტროპოლიტი არსენი, რომელიც წარმოშობით ბაგრატიონი იყო. ასეთი თვისების მქონე პიროვნება არც კათოლიკოსს და არც სხვა ქართველ სასულიერო პირების ავტორიტეტს არ ცნობდა და ხშირად ეკლესიაში აყალმაყალის და დებოშის ამტეხი იყო. მან 1809 წლის 12 დეკემბერსაც გამოავლინა ასეთი რამ. მაშინ, როდესაც სიონის ტაძარში იმპერატორ ალექსანდრე პირველს დაბადების დღისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას აღავლენდნენ, სრულიად გაუგებარ ვითარებაში თბილელმა არსენმა კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარმართებლის და სხვა საეკლესიო მსახურთა თანდასწრებით საკურთხეველში სცემა და გარეთ გაგდებას უპირებდა დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილს, ხოლო მთავარეპისკოპოს ვარლამს და არქიმანდრიტ დოსითეოსს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რამაც იქ დამსწრეთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია (ელდ. ბუბულაშვილი, ანტონII, თბ. 2002, გვ.46).
1810 წლის ნოემბერში, როდესაც კათოლიკოსი ანტონII რუსეთს იქნა გაწვეული, მან არქიმანდრიტი დოსითეოსიც თან გაიყოლია პეტერბურგში, ხოლო, როცა ანტონ II საცხოვრებლად ნიჟნი-ნოვგოროდში გადავიდა, დოსითეოსი იმპერატორ ალესანდრე I-ისბრძანებით დატოვეს პეტერბურგში, რუსული ენის შესასწავლად.
შემდგომ პერიოდში მოვლენები ასე განვითარდა. 1811 წლის 11 სექტემბერს გლახა ჭილაძე პეტერბურგიდან სწერს სამძიმრის წერილს თავის მძახალს, ზაალ ტერიშვილს, ცოლის გარდაცვალების გამო (ზაალის ცოლი კი დოსითეოსის და იყო). ამ წერილში გლახა ჭილაძე იტყობინება: „ჯერ დოსითეოსისათვის არ გამიმჟღავნებია დის სიკვდილი. იგი
პეტერბურგის მიტროპოლიტმა თავისთან მიიღო და ეპისკოპოსად კურთხევას უპირებს. დიდ ბედნიერებაში შედგა ფეხი". ეს კი პერიოდია, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მოისპო, კათოლიკოსობა გაუქმდა, რუსული წესები უნდა შემოეღოთ საეკლესიო დარგშიც. ეგზარქიოსად გამოგზავნილი იქნა ქსნის ერისთავის დავითის შვილი ვარლამი, ხოლო მისი ნააზნაურალის შვილი დოსითეოსი დანიშნეს გორის ეპისკოპოსად. ოსების გაქრისტიანების საკითხი კვლავ წამოიჭრა და ეს საძმე რუსეთის მთავრობამ დოსითეოსს მიანდო. დოსითეოსის მიერ წარდგენილი მოხსენება-პროექტის მიხედვით საქართველოში იქმნებოდა ოსეთის ეპარქია ანანურის და თელავის მაზრებისაგან. ამ ეპარქიასთან არსდებოდა ოსეთის სასულიერო კომისია. ოსეთის ეპარქიის არქიერი საქართველოში დაარსებული სინოდალური კანტორის წევრი იყო. დოსითეოსმა პეტერბურგშივე შეარჩია კომისიის წევრები: ფარსადან ციციშვილი, არქიმანდრიტი ეპიფანე, არქიმანდრიტი ათანასე და სხვა. 1814 წელს იგი პეტერბურგიდან თბილისს გამოემგზავრა (ცსსალ, საქ. 798, ნაწ.I, ფურც.199). 1814 წელს დაარსდა ქართლ-კახეთი - იმერეთის სინოდალური კანტორა და შეიქმნა ოსეთის სასულიერო კომიტეტიც. დოსითეოსი დანიშნეს კანტორის წევრად, ოსეთის ეპარქიის არქიარად და კომისიის ხელმძღვანელად 1814 წლის 30 აგვისტოს მიანიჭეს მთავარეპისკოპოსის წოდება და განამწესეს თელავის და საქართველო-კავკასიის ეპარქიის მმართველად. მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა საქართველოში უმალ თავისი საქმე გააჩაღა. ამ დროს ოსების მოსახლეობის ნაწილი მაჰმადიანურ სარწმუნოებას ლებულობს. იმდროინდელი გაზეთ „მწყემსის“ 2-ის ცნობით: „ადგილობრივი ბლაგოჩინის გადმოცემით - ბევრ ოსურ ოჯახში ხახავთ მართლმადილებელსაც და მიქცეულსაც. ხშირად შეხვდებით, რომ ერთსა და იმავე ოჯახში ცოლი მაჰმადის სარწმუნოების არის და ქმარი მართლმადიდებლური. ან პირიქით, ერთ ოჯახში ზოგი ძმები მართლმადიდებელნი არიან და ზოგნი კი გამაჰმადიანებულნი“. ბოლოს, გაზეთის მიმომხილველი (მ.წ.) წერილის დასასრულს დასძენს: „ჩემი აზრით, საჭიროა, რომ აქ გამოგზავნონ მართლმადიდებელი
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25დეკემბერი 2019წ გვ.23
სარწმუნოების ხეირიანი მქადაგებელნი“. და სწორედ, რომ მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა ეს საშური სამე დროულად წამოიწყო.
1815 წლის მაისიდან 1816 წლის ბოლომდე გაუქრისტიანებია 10506 ოსი. ამას, გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმან, რომ მამა დოსითეოსმა ცოტა, ოსური ენა იცოდა და ბუნებით იგი კომუნიკაბელური პიროვნები იყო. უფრო მეტიც, მამა დოსითეოსის შეწევნით ზოგი მათგანი ღვთისმსახურად დადგინდა, ხოლო ილარიონ იალღუზიძე, პატარა ლიახვის ხეობაში განთავსებული თირის მონასტერში, მის მიერ იეროდიაკვნად იქნა ხელდასხმული. ყოველივე ამან მას დიდი გავლენა მოუპოვა მთიელ ხალხში. დოსათეოსი ყოველთვის თავგამოდებით (ცდილობდა ერისთავების მტრული განწყობილების გამოხატვას, ალექსანდრე I-მა 1814 წლის 30 აგვისტოს ჩამოართვა ქსნის ერისთავებს ქსანი და გვერდისძირი. უამისოდ ქრისტიანობა ვერ გავრცელდება მთიულებშიო, ამტკიცებდა დოსითეოსი.
გაქრისტიანებული ოსი უკვე არცერთ მემამულეს აღარ ეკუთვნის, რომ თუ ქრისტიანობას მიიღებდნენ. გათავისუფლდებოდნენ ერისთავის ვალდებულებებისაგან და მხოლოდ სახელმწიფო გადასახადს გადაიხდიდნენ. იგი მხოლოდ სახაზინო გლეხია და ქრისტიანი ბერის გარდა, მათ უფროსი აღარ ეყოლებათ („აქტები“. მშ-I, გვ.363). დოსითეოსის ასეთი მოქმედების შედეგად ბევრი გაქრისტიანებული ოსი აღარ უშვებდა თავის ხეობაში მთავრობისაგან გაგზავნილ პირებს. დოსითეოსი ამტკიცებს ერისთავებისათვის მამულის დაბრუნების უკანონობას, მაგრამ იმპერატორის 1817 წლის 12 თებერვლის ბრძანებით, ქსანი და გვერდისძირი დაუბრუნდათ ერისთავებს. ამას თან ერთვოდაის ის ურთიერთობაც თანდათან იძაბებოდა. სიონის ტაძრის დეკანოზი იოანე ოსეშვილი ორივეს მუხლმოდრეკილი ეხვეწებოდნენ, შურისა და მტრობისათვის თავი დაენებებინათდ „... თორემ დაღუპავთ სამშობლოს, ეკლესიას და თქვენს თავსაცო, არაფერს კეთილს არ დაგაყრიან რუსებიო“. ყური არ უგდეს დეკანოზის რჩევას, და როცა ვარლაამ მიტროპოლიტი რუსეთში გაიწვიეს, ხოლო მის მაგივრად რუსი ექზარქოსი დანიშნეს, მაშინ ენიშნათ ოსეშვილის რჩევა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მათ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კათალიკოს ანტონ II-ს სიტყვებით შეიძლება მოკლე დასკვნის გაკეთება: გამორჩეულმა სასულიერო მოღვაწეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ „ბევრი მოეთხოვებათ და ცოტა შეენდობათ“, რომ მათი გადადგმული ყოველი ნაბიჯი „საშვილიშვილო ტაბლად დაედგმით თვითოეულ მათგანს“ და არა მარ- ტო თითოეულ მათგანს, ერის ზნეობასაც ზოგადად. ამიტომ, - ამბობდა კათალიკოსი - ქვეყნის ორგულობა და გამოჩენილ მამულის შვილების ურთიერთ მტრობა, ყველა ეს ისეთი დამნაშაობაა, რომ ყოველგვარ სიგლახეს აჭარბებსო. დოსითეოსის მიმართაც იგივე სანქცია გამოიყენეს, ე.ი. 1817 წელს ახალმა რუსმა ეგზარქოსმა მთავარეპისკოპოსი დოსითეოსიც გაათავისუფლა ყველა თანამდებობიდან და იგი მოსკოვს გაიწვიეს. აქ ის მოათავსეს „ვისოკოპეტრეს მონასტერში, სადაც მან 12 წელი დაჰყო. 1829 წელს დოსითეოსმა ავადმყოფობის გამო ითხოვა საქართველოში სამკურნალოდ დაბრუნების ნება. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა უბოძა ძვირფასი პანაღია და დამატებით დაუნიშნა ათასი მანეთი
ასიგნაციებით და ხუთასი მანეთი ვერცხლით საქარვთელოს საეკლესიო შემოსავლიდან. დოსითეოსმა ადგილსამყოფელად თბილისი, დარეჯანის სასახლე, აირჩია. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ 1815 წლის 15 ოქტომბრის მთავარ მმართველ რტიშჩევის განკარგულებით, დარეჯანის სასახლე და კარის ეკლესია თელავის და საქარვთელო-კავკასიის ეპარქიას დაემორჩილა, რომლის წინამძღვარიც მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი იყო და იგი ამ სასახლეში ცხოვრობდა. მძიმედ დაავდებული დოსითეოსი საქართველოში გამოჩენილ ექიმებთან მკურნალობდა. იმ დროს
თბილისში ქოლერა მძვინვარებდა და მისი თხოვნით მშობლიურ სოფელ იკოთში აიყვანეს. სოფლის მოსახლეობა და მისი ტოლ-ასაკოვანი გლეხები გულთბილად შეხვდნენ. დოსითეოსმა თავის სიყრმისდროინდელ წმ.მარინეს ეკლესიაში, როგორც პირველი ლოცვების დროს, ახლაც უკანასკნელად გულმხურვალედ ილოცა ორი დღის შემ-
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25დეკემბერი 2019წ გვ.24
დეგ ბორჯომში წააბრძანეს მინერალური წყლებით სამკურნალოდ. ცოტა ხანში კვლავ თბილისში დაბრუნდა და 1830 წლის 19 ნოემბერს დილის 10 საათისთვის გარდაიცვალა. თბილისის გაზეთში „ტიფლისკიე ვედომოსტ“ გამოქვეყნდა ნეკროლოგი. „დიდად სამ პწუხაროა, რომ 1830 წლის 19 ნოემბერს თბილისში გარდაიცვალა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) იტყობინებოდა იმდროინდელი გაზეთი „ტიფლისკიე ვედომოსტი“გამოქვეყნებულ
ნეკროლოში გაზეთში ფართოს იგი გაშუქებული სამგლოვიარო პროცესი, მთავარეპისკოპოსის ნეშთ დიდოი პატივით დაასვენეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმში შზღის მიძინების საპატრიარქო ტაძარში. თბილისის ყველა მართმადიდებელ ეკლესიაში რეკავდა ი სამგლოვიარო ზარები. შესრულდა საეკლ ღესიო საგალობელი, აღესრულა საღვთო
ლიტურგი. იგი დაასაფლავეს თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტერში (ამჟამად დედათა მონასტერი). მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი ფრიად ენერგიული, განათლებული და კულტურული კაცი იყო. ანტონ II მას ახასიათებს, როგორც უნარიან და ენერგიულ პიროვნებას. ამასვე მოწმობს სხვა ცნობებიც დოსითეოსის შესახებ, რომლებიც შეეხება მის მოღვაწეობას. ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას დოსითეოსი ბიბლიურ საზოგადოებას დაუკავშირდა და მისი დავალებით, მოსკოვში ქართულ ენაზე ახალი აღთქმის ბეჭდვას ჩაუყარა საფუძველი. 1814-1817 წლებში, საქართველოში ყოფნის პერიოდში, რუსულიდან თარგმნა მილტონის „დაკარგული სამპთხე 1827 წელს მოსკოვში არქიმანდრიტ ტარასის (ალექსიმესხიშვილი) რუსულიდან უთარგმნია წიგნი თანამდებობათათვის სამრევლოთა მღვდელთასა“ და მას იგი განსახილველად დოსითეოსისათვის გაუგზავნია. დოსითეოსმა მოიწონა თარგმანი, მისცა ავტორს შენიშვნები და რეცენზია, დაუწერა რუსულ ენაზე. ამასთან, ურჩევდა სხვა საეკლესიო წიგნების გადათარგმნასაც. მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია ლიტერატურული მუშაობა და შეძლებისდაგვარად წერდა ორიგინალურ ნაწარმოებებს და თარგმნიდა კიდეც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორცკ ზოგიერთი ჩანაწერებიდან ირკვევა, მისი ჩვეული თავმდაბლობის გამო, არ გამოუცია თავისი ნაშრომები. იოანე პატონიშვილი თავის „კალმასობაში“ დოსითეოსის (ფიცხელაური) შესახებ წერს: „ესე არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობათა შინა რიტორი“. ცნობილი მწერალი და კალიგრაფი მღვდე ლმი ინაზონი იონა (ხელაშვილი) ამ წიგნში გამოყვანილია, როგორც დოსითეოსის მოწაფე და იგი ამით თავს იწონებს კიდეც. სამწუხაროა, რომ მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 40 წლის სასულიერო მოღვაწეობის მანძილზე რამდენი რამ მოასწრო და კიდევ რამდენი, მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთება შეეძლო.