შენგელი ფიცხელაური (დ. 2 აგვისტო, 1946, ახშანი, საქართველოს სსრ) გენერალი 1999 წლიდან – ქართველი ძიუდოისტი, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1973-1975; გუნდური). პირად ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მფლობელი 1971, 1973 და 1975 წლებში და III ადგილის მფლობელი 1974 წელს.
შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
1976-1977 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი; 1977-1980 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 1980-1983 წლებში თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსია, ხოლო 1983-1985 წლებში შსს ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსია. 1985-1991 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსია, მომდევნო ექვსი წელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეა.
1997-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ხოლო 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი).
2019 წლის 22 იანვრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, ხოლო ამავე წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს[1].
დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1999 წლის 27 მაისს და “ღირსების ორდენით“ – 2002 წელს.