სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12296

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე მღვდელი დაბ. 1874წ. სოფ. საწულუკიძეო (ხონი) ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე მღვდელი დაბ. 1874წ. სოფ. საწულუკიძეო (ხონი)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბარაბაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

99       ბეჭდვა

ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე მღვდელი დაბ. 1874წ. სოფ. საწულუკიძეო (ხონი)

საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.20
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე  

მის გულში ანთებული იყო და არის ლამპარი შრომისა და მოღვაწეობისა

მღვდელი ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ქუთაისის მაზრაში, სოფ. საწულუკიძეოში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 


მღვდელი ნიკიფორე ბარამიძე და მათხოჯის მონასტრის წინამძლვარი, მონაზონი სალომე (ბახტაძე);

გაციფრულებული სრული ვერსიაზე წვდომა შევზღუდეთ სტატიის ავტორის თხოვნით.





   1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

   1894-1896 წლებში მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

   1896-1898 წლებში კიწიის ორკლასიანი სკოლის უფროსი მასწავლებელი გახლდათ.

   1898-1900 წლებში მარტვილის ორკლასიან სასწავლებელში მუშაობდა.

   1900 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და მათხოჯის წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში განამწესა.

   1900-1904 წლებში მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე იყო.

   1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1904 წელს საწულუკიძეოს (ზედა ხონი) წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე წელს საწულუკიძეოს სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დანიშნეს.

   1909 წელს სკუფია უბოძეს.

   1915 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1916 წლიდან მამა ნიკიფორე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1918 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

   1922 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.

   1923 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ხონის ცხრაწლედში და პედაგოგიურ ტექნიკუმში.

   1928 წელს ნიკიფორე ბარაბაძემ ქუთაისის მაზრის აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილებას წერილი გაუგზავნა, სადაც საარჩევნო ხმის უფლების აღდგენას სთხოვდა, რომელიც თავისივე დაუდევრობის გამო არ ჰქონდა მიღებული, თუმცა ყველა მოთხოვნა, რომელიც აუცილებელი იყო საარჩევნო ხმის მისაღებად ზედმიწევნით ჰქონდა შესრულებული: საცხოვრებელი სახლი, სამსახური, კრებებში მონაწილეობა და პროფკავშირის წევრობა.  მიუხედავად ამისა, ქუთაისის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა უარი უთხრა ხმის აღდგენაზე და ოქმში ასეთი მინაწერი გააკეთა: "ყოფილი მღვდელი მიწის გაყიდვას ეწევა და არა საზოგადოებრივ შრომას, უარი ეთქვას".


   ნიკიფორე ბარაბაძეს ჰყავდა მეუღლე ივდითი მათეს ასული და შვილები: ელისაბედი, თამარი, ლეონიდე, ვალერიანი,  მარიამი, კორნელი და იოსები.

   მამა ნიკიფორეს გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, 1930-იან წლებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
საკონტაქტო ინფორმაცია
სახლი
მისამართი: სოფელი საწულუკიძეო - ნახახულევის თემი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2026
ბოლო რედაქტირება 11.05.2026
სულ რედაქტირებულია 6




ბარაბაძე - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

ვახტანგ ბარაბაძე 1978-2023წწ გარდ. ბახმუტი, უკრაინა

2 0

ნიკოლოზ ბარაბაძე ევროპის პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. სოფ. ზანათი აბაშა

1 0

1 1 1