დაიბადა 31 ოქტომბერი 1978 წელს. დაამთავრა 169-ე სკოლა დიღმის მასივში, თბილისი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 04 აპრილი 2023 წელი ვახტანგ ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ორივე დაღუპულის ოჯახს უკვე შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, დავით ქუჩუკიანს საკმაოდ დიდი სამხედრო გამოცდილება აქვს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ის ორჯერ იყო ავღანეთის მისიაში.
"ესენი იყვნენ "ქართული ლეგიონის" წევრები. სანგარში იყვნენ, როცა შემოტევა დაიწყო, ინტენსიური საარტლერიო ცეცხლი იყო და დაიღუპა ორი ჩვენი თანამებრძოლი. ასევე რამდენიმა ადამიანია დაშავებული" - განუცხადა "მთავარ არხს" უკრაინაში "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.
"ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში. პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი. ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის .გასკდა გული, ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან. დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს" - წერს გარდაცვლილი ქუჩუკიანის შესახებ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე.
https://www.ambebi.ge/article/291776-cnobilia-ukrainashi-dagupuli-ori-kartveli-mebrzoli/?fbclid=IwAR1wTyyHI7oARoePbNOvMCNmnLtEGRX1ca2PEKFAJ3rX_RMtiU7F5yMBcJw