სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გივი ვაშაკიძე მხატვარი 1937-2017წწ. დაასურათა ვეფხისტყაოსანი გივი ვაშაკიძე მხატვარი 1937-2017წწ. დაასურათა ვეფხისტყაოსანი

1937-2017 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვაშაკიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

84       ბეჭდვა

გივი ვაშაკიძე მხატვარი 1937-2017წწ. დაასურათა ვეფხისტყაოსანი

გივი ვაშაკიძე დაიბადა 7 აგვისტო, 1937წელს. გარდაიცვალა 2017წ.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.


XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელი. აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ შეფასებას. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის ნაწარმოებებს; ასევე ფანქრით, ტუშით, კალმით, აკვარელითა და გუაშით შესრულებულ მრავალრიცხოვან ჩანახატებსა და ესკიზებს; მისი კომპოზიციები, პორტრეტები, ნატურმორტები, ცხოველთა გამოსახულებები თუ პეიზაჟები, სრულიად გამორჩეული სიმბოლური, ეზოთერული აზროვნებით, მძაფრი და ეფექტური ფერადოვნებით მომნუსხავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე; თბილისში მიმდინარე ძმათამკვლელი ომის დროს მხატვარმა დატოვა დედაქალაქი, საცხოვრებლად დიდ ჯიხაისში გადავიდა და გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა; შეუდგა "ვეფხისტყაოსნის" ახალი ილუსტრაციების ხატვას და გარდაცვალებამდე "ვეფხისტყაოსნის" 122 ილუსტრაცია შექმნა; გამომცემლობა "პალიტრა-L"-მა 2021 წელს გამოსცა გივი ვაშაკიძის მიერ ილუსტრირებული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"; მნახველზე საოცარი ძალით მოქმედებს მხატვრის უსაზღვრო და უჩვეულო ფანტაზია, რითაც ეს ილუსტრაციები სრულიად განსხვავდება მანამდე შექმნილი ყველა სხვა მხატვრის ილუსტრაციებისგან, რადგან წარმოაჩენს პოემის არსის გაგების მრავალმხრივობას, იმავდროულად, იძლევა ყველადროში ამ პოემის თანადროულად აღქმის საშუალებას. 


წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ.244-245; სოლომონ არტ გალერეა: solomonartsgallery.com


ბიბლიოგრაფია

ვეფხისტყაოსანი : პოემა / შოთა რუსთაველი (ილუსტრატორი). - თბილისი, პალიტრა L, 2022. - 365გვ.. - ISBN: 9789941350108

გივი ვაშაკიძე : კატალოგი = Гиви Вашакидзе : Каталог (ავტორი). - თბილისი, 1988. - 23გვ.


ინფორმაცია მოგვაწოდა სოფო მიხეილის ასულმა ვაშაკიძემ. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.03.2026
ბოლო რედაქტირება 09.03.2026
სულ რედაქტირებულია 1




ვაშაკიძე ბესარიონ სვიმონის ძე მართლმა. მღვდელი 1902-1917 წწ დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია სამტრედია

2 0

ვაშაკიძე - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

ვაშაკიძე გაბრიელ (პარმენ) იოსების ძე დაბ. 1958წ. მოღვ. რიონის მამათა მონასტერი წარმ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია

2 0

გიორგი ვაშაკიძე გიულის ძე (დ. 1967) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი ჯიხაიში სამტრედია

1 0


ტარასი ვაშაკიძე დავითის ძე 1876-1937წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. დიდი გუბი, ხონი იმერეთი Тарас Давидович Вашакидзе

3 0


ბენო ვაშაკიძე გარდ. 1993 ზემო კინდღიში ოჩამჩირე აფხაზეთი თბილისი ჩუღურეთი

2 1


მიხეილ ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე; 1909-1956წწ პროფესორი. ასტროფიზიკოსი. მთვარეზე არსებობს მისი სახელობის კრატერი. დაბ. დიდი ჯიხაიში (სამტრედია)

2 0

გიზო ვაშაკიძე 1963წ. გეოგრაფი, მწერალი, მხატვარი, ქ. თბილისი.

1 0


ლამარა ვაშაკიძე 1933წ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0