სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ მალაზონია 1964-1992წწ გარდ. განთიადი (აფხაზეთი)  დაბ. სოფ. გურიანთა ოზურგეთი; თამაზ მალაზონია 1964-1992წწ გარდ. განთიადი (აფხაზეთი)  დაბ. სოფ. გურიანთა ოზურგეთი;

1964-1992 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მალაზონია სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

თამაზ მალაზონია 1964-1992წწ გარდ. განთიადი (აფხაზეთი) დაბ. სოფ. გურიანთა ოზურგეთი;

ოქტ 31, 2023წელი. ნოემბრის შუა რიცხვებში,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში,  აფხაზეთში, 1992 წლის 15 სექტემბერს დაღუპულ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, თამაზ მალაზონიას ნეშტს მშობლიური  სოფლის მიწას მიაბარებენ.

აფხაზეთის ომში ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია ბრძოლა გაგრის დასაბრუნებლად.

15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო და საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღმართეს. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტიურად ბლოლკადაში მოექცა.

ამ ბრძოლების აქტიური მონაწილე იყო გურიანთელი თამაზ მალაზონია, რომელიც 15 ლაითურელ ვაჟკაცთან ერთად მოხალისედ იყო წასული ამ ომში.

21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში „ბოევიკები“ ჩადიოდნენ ადიღედან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან…

თამაზ მალაზონია და მისი მეგობრები ვაჟკაცურად ებრძოდნენ ჩრდილოეთიდან შემოჭრილ გადამთიელებს.

მახსოვს, ამ ბრძოლების მონაწილე, ლიხაურელი იოსებ გობრონიძე გვიყვებოდა:

_ ქართველები ცდილობდნენ გადამთიელების განდევნას გაგრის მიდამოებიდან. ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყო. ფაქტობრივად ამ ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიელებს ეკეტებოდათ ყველა გზა აფხაზეთში შემოსასვლელად. სამწუხაროდ, ეს შეტევა გაგრიდან 3 კილომეტრში წითელ ჯვართან შეჩერდა, რადგან დამტყმელ ძალას ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნეს.

ამას მოჰყვა ედუარდ შევარდნაძის, ბორის ელცინისა და ვლადიმერ არძინბას 3 სექტემბრის შეთანხმება, რომელიც ძალიან ცუდის მომტანი გახდა ქართველებისათვის…

შეთანხმების მიუხედავად გუმისმთის ხაზზე და გაგრის რაიონში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თამაზ მალაზონია 1992 წლის 15 სექტემბერს დაიღუპა დაბა განთაიადთან.

სიკვდილის შემდეგ იგი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხიდ ორდენით დააჯილდოეს.

საერთაშორისო წითელი ჯვარის საშუალებით აფხაზეთიდან იქ დაღუპულ მებრძოლთა გვამების მორიგი გადმოსვენება მოხდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ გურანთში გია ფასიეშვილი ამბობს, რომ თამაზ მალაზონიას იდენფიცირება მისი პირადობის მოწმობით (რომელიც თან ჰქონდა) და შემდეგ დნმ ანალიზით მოხდა. სავარუდოდ, მას 14-15 ნოემბერს ჩამოსავენებენ სოფელ გურიანთაში და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სოფლის ცენტრალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

_თამაზი 1964 წელს დაბადებული იყო და ერთი კლასით წინ სწავლობდა. ვაჟკაცი და მართალი კაცი იყო. ვაჟკაცურად იბრძოლა და ათეული წლების შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდება. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული _გვითხრა, თამაზ მალაზონიას ბავშვობის მეგობარმა, გურიანთელმა ბონდო ღლონტმა.


18 ნოემბერი 2023წელი 31 წლის შემდეგ, სოფელ გურიანთაში აფხაზეთში გმირულად დაღუპულ თამაზ მალაზონიას ცხედარი   მშობლიური სოფლის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ჩვენი სკოლის მეგობარი იყო, საუკეთესო ახალგაზრდა, სამშობლოზე შეყვარებულ ი კაცი_გვითხრა სკოლის მეგობარმა ნანა ინარიძემ.

თამაზი კარგი ბიჭი იყო, წესიერი, ზრდილი, პატიოსანი. გურიანთის საშუალო  სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ბელორუსიაში მოიხადა ჯარი. ჩამოვიდა და შრომობდა. მძღოლი იყო. ძალიან კარგი დედმამიშვილობა გვქონდა.

აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, იგი სამხედრო წვრთნებზე გამოიძახეს, ახალციხეში, სამხედრო პოლიგინზე გადიოდა წვრთნებს. შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს, საიდანაც აფხაზეთის ომში წავიდა.

იგი, 21 ბრიგადის მე-3 ბატალიონის მებრძოლი იყო. 1992 წლის 2 სექტემბერს, ვეტფრენებით ჩასვეს ისინი ლესელიძეში. 3 ოტომბერს ერთი ოცეული გაამწესეს განთიადის დასახლებაში, გრებეშოკის თავზე, სადაც  იქ მყოფი სამხედრო ძალები იცავდა პერიმეტრს.ამ ოცეულის შემადგენლობაში იყო ჩემი ძმა თამაზ მალაზონია.

შემდეგ  განთიადთან ბრძოლებში მონაწილეობდა. 15 სექტემბერს, განთიადთან ბრძოლაში დაიღუპა იგი.ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო.

სიკვდილის შემდეგ იგი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

წლების მანძილზე არ ვიცოდით მისი საფლავი. ახლა საერთაშორისო წითელი ჯვარის საშუალებით აფხაზეთიდან იქ დაღუპულ მებრძოლთა გვამების მორიგი გადმოსვენება მოხდა.ჩემს ძმას ჯიბეშე ედო პირადობის მოწმობა, რითაც მისი იდენფიცირება მოხდა. შემდეგ დნმ-ის ანალიზიც ჩაუტარდა.

დღეს, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა, ფართო საზოგადოების წარმომადგენლებმა საბოლოო გზაზე გავაცილეთ იგი _გვითხრა მისმა ძმამ თემურ მალაზონიამ.


აფხაზეთის ომში 26 ოზურგეთელი ჯარისკაცი დაიღუპა, ესენია: მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, ბესო ვასაძე, არტურ აივაზიანი, დიმიტრი თალაკვაძე, ედვარდ თავაძე, ზურაბ მახარაძე, თამაზ რამიშვილი, ხვიჩა ღლონტი, ზაზა ჯანხოთელი, აკაკი მიმინოშვილი, გაიოზ სეფერთელაძე, მამუკა ცეცხლაძე, გოჩა სალუქვაძე, ირაკლი ბაქანიძე, ზურაბ წიქარიძე, ბორის მარგველიანი, გრიგოლ გოგელაშვილი, გოჩა შილაკაძე, ჯემალ დუმბაძე, ზურაბ ჭელიძე, ალექსანდრე კრუნტიანი, ზვიად მახარაძე, ლევან ბერაძე, ზვიად მახარაშვილი და თამაზ მალაზონია.  27 სექტემბერი, 2025 წელი;


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.04.2026
ბოლო რედაქტირება 24.04.2026
სულ რედაქტირებულია 7




მალაზონია - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

ნესტორ მალაზონია 1892-1984წწ მწერალი, პოეტი, დაბ. სოფ. მამათი, ოზურგეთი, გურია

1 0


ბაჩა მალაზონია 1965წ. მხატვარი, ოზურგეთი, გურია.

1 0


ლადო მალაზონია 1900-1985წწ. მხატვარი, ოზურგეთი გურია.

1 0


მამია მალაზონია 1936წ. მხატვარი, ოზურგეთი, გურია.

1 0


ნოდარ მალაზონია 1929წ. მხატვარი ოზურგეთი, გურია.

1 0