სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
6.10 არჩილ II (1647-1713)1661-1698 წწ. (მონაცვლეობით) იმერეთის მეფე 6.10 არჩილ II (1647-1713)1661-1698 წწ. (მონაცვლეობით) იმერეთის მეფე

1647-1713 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

6.10 არჩილ II (1647-1713)1661-1698 წწ. (მონაცვლეობით) იმერეთის მეფე

არჩილ IIშაჰნაზარ ხანი (დ. 1647 — გ. 16 აპრილი1713მოსკოვი) — საქართველოს მეფე, პოეტი, ვახტანგ V (შაჰნავაზი სპარს. შაჰის სუნთქვა)-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663, კახეთში — 1664-1675, კვლავ იმერეთში — 1678-16791690-16911695-16961698.ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა (1663), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, შაჰნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს (1664).

ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 წელს ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი გრემიდანთელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს ერეკლე ბატონიშვილს (ნაზარალი-ხანს) აღუთქვა. არჩილ II-მ 1675 წელს დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. 1680 წელს არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა რუსეთში და დახმარება ითხოვა, 1682-88 წლებში თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1699 წელს საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. პეტრე I-მა გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II-ის ძე ალექსანდრე ბატონიშვილი. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში (ქართული გამოთქმით „სესენწკაში“). იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.


არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I-ის დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ასდაათნი “ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარების მიიჩნევდა.

ე. წ. აღორძინების ხანის (XVI - XVII სს.) ქართულ მწერლობაში არჩილ II ეროვნული მიმდინარეობის მეთაურთაგანია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტისპარსული ტენდეციის გამტარებელი, იგი ასევე შეუპოვრად ებრძოდა იდეოლოგიურ სფეროში ყოველგვარ სპარსულ გავლენას, რაც მისი აზრით, წალეკვით ემუქრებოდა ქართულ კულტურულ თვითმყოფას. არჩილ II მწერლობაში ეროვნული თემატიკის გაბატონებას მოითხოვდა. ენის საკითხებში პურიზმისპოზიციას იცავდა.

ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალ ეტაპს მოასწავებდა არჩილ II-ის ე. წ. „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც საგულისხმოა რეალიზმის ისტორიის თვალსაზრისითაც. კონკრეტული ცხოვრებისეული ფაქტებით დაინტერებასთან ერთად, იგი მწერლისაგან ამავე ფაქტების პირუთვნელსა და მიუდგომელ ასახვას მოითხოვდა.


თხზულებაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ არჩილ II ორი პოეტის პაექრობაში ავლენს საკუთარ პოზიციას, თუმცა ორივეს საყვედურობს უცხო სიუჟეტებით გატაცებას („ვეფხისტყაოსანში“ მოთხრობილი უცხო სახელმწიფოთა ამბები მას პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდა და ამ მხრივ გენიალურ პოემას ვერ ასხვავებდა თეიმურაზის ნათარგმნ თხზულებათაგან), მაგრამ მაინც რუსთველის მხარეზეა და მისი აშკარა გავლენით პოეზიას სიბრძნის დარგად მიიჩნევს. „გაბაასება...“ გარკვეული თვალსაზრისით რეალისტური ნაწარმოებია, რომელშიც გაშიშვლებულია თეიმურაზ I-ის დროინდელი საქართველოს ცხოვრების მხარეები, ფეოდალების თავგასულობა, ამასთან, ხაზგასმულია ერის ცხოვრებაში გლეხობის დიდი მნიშვნელობა. პოეტი გვიხატავს ეროვნულ გმირებსაც (გიორგი სააკაძე და სხვ.). არჩილ II-ის „გაბაასება...“ ქართულ მწერლობაში ისტორიულ პოემას ამკვიდრებს.

არჩილ II-ს ეკუთვნის აგრეთვე „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, მცირე ზომის სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი“, „ანბანთქება“, „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“, რელიგიური ხასიათის რამდენიმე ლექსი და სხვა. რუსეთში ყოფნისას არჩილ II-მ გალექსა ქართულად „ვისრამიანი“, რუსულიდან თარგმნა სერბულ ენაზე დამუშავებული „ალექსანდრიანი“, მსოფლიოს ისტორია („ქრონოგრაფი“) და რამდენიმე სასულიერო შინაარსი თხზულება. რუსეთში მყოფ ქართველ მოღვაწეთა დახმარებით არჩილ II-მ დააარსა ქართული სტამბა, სადაც 1705 წელს დაიბეჭდა „დავითნი“; აქვე შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს (არჩილ II-ის მიერ მომზადებული ქართული ბიბლია დაიბეჭდა 1743).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.10.2021
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0