სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ბაგრატიონ-მუხრანსკი ალექსანდრე ირაკლის ძე (1853-1918) რუსეთის გენერალი სანკტ პეტერბურგი

1853-1918 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ბაგრატიონ სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

482       ბეჭდვა

ბაგრატიონ-მუხრანსკი ალექსანდრე ირაკლის ძე (1853-1918) რუსეთის გენერალი სანკტ პეტერბურგი

ბაგრატიონ-მუხრანსკი ალექსანდრე ირაკლის ძე (2 ივლისი 1853-10 ოქტომბერი 1918),


გენერალ-მაიორი (1904), გენერალ-ლეიტენანტი (1917), 1917 წელს მე-3 ცხენოსანი კორპუსის სარდალი; XVI—XVII საუკუნეებში მუხრანბატონები ქართლის 5 დიდებულ თავადთა რიცხვში შედიოდნენ და დიდ როლს ასრულებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მუხრანბატონების წინაპარი იყო ქართლის მეფე კონსტანტინე მეორე, რომელიც 1505 წელს გარდაიცვალა. კონსტანტინეს უფროსმა ძემ, მეფე დავით მეათემ 1512 წელს თავის ძმას, ბაგრატს საუფლისწულოდ მუხრანის მამული უბოძა. საგვარეულოს უფროსს მუხრანბატონი ეწოდებოდა, მოგვარეებს კი – მუხრანბატონიშვილები. ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანბატონთა შტოს ფუძემდებელია ბაგრატ მუხრანბატონი (1485–1561). მუხრანბატონების შტო 1724 წლამდე განაგებდა ქართლის ტახტს.



XIX საუკუნის ბოლოს ბაგრატიონთა გვარის უფროსობა ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე გადავიდა. 1903 წელს მან ტახტის მემკვიდრის ტიტულიც მიიღო. თავადი ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაიბადა 1853 წლის 2 ივლისს. მამამისი, ირაკლი კონსტანტინეს ძე, იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. დედა გახლდათ ეკატერინე ივანეს ასული არგუტინსკაია–დოლგორუკოვა. ცხოვრობდნენ სანკტ-პეტერბურგში.

ალექსანდრე 1872 წლის 16 აგვისტოს ჩაირიცხა ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1874 წლის 7 აგვისტოს, კორნეტის ჩინით გაამწესეს ლეიბ-გვარდიის ცხენოსანთა პოლკში. 1877 წელს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე თურქების წინააღმდეგ. ამავე წლის 8 ნოემბერს დააწინაურეს პორუჩიკად და დააჯილდოვეს წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით. 1878 წელს ყიზილ–ტაპის ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის დაიმსახურა წმინდა ანას III ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით. 1880 წელს ყარსის აღებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის მიიღო წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით.


1878 წელს ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელმა გამოცდები ჩააბარა და ჩაირიცხა ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემიაში, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგან 1880 წლის 5 ნოემბერს კვლავ პოლკში მიავლინეს სამხედრო სამინისტროს კანცელარიაში სამუშაოდ. 1881 წლის 12 აპრილს დააწინაურეს შტაბს–როტმისტრად.

1885 წლის 3 დეკემბერს ალექსანდრე ირაკლის ძე გადაიყვანეს კავალერიის კადრების თადარიგში. აქტიურ სამწყობრო მსახურებას იგი დაუბრუნდა 1890 წლის 1 აპრილს, როცა როტმისტრის ჩინით ერთი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში მეთაურობდა ლეიბ–გვარდიის საცხენოსნო პოლკის ესკადრონს. 1893 წლის 30 აგვისტოს მიიღო პოლკოვნიკის წოდება.


1895 წლიდან ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანბატონი ირიცხებოდა კავკასიის სამხდრო ოლქის ჯარების შემადგენლობაში. 1902 წლის 22 თებერვალს დაინიშნა 44–ე დრაგუნთა ნიჟეგოროდის პოლკის უფროსად. 1904 წლის 10 ივლისს მიანიჭეს გენერალ–მაიორის წოდება და დანიშნეს საცხენოსნო პოლკის ლეიბ–გვარდიის მეთაურად. 1905 წელს იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი.

1906 წლის ზაფხულიდან ალექსანდრე ირაკლის ძეს არანაირი თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიღებული აქვს ორდენები: წმინდა სტანისლავის I ხარისხის (1907);  წმინდა ანას I ხარისხის(1911); წმინდა ვლადიმირის II ხარისხის (1913); 1917 წლის 6 აპრილს მან მიიღო გენერალ–ლეიტენენტის სამხედრო წოდება და სამსახურიდან გადადგა.

ალექსანდრე ბაგრატიონ–მუხრანელს ცოლად ჰყავდა მარია გოლოვაჩოვა, ვიცე-ადმირალ დიმიტრი გოლოვაჩოვისა და ჰოლანდიელი ლეონიდა ჰესენის ქალიშვილი. მათ შეეძინათ ქალ–ვაჟი: ნინო (1882—1972) და გიორგი  (1884—1957). 

ნინა ბაგრატიონი, ნიკოლოზ მეორის დედის ფრეილინა გახლდათ, ხოლო ვაჟიშვილს, გიორგი ბაგრატიონს, სანკტ-პეტერბურგი არ ხიბლავდა, ცხოვრობდა თბილისში მეუღლესთან (პოლონელი არისტოკრატის სიგიზმუნდ ზლოტნიცკის ასული ელენე) და სამ შვილთან ერთად (ირაკლი, მარიამი და ლეონიდა). შვილიშვილები პაპას იშვიათად ხედავდნენ, სამაგიეროდ ბებია ზაფხულობით მათთან ერთად ისვენებდა მჭადიჯვრის მამულში.

1918 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი მეფის არმიის სხვა ყოფილ გენერლებთან და ოფიცრებთან ერთად პიატიგორსკში მძევლად აიყვანეს და 19 ოქტომბერს, ღამით, მხეცურად აჩეხეს.

გიორგი ბაგრატიონმა, დიდი რისკის ფასად, მამის ცხედარი თბილისში გადმოასვენა და დაკრძალა კალოუბნის ეკლესიაში, რომელიც კინოთეატრ რუსთაველის ადგილზე მდებარეობდა. მოგვიანებით, როდესაც ეკლესიის დანგრევა გადაწყდა, გენერალი ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ალექსანდრე ირაკლის ძის დაღუპვის შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდნენ. მერე კი ემიგრაციას მიაშურეს. ნინო ბაგრატიონმა მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა, არ გათხოვილა.

1921 წელს გიორგი ბაგრატიონის ოჯახმაც ემიგრაციაში მოიყარა თავი. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ, მაგრამ 1931 წელს საბოლოოდ დატოვეს სამშობლო. ემიგრაციაში ყოფნისას, 1946 წელს, გიორგი ბაგრატიონი ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად გამოცხადდა. 1957 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტის მემკვიდრის ტიტულის  მფლობელი გახდა მისი ვაჟი, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი.

Багратион-Мухранский Александр Ираклиевич, князь  (02.07.1853 – 18.10.1918)
            генерал-майор с 10.07.1904
            генерал-майор свиты Е.И.В. с 1905 по 21.03.1917
            генерал-майор с 21.03.1917
            генерал-лейтенант с 06.04.1917

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000587/


Багратион-Мухранский Александр Ираклиевич

(02.07.1853 – 18.10.1918)

Генерал-лейтенант (06.04.1917)



Родился в семье действительного статского советника. 

В 1872 году поступил в Николаевское кавалерийское училище, по окончанииии которого в 1874 году начал служить в лейб-гвардии Конном полку. 

В 1877 году командирован в распоряжение командующего действующим корпусом на кавказско-турецкой границе, графа Лорис-Меликова М. Т. (1825 – 1888), принимал участие в кампании против турок на Кавказе. 

В 1878 году зачислен в Николаевскую академию Генерального штаба. 

В 1880 году, не завершив курса обучения, отчислен из академии обратно в полк и прикомандирован к кацелярии Военного министерства. 

В 1885 году зачислен в кадровый запас по кавалерии. 

30 августа 1893 года произведен в полковники, а 10 июля 1904 года – в генерал-майоры. 

С 1895 года состоял при войсках Кавказского военного округа.

22 февраля 1902 года назначен командиром 44-го драгунского Нижегородского полка, а в 1904 году – командиром лейб-гвардии Конного полка с производством в генерал-майоры.

В 1905 году зачислен в свиту Е.И.В.

В 1906 году отчисленотдолжностииназначен состоять по гвардейской кавалерии. 

В начале апреля 1917 года назначен командиром III-го Конного корпуса, который по приказу Временного правительства отвел в район Псков-ВеликиеЛуки.

С 1903 года и до самой смерти числился главой МухранскогоДома. 

Осенью 1918 года генерал Багратион-Мухранский был арестован большевиками в Пятигорске и в ночь с 18 на 19 октября зарублен во время массовой казни заложников. 

Перезахоронен в Тифлисе,на старом Верийском кладбище. Могила сохранена. 

За боевое отличие и успехи по службе был награжден орденами:

Св. Анны IV-й (За храбрость, 1877), III-й (с мечами и бантом, 1878), II-й (1892) и I-й (1911) ст.; 

Св. Владимира IV-й (с мечами и бантом, 1878), III-й (1901) и I-й (1901) ст.; 

Св. Станислава II-й (1888) и I-й (1907) ст.

Имел иностранные награды: орден «За заслуги» (Австро-Венгрия, 1874) и командорский крест ордена «Св. Маврикия и Лазаря» (Италия, 1893




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 02.07.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0