ნინიკო გომარელი (დ. 23 მარტი, 2000, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, ასპარეზობდა სპორტულ ტანვარჯიშსა და მძლეოსნობაში (სპრინტი). სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში (2015).
ნინიკო გომარელმა სპორტული კარიერა სპორტული ტანვარჯიშით დაიწყო. 2013 წელს „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ იგი დასახელდა და დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სპორტსმენად ტანვარჯიშში.[1]
2015 წლის 20 იანვარს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მას მიანიჭა „სპორტის ოსტატის“ წოდება.
მოგვიანებით კარიერა მძლეოსნობაში, სპრინტულ დისტანციებზე განაგრძო, სადაც გახდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების წევრი.[3]
2017 წელი: საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე (მალტა), სადაც საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში საპრიზო ადგილი დაიკავა და მომდევნო ლიგის საგზური მოიპოვა.
2019 წელი: საქართველოს ღია ეროვნულ ჩემპიონატზე მოიპოვა სამი ოქროს მედალი სამ ინდივიდუალურ სპრინტულ დისტანციაზე: 100 მ, 200 მ და 400 მ.
დედა მაია გავაზელი, მამა გელა გომარელი.