სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კირილე ბაგრატიონი  1749-1828წწ რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი კირილე ბაგრატიონი  1749-1828წწ რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

1749-1828 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

442       ბეჭდვა

კირილე ბაგრატიონი 1749-1828წწ რუსეთის გენერალი დაბ. ყიზლარი დაღესტანი

ბაგრატიონი კირილე ალექსანდრეს ძე (1749-19 აპრილი 1828)  გენერალ-მაიორი (1797),


„წმ. ანდრია პირველწოდებულის“ ორდენი; კირილე ბაგრატიონი - გენერალ-მაიორი; რუსეთ-თურქეთისომის, სპარსეთის ლაშქრობის და პოლონეთის კამპანიის მონაწილე; მარიუპოლის ქვეითი პოლკის მეთაური (1787), საიდუმლო მრჩეველი (1800), სენატორი (1805-1828) 1767 წელს, ფსკოვის კარაბინერთა პოლკში შევიდა ვახმისტრად. მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის 1768–1774წწ. ომში. 1771 წელს ადიუტანტობა მიიღო და თურქი ტყვეები გადაიყვანა პერეკოპიდან კოზლოვში.


მალე იგი კვლავ საომარ მოქმედებაში ჩაება და მონაწილეობა მიიღო ყარსთან ბრძოლებსა და ბაზარჯიკის აღებაში. 1774  წელს განსაკუთრებულ რაზმთან ერთად იცავდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზას, სამხედრო შენაერთების ადგილსამყოფელ შუმლსა და არმიის ძირითადი ძალების ადგილსამყოფელ სილისტრს შორის. საომარ მოქმედებაში თავდადებული და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გამოეცხადა. ომის დამთავრებისთანავე კაპიტნის ჩინი ებოძა. 1776–1777წწ. ყირიმში იყო სამხედრო ნაწილთან ერთად და მონაწილეობას იღებდა აჯანყებული თათრების წინააღმდეგ. ყირიმში თავისი ერთგული და ზომიერი მოქმედებებით ადგილობრივი ხალხის პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა, რითაც მეფის მთავრობის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ. ამიტომ იყო, რომ ყირიმის თათრების დამშვიდების შემდეგ, მურზების თხოვნით, იგი იმპერატრიცა ეკატერინე მეორის კარზე გაგზავნეს, როგორც დამორჩილებულ თათართა სანდო წარმომადგენელი. 1786 წელს კირილე ბაგრატიონი უკვე პოდ-პოლკოვნიკი იყო. ამ ჩინით შეხვდა იგი 1789 წელს კვლავ დაწყებულ რუსეთ–თურქეთის ომს. იგი მონაწილეობდა ადიოჟიბენის ციხე-სიმაგრისა და ქალაქ ბენდერის აღებაში. 1792 წელს, პოლონეთში რუსეთის ჯარის შესვლამდე, იგი გენერალ დერფელდენის მოწინავე რაზმს ხელმძღვანელობდა. 1793 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. მომდევნო წელს გადაიყვანეს ჩუგუევის კაზაკთა რეგულარულ პოლკში და ამ პოლკთან ერთად მონაწილეობდა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობაში. 1797 წელს გენერალ-მაიორობა მიიღო და მარიუპოლის პოლკის უფროსად დაინიშნა. 1800 წელს, 50 წლის ასაკში, ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან გადადგა. კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა რუსეთის არმიაში 37 წელი გაატარა და გენერალ-მაიორის ჩინით დაანება თავი სამხედრო სამსახურს. სამხედრო სამსახურიდან გასვლისთანავე საიდუმლო მრჩეველის წოდება მიიღო და ესწრებოდა სენატის სხდომებს მოსკოვის დეპარტამენტში. მალევე მეექვსე დეპარტამენტში გადაიყვანეს და ბელორუსიის გუბერნიის შემოწმება დაევალა. 1805 წელს გადაიყვანეს სენატის მეშვიდე დეპარტამენტში, სადაც, მცირეოდენი შესვენებებით, ესწრებოდა სენატის სხდომებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი (1797), საიდუმლო მრჩეველი და სენატორი (1805 წლიდან),მეფე იესეს შვილიშვილი, პეტრე ბაგრატიონის ბიძა.

Багратион Кирилл Александрович, князь  (1749 – 19.04.1828)
            генерал-майор с 16.10.1797

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003883/

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0%B0%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%82%D0%B8%D0%BE%D0%BD,_%D0%9A%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%BB%D0%BB_%D0%90%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%81%D0%B0%D0%BD%D0%B4%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87



Багратион Кирилл Александрович

(1749 –19.04.1828)

Генерал-майор (16.10.1797)

Сын грузинского царевича Александра Иессеевича. Родной дядя генерала П.И.Багратиона.

В армии служил с 1762 года.Офицером с 1767 года. Вначале вступил в Псковский карабинерный полк. Позже проходил службу во 2-м гренадерском полку.

Участник Русско-турецкой (1768 – 1774) войны. Отличился в сражении у Базарджика. Защищал дороги между Силистрией и Шумлою. 

В 1776 – 1777 гг. участвовал в усмирении бунтовавших татар в Крыму, после чего представлял императрице Екатерине II покорившихся князей и мурз, за что получил от нее личную благодарность.В 1793 году произведен в полковники.

В 1789 году участвовал во взятии Аджибейской крепости (ныне г. Одесса) и г. Бендеры. Во время польского восстания находился в передовом корпусе генерала Дерфельдена. 

02.09.1793 – 16.10.1797 – командир 1-го Чугуевского казачьего регулярного полка

16.10.1797 – 23.09.1798 – шеф гусарского своего имени полка (Мариупольского гусарского полка)

В 1798-1800 гг. находился в отставке.

10 апреля 1800 года переименован  в тайные советники и был назначен присутствовать сенатором в ММосковских департаментах сената, потом переведен в 6-й департамент и получил поручение ревизовать Белорусскую губернию, а в 1805 году переведен в 7-й департамент сената, в котором с некоторыми перерывами присутствовал до самой своей смерти  в 1828 году.

Награжден орденом Св. Андрея Первозванного (1819). 

Погребен в Москве, в Сретенской церкви Донского монастыря. 

На его могильной плите сохранилась надпись:

«Тайный советник,сенатор и кавалер Кирилл Багратион. 

+ 19 апреля 1828 года,79 лет».




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0