სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
დავით ბაგრატიონი 1767–1819წწ  გენერალ-ლეიტენანტი  დაბ. თელავი კახეთი დავით ბაგრატიონი 1767–1819წწ  გენერალ-ლეიტენანტი  დაბ. თელავი კახეთი

1767-1819 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ბაგრატიონ სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

350       ბეჭდვა

დავით ბაგრატიონი 1767–1819წწ გენერალ-ლეიტენანტი დაბ. თელავი კახეთი

ბაგრატიონი დავით გიორგის ძე(1 ივლისი, 176725 მაისი, 1819უფლისწული, მეფე გიორგი XII შვილი,


1800-01 ქართლ-კახეთის გამგებელი, გენერალ-ლეიტენანტი (1800), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენი;აღიზარდა თავისი პაპის ერეკლე II-ის კარზე; 1787-1789წწ. და 1797-1798წწ. სწავლობდა და მსახურობდა რუსეთში; 1795 წელს მიიღო გენერალ–მაიორობა; 1789-1791წწ.


მისი მეთაურობით ქართველების ჯარმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა დაღესტნელთა რაზმებზე; 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში; 1796 წლის აპრილ-მაისში წარმატებით სარდლობდა ლაშქრობას განჯაზე, 1798 წელს კი ყარსზე; გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იყო ქართლ-კახეთის გამგებელი, თუმცა რუსეთის მთავრობამ მას მეფობა არ დაუმტკიცა; 1803 წელს ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გადაასახლეს; აქ გაიშალა მისი მეცნიერული და ლიტერატურული მოღვაწეობა; დავით ბატონიშვილი ქართველ ვოლტერიანელთა პირველი წარმომადგენელი იყო; ქართულად თარგმნა ვოლტერიანული თხზულება; მას ეკუთვნის მიმოწერის ფორმით დაწერილი ნაწარმოები "ახალი შიხი", რომელშიც აისახა ფრანგ განმანათლებელთა იდეები; დავით ბატონიშვილის სატირულ ლექსებში გაკიცხული არიან მეფის მოხელეები; მისი ლირიკის მთავარი თემაა სოფლის სამდურავი და სიყვარული; დავით ბატონიშვილი ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობას; სულხან–საბა ორბელიანის  "სიტყვის კონას" დაუმატა ცალკეული სიტყვები, შეავსო განმარტებანი, მიუწერა სომხური, თურქული და რუსული შესატყვისები; დიდ ყურადღებას უთმობდა საილუსტრაციო მასალას შევსება-დამატებას; 1803 წლიდან პეტერბურგში შეუდგა სტატიების შედგენას ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის, რაც იმ დროს საერთო ენციკლოპედიური სალექლიკოგრაფიო მუშაობის გამოძახილი იყო(მასალა მოღწეულია ფრაგმენტულად); 1814 წელს ქართულ ენაზე გამოცემული მისი ისტორიული ნაშრომი დაწერილია ქართლის ცხოვრების სქემის მიხედვით, მოიცავს 1744 წლამდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას; რუსულ ენაზე დაწერილი მისი ნაშრომები მოიცავენ საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე; დიდად მნიშვნელოვანია დავით ბატონიშვილის მოღვაწეობა სამართლის დარგში; 1800 წელს მან მოახდინა ქართული სამართლის კოდიფიკაცია, შეადგინა კრებული, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "სამართალი ბატონიშვილის დავითისა"(1964, გამოსცა დავით ფურცელაძემ); მასვე ეკუთვნის რუსულ ენაზე დაწერილი

"საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა"(1811-1816, 1959, გამოსცა ა. როგავამ); დავით ბატონიშვილმა შეისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; 1818 წელს მან დაასრულა "შემოკლებული ფიზიკა" და საქართველოში გამოგზავნა გასამრავლებლად; განიცდიდა მიხეილ ლომონოსოვისა და ევროპის მოწინავე ფიზიკოსების გავლენას.