სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ივანე აფხაზი ნიკოლოზის ძე 1764-1832წწ რუსეთის გენერალი

1764-1832 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი აფხაზი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

298       ბეჭდვა

ივანე აფხაზი ნიკოლოზის ძე 1764-1832წწ რუსეთის გენერალი

აფხაზი ივანე ნიკოლოზის ძე (1764-5 ოქტომბერი 1832 )თავადი, გენერალ-მაიორი (1826),


1832 წელს ვარშავის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1813) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1812); 1800 წელს ჩაირიცხა ეგერთა მე-17 პოლკში; 1810–1820 წლებში მსახურობდა კავკასიის გრენადერთა პოლკში.


1820 წელს პოდპოლკოვნიკის წოდებით საქართველოს ეგერთა 44–ე პოლკის მეთაური, 1822 წლიდან პოლკოვნიკი, 1827 წლიდან გენერალ–მაიორი. იბრძოდა ომარ-ხანის წინააღმდეგ(1800, ნიახურის ბრძოლა). მონაწილეობდა ყარაბაღის(1805), ყარაბაბის(1808), ასლანდუზისა(1812) და ლენქორანის(1813) ბრძოლებში. 1812 წელს მონაწილეობდა კახეთის აჯანყების ჩახშობაში.


1820 წლიდან იყო ეგერთა 44-ე პოლკის უფროსი, 1822 წლიდან–იმერეთის, 1827 წლიდან აზერბაიჯანის პროვინციების(ყარაბაღი, ნუხა, შირვანი) მმართველი. თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა ადმინისტრატორმა. რუსეთ-ირანისა 1826-1828 წლების და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს ჩაშალა აგენტების ცდა რუსეთის წინააღმდეგ აეჯანყებინათ ამიერკავკასიის მაჰმადიანური პროვინციების მოსახლეობა. 1830 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ექსპედიციის უფროსად და დიდი როლი შეასრულა ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაში. იყო ვლადიკავკაზის კომენდანტი, შემდეგ გაიწვიეს პოლონეთში (გარდაიცვალა გზაში). 30–იანი წლების დასაწყისში თბილისში მოქმედი საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ მასზე. იგი საქართველოს ჯარების მხედართმთავრის თანამდებობაზე ერთ–ერთი კანდიდატი იყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.256

ზოგიერთ ვიკიპედიაში დაბადება 1785 წელია მითითებული 

მისი წინაპრები აფხაზი თავადები იყვნენ, გვარად ანჩაბაძეები. როგორც ცნობილია, მისი დიდი წინაპარი – იოვანე აფხაზი სამეფო კარის მესტუმრეთუხუცესი ყოფილა.

Абхазов Иван Николаевич, князь  (1764 – 1831)
            генерал-майор с 25.03.1828

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%B1%D1%85%D0%B0%D0%B7%D0%BE%D0%B2,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87

https://nobility.pro/ru/statya/139-abkhazi-ivan-nikolaevich.html



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0