სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი ანდღულაძე 1866-1948წწ რუსეთის გენერალი დაბ. ოზურგეთი გურია გიორგი ანდღულაძე 1866-1948წწ რუსეთის გენერალი დაბ. ოზურგეთი გურია

1866-1948 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ანდღულაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

285       ბეჭდვა

გიორგი ანდღულაძე 1866-1948წწ რუსეთის გენერალი დაბ. ოზურგეთი გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

  • ანდღულაძე გიორგი ბეჟანის ძე (20 იანვარი 1866-1948),


  • გენერალ-მაიორი (1917), გენერალ-ლეიტენანტი (1920), 1919-20 მე-13 და 34-ე ქვეითი დივიზიების მეთაური, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1917) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1918)გიორგი ბეჟანის ძე ანდღულაძე დაიბადა 1866 წლის 20 იანვარს, ოზურგეთის მაზრაში. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის სამკლასიან სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1983 წლის 10 თებერვლიდან. 1887 წელს  დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სკოლა. მისი სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: 1888 წელს გახდა – პოდპორუჩიკი, 1892–ში პორუჩიკი, 1900–ში შტაბს–როტმისტრი, 1901 წლის 6 მაისიდან კი უკვე კაპიტანია.
  • გიორგი ანდღულაძე მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო ომებში. 1912 წლის ნოემბერში მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი. 1916 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და სათავეში ჩაუდგა ბრესტის 49-ე ქვეით პოლკს.



    იმავე წლის ივლისში, „ბრუსილოვის გარღვევის“ დროს, ბრძოლით დაიკავა მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიცია, რისთვისაც დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით. 1917 წელს მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება და სათავეში ჩაუდგა მე-13 ქვეითი დივიზიის ბრიგადას. მიღებული აქვს ორდენები: წმ. ანას მესამე ხარისხის (1907); წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის (1910); წმ. ანას მეორე ხარისხის ხმლებით (1915); წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ხმლებითა და ბაფთით (1915); წმ. ვლადიმერის მესამე ხარისხის ხმლებით (1916); წმ. ანას მეოთხე ხარისხის (1916).

    1917 წ. ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გიორგი ანდღულაძე თეთრი მოძრაობის რიგებში იბრძოდა. 1918 წლის მიწურულს მოხალისედ გაწევრიანდა გენერალ ბოროვსკის ყირიმ–აზოვის არმიაში. იმავე წლის 23 ნოემბერს მიიღო ბრძანება, რომ ყოფილი მე-13 ქვეითი დივიზიისაგან ჩამოეყალიბებინა პოლკი და გაეერთიანებინა იგი ყირიმის მოხალისეთა დივიზიაში.


    1919 წლის 18 თებერვლიდან გიორგი ანდღულაძე სათავეში ედგა ყირიმის ქვეით პოლკს. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა მე–13 ქვეითი ბრიგადის მეთაურად, ხოლო შემდეგ მე–13 ქვეითი დივიზიის ხელმძღვანელად „რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების“ შემადგენლობაში. 1920 წლის 3 აპრილს მისმა დივიზიამ დაიკავა სტანიცა სივაში. იმავე წლის აგვისტოს მიწურულიდან მეთაურობდა მე–13 და 34–ე ქვეითი დივიზიებისაგან დაკომპლექტებულ საჯარისო დაჯგუფებას. კახოვკაზე მოწყობილი წარუმატებელი შეტევის შემდეგ, გენერალ ვრანგელის ბრძანებით, გადავიდა თავდაცვაზე, ხოლო ნოემბერში, ვრანგელის არმიასთან ერთად დატოვა ყირიმი და ჩავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც დაინიშნა გალიპოლიის საექსპედიციო კორპუსის სარდლად, თუმცა ამაზე უარი განაცხადა. 

    1920 წლის 20 დეკემბერს გიორგი ანდღულაძეს „საბრძოლო წარჩინებისთვის“ მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

    გიორგი ანდღულაძე დაქორწინებული იყო ორჯერ. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ორი ვაჟი – ნიკოლოზი და მიხეილი, იუნკრები, რომლებიც 1917 წელს ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

    გენერალი ანდღულაძე ემიგრაციაში ვრანგელის ჯარებს გაჰყვა. თავდაპირველად ბულგარეთს შეაფარა თავი. 1921 წელს შეეძინა შვილი, გიგი. 1923 წლის 16 იანვარს გენერალი ოჯახთან ერთად გადავიდა მარსელში, შემდეგ პარიზში, სადაც 1924 წლიდან სათავეში ედგა მე–13 ქვეითი დივიზიის ოფიცრებისა და ჯარისკაც ვეტერანთა  გაერთიანებას.

    გიორგი ანდღულაძე გარდაიცვალა 1948 წლის, 22 მარტს, პატარა ქალაქ სენტ–ჟენევიევ დე ბუას მოხუცებულთა პანსიონში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე.

    Андгуладзе (Ангуладзе) Георгий Бежанович  (17.10.1864 – 23.03.1948)
                генерал-майор с 01.07.1917

    http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000275/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0