გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე
ფოტო სიმბოლურია
ჭყონია კონსტანტინე ასსალის ძე( 01.12.1849 - 09.11.1913) რუსეთის გენერალი კონსტანტინე ასანის ძე ჭყონია დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, აზნაურის ოჯახში.
1869 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და კავალერიის ოფიცერთა სასწავლებელი.
1876 წლიდან მსახურობდა ჯარში, იყო იმპერატორის კანვოის (ბადრაგის) ოფიცერი. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) ომში. მსახურობდა
ვლადიკავკაზის 1-ლ კაზაკთა პოლკში. 1885 წლიდან მონაწილეობდა ჩეჩნეთში აჯანყების დაშოშმინებაში, სადაც მეთაურობდა ვლადიკავკაზის
1-ლ კაზაკთა პოლკის მე-2 ასეულს, მოგვიანებით მსახურობდა თერგის კაზაკთა ჯარში, ყიზლარ-გრებენსკის 1-ლ კაზაკთა პოლკში.
1906 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
1901 წლის 22 აპრილს სიკვდილამდე განაგებდა თერგის კაზაკთა ჯარის ცხენსაშენს. ჯარში
იმსახურა 44 წელი. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო:
ოქროს იარაღით (მამაცობისათვის – 1877),
„წმ. ანას“ IV (მამაცობისათვის – 1877), III (მახვილებით და ბაფთით – 1879), III (1871), II (მახვილებით) და I ხარისხით (მახვილებით – 1899);
Чкония Константин Ассалович (01.12.1849 – 1913)
генерал-майор с 14.04.1913
https://ria1914.info/index.php/%D0%A7%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B8%D0%B9_%D0%9A%D0%BE%D0%BD%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D1%82%D0%B8%D0%BD_%D0%90%D1%81%D1%81%D0%B0%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
ფოტო სიმბოლურია ჭყონია, ირაკლი ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი