ალექსანდრე ჭყონია (1855-1907) დაიბადა ქალაქ ახალციხეში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1875 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ისტორიის მეცნიერების დასაუფლებლად პარიზს გაემგზავრა.
1877 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდგომ სხვადასხვა დროს მსახურობდა ქუთაისის, ფოთის, შორაპნისა და ოზურგეთის სასამართლოებში. 1881 წელს თავი დაანება სახელმწიფო სამსახურს და ნაფიც ვექილად დაიწყო მუშაობა ჯერ ქუთაისში, შემდეგ - თბილისში. მისი პირველი კორესპონდენცია 1874 წელს დაიბეჭდა გაზეთ "დროებაში". 1890 წელს საკუთარი ხარჯით გამოსცა "ისტორიული ნარკვევი" (საისტორიო ქრესტომათია). მან პირველმა გააცნო ქართველ მკითხველს ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების ცნობები საქართველოს შესახებ ("პიეტრო დელა ვალლეს მოხსენება საქართველოს შესახებ - 1627 წ.", "ივერია, 1871 წ. N 111"; "იტალიელი მოგზაურები საქართველოში მე-15 საუკუნეში: იოსაფა ბარბარო და ამბროზიო კონრატინი", "მოამბე", 1894, N XI; "ტავერნიეს მოგზაურობიდან მე-17 საუკუნეში", "მოამბე", 1898, VI; "არქანჯელო ლამბერტი - სამეგრელოს აღწერა", თბ., 1901). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში. 1894-1905 წლებში იყო ჟურნალ "მოამბის" რედაქტორი, 1899-1900 წლებში გაზეთ "ცნობის ფურცლის" რედაქტორ-გამომცემელი საზოგადო მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.410; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : wikisource.org
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავმჯდომარის ამხანაგი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამგეობის წევრი
ბიბლიოგრაფია
- სამეგრელოს აღწერა (მთარგმნელი). - თბილისი, მთაწმინდა, 2011. - 271გვ.. - ISBN: 9789941918506
- ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის : უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე (ავტორი). - ტფილისი, типо-лит. К. И. Месхiева, 1890. - 384გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010927/