სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ივანე რატიშვილი დიმიტრის ძევ 1868-1958წწ პოლკოვნიკი დაბ. ორიოლი რუსეთი

1868-1958 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი რატიშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ივანე რატიშვილი დიმიტრის ძევ 1868-1958წწ პოლკოვნიკი დაბ. ორიოლი რუსეთი

რატიშვილი იბანე დიმიტრის ძე(17 ივლისი 1868-26 აპრილი1958) 


ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი 1868 წლის 17 ივლისს  ქალაქ ორიოლში დაიბადა.  მისი წინაპარი სოფელ ქსოვრისიდან ვახტანგ VI–მ  1724 წელს თავის ამალაში ჩარიცხა და რუსეთში წაიყვანა. 1737 წელს, ვახტანგ VI–ის გარდაცვალების შემდეგ, ივანე რატიშვილის წინაპარმა, მეფის ამალის სხვა წევრებთან ერთად რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. 1738 წელს მეფის ამალის წევრებმა  ქართველ ჰუსართა ასეული შექმნეს, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა. ივანე რატიშვილი წინაპრების კვალს გაჰყვა - 10 წლის ასაკში მშობლებმა ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს. 1888 წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც, მისივე თხოვნით, კავკასიაში გადაიყვანეს. 1890 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო მეფის რუსეთის ერთ–ერთ საუკეთესო სამხედრო ნაწილში, ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული.



1896 წელს ივანე რატიშვილმა ცოლად შეირთო ეკატერინე ბაგრატიონი, რომლის დედა, თამარი (საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომიტეტის წევრი) – პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი იყო, ხოლო მამა – ირაკლი ბაგრატიონი – ერეკლე II–ის შვილიშვილი. ივანე რატიშვილის მეუღლემ და მისმა უფროსმა დამ ელისაბედმა (მწერლობაში „საზანდარის“ ფსევდონიმითაა ცნობილი) განათლება საფრანგეთსა და იტალიაში მიიღეს (სწორედ ელისაბედ ბაგრატიონ–ორბელიანმა თარგმნა სოლომონ იორდანიშვილთან ერთად პირველად „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულ ენაზე. გამოიცა მოგვიანებით,  1977 წელს). ივანესა და ეკატერინეს ორი შვილი – დიმიტრი და ოლღა შეეძინათ.


დიდუბის იპოდრომზე ერთ–ერთი საჩვენებელი შეჯიბრის დროს, რომელშიც ივანე რატიშვილი თავისი ესკადრონით მონაწილეობდა, ივანეს ცხენმა თავი ვერ შეიკავა და დაეცა. მხედარმა სერიოზული ტრამვა მიიღო და მთელი წელი მკურნალობდა სამხედრო ჰოსპიტალში. 1907 წელს იძულებული გახდა სამხედრო სამსახურიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით გადამდგარიყო. მალე პარიზში გაემგზავრა და იქ ნატიფი ხელოვნების აკადემია დაამთავრა წარმატებით.


პორტრეტი რატიშვილი, ივანე დიმიტრი ძე (1869-1958) - პეტერბურგში ზამთრის სასახლის კომენდანტი და მისი საუნჯის გადამრჩენი. ეკატერინე ირაკლის ასული გრუზინსკაიას მეუღლე.


სანკტ–პეტერბურგში დაბრუნებულმა ივანე რატიშვილმა სამსახური რუსეთის განათლების სამინისტროში დაიწყო. სულ მალე განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, როგორც სახვითი ხელოვნების მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ზამთრის სასახლის სამმართველოში გადაიყვანეს. საარქივო დოკუმენტებიდან და მასალებიდან ჩანს რომ 1913 წელს პოდპოლკოვნიკი თავადი რატიევი ზამთრის სასახლის პოლიცმეისტერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, იმავე წელს გვარდიაში გადაიყვანეს. 1915 წელს კი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ზამთრის სასახლეში იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას მხატვრულ განძეულობათა საცავის სარეზერვო კომისიის წევრად დანიშნეს. 1916 წელს თავადი რატიევი იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც უნდა გამოერკვია პეტროგრადის სასახლეების სამმართველოში შემავლი შენობების აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის იმავე წელს მიენიჭა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი და პოლკოვნიკის წოდება.

1917 წელს თავადი რატიევი დაინიშნა პეტროგრადის სასახლეების სამმართველოს უფროსის გენერალ–მაიორ კომაროვის თანაშემწედ. სულ მალე კი - ერმიტაჟიდან და სასახლეებიდან განძეულობის ევაკუაციისათვის გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარედ. ივანე რატიშვილმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ზამთრის სასახლისა და ერმიტაჟის განძეულობათა გადარჩენაში.



1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს პეტროგრადი განსაკუთრებულ სამხედრო ოლქად გამოიყო და ოლქის სარდლად გენერალი ხაბალოვი დაინიშნა, რომელმაც ზამთრის სასახლისა და ერმიტაჟის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილები განალაგა. ივანე რატიშვილისთვის ნათელი იყო, რომ სასახლეში სამხედრო ნაწილების განლაგება გამოიწვევდა სასახლისთვის ქვემეხების დაშენას, თუმცა გენერალ ხაბალოვს ვერაფერი შეასმინა. იგი ტელეფონოით დაუკავშირდა ნიკოლოზ II–ის ძმას მიხეილს, რომელმაც გენერალს უბრძანა დაეტოვებინა რაზმებთან ერთად იქაურობა. ივანე რატიშვილის გამბედაობისა და თავდადების შედეგად ზამთრის სასახლის ძვირფასი განძი განადგურებას გადაურჩა.

1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს, როდესაც დროებითი მთავრობა  ზამთრის სასახლეს შეეფარა,  საგანძური კვლავ საშიშროების წინაშე დადგა.ზამთრის სასახლის მთელი რიგი დარბაზების ფანჯრები გადიოდა სასახლის მოედანზე, სადაც მოთავსებული იყო სამხედრო ჰოსპოტალი, სადაც I მსოფლიო ომის დროს დაჭრილი 1000-ზე  მეტი ჯარისკაცი იწვა. ვიდრე რევოლუციონერები ზამთრის სასახლის იერიშისთვის ემზადებოდნენ ივანე რატიშვილმა დაიხმარა რამდენიმე ჯარისკაცი, თავისი ვაჟი – პაჟთა კორპუსის კურსანტი დიმიტრი და დაჭრილების საწოლები შიგნით უფანჯრო ოთახებში გადაიტანა, სადაც ტყვია ვერ შეაღწევდა და ამით ათასზე მეტი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა. სასახლეზე იერიშის დროს ერთგული ხელქვეითების დახმარებით ოქროს, ფაიფურისა და სპილოს ძვლის ქანდაკებები სარდაფის საცავებსა და სეიფებში გადამალა. როდესაც სასახლეში რევოლუციური ჯარები შეიჭრნენ და სიტუაცია უმართავი გახდა ივანე რატიშვილმა მოახერხა და კავშირი დაამყარა სასახლის შტურმის ხელმძღვანელებთან ვ. ა. ანტონოვ–ოვსენკოსა და გ. ი. ჩუდნოვსკისთან და მათი დახმარებით აღკვეთა ქურდობა და ძვირფასეულობის დატაცების მცდელობა. ივანე რატიშვილის ეს მამაცობა, პასუხისმგებლობა, წესიერება და დისციპლინა მისი რაინდული ბუნებიდან მოდიოდა. მისთვის უცხო იყო პარტიულობა და კლასობრივი დაპირისპირება. ზამთრის სასახლის იერიში აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ჯონ რიდს წიგნში „ათი დღე, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“.

1917 წლის 5 ნოემბერს რსფსრ განათლების პირველი კომისრის ა. ვ. ლუნაჩარსკის ბრძანებით ივანე რატიშვილს დაევალა ზამთრის სასახლის დაცვა, ფასეულობათა მოვლა–პატრონობა, არამარტო ზამთრის სასახლესა და ერმიტაჟში, არამედ ცარსკოე სელოში, პეტერჰოფში, გატჩინოში, პავლოვსკში, საჯარო ბიბლიოთეკასა და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ლენინი ზამთრის სასახლეს ეწვია და პირადად გადაუხადა მადლობა ივანე რატიშვილს.

1919 წლის მარტში, როდესაც საბჭოთა მთავრობა პეტროგრადიდან მოსკოვში გადავიდა, ლენინის ბრძანებით ივანე რატიშვილს იაკობ სმირნოვთან ერთად დაევალა სახელმწიფო ბანკის ოქროს მარაგისა და დიდი რაოდენობის სხვა ფასეულობათა მოსკოვში გადატანის ორგანიზება.

ივანე რატიშვილის ოჯახური ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა – 1917 წელს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო 1926 წელს ვაჟიშვილი დიმიტრი მოსკოვში მდინარეში ბანაობის დროს დაიხრჩო. 1920-1930 წლებში იგი მთარგმნელად მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა ორგანიზაციებში. 1931 წელს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და ქალიშვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1958 წლის 26 აპრილს.

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში დაცულია ივანე რატიშვილის მიერ ჩაბარებული მრავალი რელიქვია: მ. ლერმონტოვისა და ალ. ჭავჭავაძის პირადი ნივთები, საოჯახო ალბომები, ა. პუშკინისა და მ. ლერმონტოვის ლექსების ადრეული ხელნაწერები და სხვა.

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000156/

https://en.wikipedia.org/wiki/Ivan_Ratiev



ივანე რატიშვილი - ზამთრის სასახლის კომენდანტი. ივანემ ორჯერ გადაარჩინა სასახლეში არსებული ერმიტაჟის განძეულ



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0