გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე (დ.7 ნოემბერი 1916, სოფ. კურსები, ტყიბულის რაიონი — გ. 2 მაისი, 2006, რიაზანი, რუსეთი) არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი(1967);, საბჭოთა კავშირის გმირი (28 აპრილი, 1945).
დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.
დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1937 წელს, თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1940 წელს, ფ. ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემია 1951 წელს.
მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, დნეპრთან, დნესრტთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან. 1975–1992 წლებში იყო მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის მთავარი კონსტრუქტორი და დირექტორის მოადგილე. გენერალ–ლეიტენანტი. საბჭოთა კავშირის გმირი(28 აპრილი, 1945 წელი). მიღებული აქვს საზღვარგარეთის ქვეყნების(რუმინეთი, უნგრეთი) ჯილდოები. იყო ქალაქ მირნის(1975), მალოიაროსლავეცის(1985) და ტყიბულის საპატიო მოქალაქე.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.116
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი, ბალატონის ტბასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი
- ლენინის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005177/
- გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე დაიბადა 1916 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში. სკკპ წევრი. კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. ფრონტზე დაიჭრა ხუთჯერ. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის ალექსანდრე ნეველისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე მრავალი მედლით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 28 აპრილს - მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.
- გარდაიცვალა 2006 წლის 2 მაისს, დაკრძალულია მოსკოვში.
- ალფაიძის არტილერისტების პოლკმა, 13-ჯერ მოიგერია გერმანელთა შემოტევები ბალატონის ტბის (უნგრეთი) მიდამოებში. პოლკს ერთი მეტრითაც არ დაუხევია უკან, 5 დღის განმავლობაში. მამაცმა მეომრებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 23 საცეცხლე წერტილი, 10 ტანკი და 8 საარტილერიო ბატარეა.
- ამ ბროლებს მაიორი ალფაიძე მართავდა, მისი სიმამაცე ძალებს მატებდა პოლკის მებრძოლებს. მხოლოდ ერთი დღის მანძილზე, 10 მარტს, იგი სამჯერ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა. მხოლოდ საღამო ხანს, ხელმძღვანელობის ბრძანებით, დაჭრილი ალფაიძე გაიყვანეს ბრძოლის ველიდან.