სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
მიხეილ ნიკოლოზის ძე არუთინოვი 1906-95წწ  საბჭოთა გენერალი, დაბ. სიღნაღი Арутюнов Михаил Николаевич

1906-1995 წწ. გარდ. 89 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი არუთინოვი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

მიხეილ ნიკოლოზის ძე არუთინოვი 1906-95წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. სიღნაღი Арутюнов Михаил Николаевич

მიხეილ ნიკოლოზის-ძე არუთინოვი (19.09.1906-1995) გენერალ-მაიორი (18.02.1958) დაიბადა ტფილისის გუბერნიის, სოფელ სიღნაღში, ღვინის სარდაფის მეპატრონის ოჯახში. 


1923 წელს გადავიდა საცხოვრებლად სიღნაღიდან ტფილისში, სადაც ერთდროულად დაიწყო მუშაობა წარმოებაზე და, სწავლა ტფილისის მე-2 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მუშაობა ფიზკულტურის და სპორტის ინსტრუქტორად საქართველოს კომკავშირის სამაზრო კომიტეტში. 1927 წელს შევიდა ამიერკავკასიის ქვეით სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა კავკასიის მე-3 მსროლელი დივიზიის, ლორეს მე-7 წითელდროშოვან სამთო-მსროლელ პოლკში. 1935 წელს დაწინაურებულ იქნა საზენიტო-სატყვიამფრქვევო პოლკის ბატალიონის მეთაურად და, გაგზავნილ იქნა მოსკოვში, წითელი არმიის საზენიტო-სატყვიამფრქვევო სამეთაურო შემადგენლობის დახელოვნების კურსებზე. 1939 წელს გადმოყვანილ იქნა ქ.სოხუმში (აფხაზეთის ასსრ), მსროლელმეტყვიამფრქვევთა სასწავლებელში, სასწავლო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე და, კურსანტთა ბატალიონის მეთაურად.



საბჭოთა კავშირის (1941-1945) წლების დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე არუთინოვი აყალიბებს 834-ე მსროლელ პოლკს, რომელიც შევიდა მე-400 მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, მოწინააღმდეგის კონტრშეტევის უკუგდებისას, მძიმედ დაიჭრა. 1942 წელს მაიორი არუთინოვი დაინიშნა ვორონეჟის ფრონტის, მე-60 არმიის, 107-ე მსროლელი დივიზიის, 516-ე მსროლელი პოლკის მეთაურად, რომელიც აწარმოებდა მძიმე ბრძოლებს ვორონეჟის ჩრდილო-აღმოსავლეთის მისადგომებთან. მძიმე ბრძოლისას არუთინოვი დაიჭრა ნაღმის ნამსხვრევით. 1943 წლის თებერვალში მას მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება. კურსკის ბრძოლის მსვლელობისას მძიმედ დაიჭრა. ლამის მთელი წელიწადი ექიმები იბრძოდნენ მისი სიცოცხლისათვის. 1944 დასაწყისში არუთინოვი დაბრუნდა მწყობრში და, განაგრძობდა ბრძოლას მოწინააგმდეგესთან. მალევე ის დაინიშნა 261-ე მსროლელი დივიზიის, 876-ე მსროლელი პოლკის მეთაურად. მთელმა მისმა ომისშემდგომმა სამხედრო სამსახურმა გაიარა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. დიდხანს მეთაურობდა პოლკს. 1952 წელს პოლკოვნიკმა არუთინოვმა დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიასთან არსებული აკადემიური კურსები, რის შემდეგ დაინიშნა ჯერ მოტომსროლელი შენაერთის მეთაურის მოადგილედ, ხოლო შემდეგ მეთაურად. (1955 წელს, თბილისის ქვეითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ამ შენაერთში დაიწყო სამხედრო სამსახური ლეიტენანტმა (შემდგომში პოლკოვნიკმა) – ჯემალ ნიკოლოზის-ძე გოგიტიძემ (1933-1996)-მამაჩემმა. წიგნის ერთ-ერთი ავტორის შენიშვნა). 1962 წელს ჯანმრთელობის გამო გენერალ-მაიორი არუთინოვი გავიდა თადარიგში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდობებული იყო ,,ლენინის,, ორი ,,წითელი დროშის,, ,,წითელი ვარსკვლავის,, ,,სამამულო ომის,, I-ი ხარ.(1985) ორდენებით.


Арутюнов Михаил Николаевич

Родился в с.Сигнахи,Телавского уезда Тифлисской губернии, в семье владельца винного подвала.

В 1923 году переехал из Сигнахи в Тифлис, где начал одновременно работать на производстве и учился во 2-й Тифлисской средней школе.

После окончания школы начал работать инструктором по физкультуре и спорту в уездном комитете комсомола Грузии.

В 1927 году поступил в Закавказскую пехотную школу. После окончания школы служил в 7-м Лорийском Краснознаменном горно-стрелковом полку 3-й Кавказской стрелковой дивизии.

В 1935 году был выдвинут на должность командира батальона зенитно-пулеметного полка и был послан в Москву на курсы усовершенствования командного состава зенитно-пулеметных частей РККА.

В 1939 году был переведен в г.Сухуми (Абхазской АССР в стрелково-пулеметное училище на должность начальника учебной части и командира курсантского батальона.

С началом Великой Отечественной войны Арутюнов формирует 834-й стрелковый полк, который вошел в состав 400-й стрелковой дивизии. В одном из боев во время отражения контратаки противника был тяжело ранен.

В 1942 году майор Арутюнов был назначен командиром 516-го стрелкового полка 107-й стрелковой дивизии 60-й армии Воронежского фронта, который вел тяжелые бои на северо-восточных подступах к Воронежу. В тяжелом бою Арутюнов был ранен осколком мины.

В феврале 1943 года ему было присвоено звание подполковника.

Во время Курской битвы был тяжело ранен. Почти целый год врачи боролись за его жизнь.

В начале 1944 года полковник Арутюнов вернулся в строй и продолжил воевать с врагом. Вскоре он был назначен командиром 976-го стрелкового полка 261-й стрелковой дивизии.

Вся его послевоенная служба прошла в КЗакВО. Долгое время командовал полком.

В 1952 году полковник Арутюнов успешно окончил академические курсы при Военной академии им.Фрунзе и был назначен заместителем, а затем и командиром мотострелкового соединения.

В 1962 году по состоянию здоровья генерал-майор Арутюнов уволился в отставку.

http://ru.hayazg.info/%D0%90%D1%80%D1%83%D1%82%D1%8E%D0%BD%D0%BE%D0%B2_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B8%D0%BB_%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.04.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0