სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10731

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ბაგრატ ნიკოლოზის-ძე არუთინოვი (1889 – 1953) საბჭოთა გენერალი დაბ. თბილისი Баграт Николаевич Арутюнов

1889-1953 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი არუთინოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ბაგრატ ნიკოლოზის-ძე არუთინოვი (1889 – 1953) საბჭოთა გენერალი დაბ. თბილისი Баграт Николаевич Арутюнов

ბაგრატ ნიკოლოზის-ძე არუთინოვი (31.10.1889 – 24.01.1953) გზათა მიმოსვლის I-ი რანგის ვიცე-გენერალ-დირექტორი (არმიის გენერალი) სოციალისტური შრომის გმირი (05.11.1943)  დაიბადა ტფილისში, ხელოსნის ოჯახში.


დაამთავრა 2-წლიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, შემდეგ საქალაქო სასწავლებელი და 1907 წელს, ტფილისის სახელოსნო სასწავლებლის საზეინლკო-მექანიკური განყოფილება. მუშაობა დაიწყო მექანიკური ქარხნის ზეინკლად. 1909 წელს გადავიდა სამუშაოდ სახელოსნო სასწავლებელში (სადაც თვითონ სწავლობდა), ხელოსნის თანაშემწედ. 1925 წლის მაისში დაინიშნა საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებლის უფროსად, რომელიც შემდგომში რეორგანიზებულ იქნა სახელოსნო სასწავლებელში. 1928-1931 წლებში იმყოფებოდა პროფკავშირულ სამუშაოზე. მუშაობდა განათლების მუშაკთა კავშირის პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი საქართველოს პროფკავშირების საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად.


1931 წელს, ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის გადაწყვეტილებით, არუთინოვი იქნა დამტკიცებული ტფილისის ორთლქმავალ-სარემონტო ქარხნის უფროსად. 1933 წელს იქნა არჩეული საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის წევრად და დაინიშნა ჭიატურის მანგანტრესტის მმართველად. თანამდებობა იყო ძალზე საპასუხისმგებლო, რადგან ჭიათურა მაშინ ითვლებოდა ლამის ერთადერთ გამოკვლეულ საბადოდ საბჭოთა კავშირში. არუთინოვი ცდილობდა გაემართლებინა ის ნდობა, რომელიც მას ანდეს და ამიტომ, რადგან არ იყო თავისი საქმის სპეციალისტი, დაწვრილებით შეისწავლა მეტალურგიული წარმოება. 1937 წლის ოქტომბერში არუთინოვი დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსად. მთელი თავისი ენერგია და ადმინისტრაციული შესაძლებლობები არუთინოვმა გამოავლინა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის თანამდებობაზე. მისი ინიციატივით რკინიგზაზე დაინერგა პეტრე კრივონოსოვის (1910-1980) მუშაობის მეთოდები. ამან გააუმჯობესა ორთქლმავალთა პარკის მუშაობა, მისცა შესაძლებლობა აემაღლებინა საბარგო ტვირთბრუნვა და, გაეზარდა ორთლქმავალთა სადღეღამისო გარბენა. თბილისი-ხაშურის ურთულეს მონაკვეთზე გამოყენებული იქნენ ელექტრომავლები. არუთინოვი დიდ ყურადღებას უთმობდა ნოვატორთა მუშაობას. ზუსტად მაშინ გაითქვეს სახელი მემანქანეებმა გელაძემ, წიკლაურმა, ხაჩათრიანმა, რომლებსაც 1943 წელს მიენიჭათ სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1939 წლის 1 აპრილს არუთინოვი დაინიშნა საბჭოთა კავშირის გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო იმავე წლის ბოლოს კი დამტკიცებულ იქნა სახალხო კომისრის 1-ლ მოადგილედ. დაკავებული იყო რა საქმიანობით პოლიტბიუროს ხაზით, ის ერთდროულად ასრულებდა ნავთობის, შემდეგ კი სათბობ მრეწველობის სახალხო კომისრის მოვალეობებს. 1941 წლის 22 ივნისს, სტალინთან საგანგებო თათბირის შემდეგ, არუთინოვი და სახალხო კომისრის სხვა მოადგილეები სელექტორული კავშირით ადგენდნენ საზღვრისპირა გზებზე შექმნილ მდგომარეობას, ისახავდნენ სარკინიგზო ტრანსპორტის ომის პირობებში გადასვლის გადაუდებელ ზომებს. 1941 წლის ივლისში არუთინოვი, გზათა მიმოსვლის სამინისტროს ხაზით იქნა შეყვანილი ახლად შექმნილ ევაკუაციის საბჭოში. ომის დროს გზათა მიმოსვლის ორთქლმავალი და სავაგონო სამმართველოების გარდა, არუთინოვი კურირებდა სარკინიგზო ტრანსპორტის ქარხნების მუშაობას და, პასუხს აგებდა ამ ქარხნებზე საბრძოლო მასალების წარმოებაზე. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის გახადეს პასუხისმგებელი ფრონტისათვის და თავდაცვის მრეწველობისათვის ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხებში. სავარაუდოდ არუთინოვი იყენებდა იმ გამოცდილებას, რომელიც მან მიიღო ამიერკავკასიის რკინიგზაზე, რომელიც მთელი ომის მანძილზე ამარაგებდა მთელ საბჭოთა კავშირს საწვავით, კეროსინით, მაზუთით და სხვა მასალებით. 1941 წლის ოქტომბერში არუთინოვს დაეკისრა გზათა მიმოსვლის სახალხო კომისარიატის აპარატის ევაკუაციის ხელმძღვანელობა და, ოპერატიული კავშირი ყველა სახალხო კომისარიატებთან და სარკინიგზო გზებთან. 1942 წლის 14 თებერვალს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან შეიქმნა სატრანსპორტო კომიტეტი, სტალინის ხელმძღვანელობით. კომიტეტის შემადგენლობაში შეყვანილი იქნა არუთინოვიც. არუთინოვის ავტორიტეტზე, როგორც თავისი საქმის სპეციალისტისა, ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ როცა გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრად ინიშნებოდა ხრულიოვი, პოლიტბიუროს ერთ-ერთმა წევრმა გაუსვა ხაზი იმას, რომ ხრულიოვი ,,არაა რკინიგზელი, და როგორ შეიძლება ის დაინიშნოსო გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრადო?,, სტალინმა კი წამოიძახა ადგილიდან ,,მერე რა , იქ ხომ არუთინოვი არისო,, თვითონ ხრულიოვი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო მოღვაწის დიდი გამოცდილება , სწავლობადა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობის ყველა დეტალს, ეკითხებოდა არა მხოლოდ არუთინოვს, არამედ დარგის სხვა სპეციალისტებსა და ხელმძღვანელს. მაგრამ მისი უპირველესი თანაშემწე იყო არუთინოვი, და არა მხოლოდ თანამდებობრივადაც.

არუთინოვი იყო რა სახალხო კომისრის მოადგილე, მრავალჯერ იმყოფებოდა მივლინებებში სარკინიგხზო ხაზის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე და, წყვეტდა ადგილზე გადაუდებელ საკითხებს. ასე იყო 1942 წლის ივლისში, სტალინგრადთან და, ჩრდილოეთ კავკასიაში. კერძოდ, უნდა დაეჩქარებინათ სტალინგრადის ოლქიდან, საითაც მიიწევდა მოწინააღმდეგე, პურის მარაგის გატანა, და ჩრდილოეთ კავკასიაში გადასაწყვეტი იყო ფრონტისათვის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისათვის ნავთობპროდუქტების გადაზიდვის საკითხები, დაეჩქარად ყიზლარ-ასტრახანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. ევაკოტვირთების, მარგანეცის და ნავთობის კრასნოვოდსკში და, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე გადაზიდვის სამუშაოთა უკეთესი ორგანიზაციისათვის არუთინოვი დაღესტნიდან ჩამოვიდა ბაქოში. ყოველდღიურად მისი ხელმოწერით, გზების უფროსებთან მიდიოდა მითითებები და ოპერატიული განკარგულებები. არუთინოვი ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოთა და ორგანიზაციათა მუშაობას. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 1943 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებით ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის ფრონტისათვის და სახალხო მეურნეობისათვის გადაზიდვების უზრუნველყოფის საქმეში და, მიღწევებისათვის სამხედრო დროის ურთულეს პირობებში სარკინიგზო მეურნეობის აღდგებნის საქმეში , ბაგრატ ნიკოლოზის-ძე არუთინოვს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება, ლენინის ორდენისა და ოქროს მედლის ,,ნამგალი და ჩაქუჩის,, გადაცემით,, ომის შემდეგ, 1946 წლის იანვარში, არუთინოვი დაინიშნა კავკასიის ოლქის (სადაც შედიოდა ჩრდილო-კავკასიის, ორჯონიკიძის და ამიერკავკასიის მაგისტრალები), სარკინიგზო გზების უფროსად. 1951 წელს დაინიშნა შავი მეტალურგიის მინისტრის მოადგილედ ტრანსპორტის დარგში. განსაკუთრებული დამსახურებისათვის, რომელიც მან მიაღწია თავისი დარგის განვითარების საქმეში, მთავრობის და სამხედრო სარდლობის დავალებების შესრულებისათვის დაჯილდოებული იყო,,ლენინის,, (1939, 1942, 1943), ,,კუტუზოვის,, I-ი ხარ.(1945), ,,სამამულო ომის,, I-ი ხარ. (1945), ამიერკავკასიის ფედერაციის ,,შრომის წითელი დროშის,, (1932) ორდენებით. გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია იქვე, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე ( მე-2 ნაკვ., 38-ე რიგი, მე-13 საფლავი).

Баграт Николаевич Арутюнов (1889—1953) — организатор железнодорожного транспорта СССР, Герой Социалистического Труда, вице-генерал-директор путей сообщения 1-го ранга.

Родился 31 октября 1889 года в городе Тифлисе, в семье ремесленника-шорника. Окончил двухгодичное церковно-приходское училище, затем городское начальное училище и в 1907 году Тбилисское ремесленное училище, слесарно-механическое отделение. Стал работать слесарем механического завода. Через два года перешел помощником мастера в ремесленное училище, в котором учился сам, а затем пять лет работал там мастером. В мае 1925 года стал начальником фабрично-заводского училища (ФЗУ), в которое реорганизовалось ремесленное училище. В 1928—1931 годах на профсоюзной работе — ответственный секретарь Союза работников просвещения, а потом — Совета профсоюзов Грузии.

В 1931 году Решением Закавказского крайкома Арутюнов был утверждён начальником Тифлисского паровозоремонтного завода. В следующем год «энергичный и настойчивый хозяйственник» был награждён Центральным Исполнительным Комитетом Советов депутатов Грузии республиканским орденом Трудового Красного Знамени. В 1933 году был избран членом ЦК КП(б) Грузии и назначен управляющим Чиатурским марганцевым трестом. В июне 1937 года по просьбе секретаря ЦК КП(б) Грузии Л. П. Берии Арутюнова, работавшего в то время директором Тбилисского паровозоремонтного завода, принял с докладом Л. М. Каганович. В октябре Арутюнова назначили начальником Закавказской железной дороги, 12 декабря этого же года он был избран депутатом Верховного Совета СССР.

Свою энергию и административные способности Арутюнов применил на посту начальника Закавказской железной дороги. По его инициативе на дороге стали внедряться кривоносовские методы работы, широко применяться кольцевая езда. Это улучшило работу паровозного парка, дало возможность повысить вес грузовых поездов, увеличить суточный пробег паровозов. На кольцевую езду был переведён и труднейший участок Тбилиси — Хашури, где использовались мощные электровозы. 1 апреля 1939 года Арутюнов был назначен заместителем наркома путей сообщения СССР и в конце года утвержден первым заместителем наркома. Занятому по линии Политбюро, выполнявшему одновременно обязанности наркома нефтяной, а затем топливной промышленности, Арутюнову, имевшему лишь гостевой билет, довелось вместо Кагановича выступить на XVIII Всесоюзной партконференции по проблемам и задачам железнодорожного транспорта. Им был разработан график движения поездов на случай войны. 22 июня 1941 года, пока нарком Каганович был в Кремле на экстренном совещании у Сталина, Арутюнов совместно с Егоровым, Ковалёвым, Филипповым и другими заместителями наркома по селекторной связи уточняли обстановку на приграничных дорогах, намечали неотложные меры перехода железнодорожного транспорта на работу в условиях войны. В июле 1941 года Арутюнов, как заместитель Кагановича, был включен в созданный Совет по эвакуации от Наркомата путей сообщения.

В годы войны помимо паровозного и вагонного управления Наркомата путей сообщения Арутюнов курировал работу заводов железнодорожного транспорта и отвечал за производство ими боеприпасов. Решением Государственного комитета обороны его сделали ответственным за доставку фронту и оборонной промышленности нефтепродуктов, используя, видимо, его опыт работы на Закавказской дороге, снабжавшей до войны всю огромную страну бензином, керосином, мазутом и смазочными материалами. В октябре 1941 года в Куйбышев были эвакуированы правительственные учреждения и все дипломатические представительства. На Арутюнова было возложено непосредственное руководство эвакуированным аппаратом НКПС и оперативная связь со всеми наркоматами и железными дорогами. Двойное руководство из Москвы и Куйбышева осложняло работу железнодорожного транспорта, поэтому 14 февраля 1942 года при ГКО был создан Транспортный комитет во главе с И. В. Сталиным. В состав комитета был включен и Арутюнов. Об авторитете Арутюнова как специалиста говорит факт, что когда при назначении назначали наркомом путей сообщения А. В. Хрулёва кто-то из членов Ставки или Политбюро стал возражать, дескать, Хрулёв «не железнодорожник, как же можно его назначать наркомом путей сообщения?». Сталин парировал: «Но ведь там же есть Арутюнов!». Сам А. В. Хрулёв, имевший огромный опыт государственного деятеля, вникал во все тонкости деятельности железнодорожного транспорта, советовался не только с Арутюновым, но и с другими руководителями и специалистами отрасли. Тем не менее его первым помощником был Арутюнов, притом отнюдь не только по должности. Будучи заместителем наркома Арутюнов многократно выезжал в командировки, решал на месте ряд неотложных вопросов на самых сложных участках железнодорожной сети. Так было в июле 1942 года под Сталинградом и на Северном Кавказе. В частности, нужно было ускорить вывоз хлеба из Сталинградской области, к которой рвался враг, а на Северном Кавказе необходимо было неотложно решать задачи с перевозкой нефтегрузов к фронту и на нефтеперерабатывающие заводы, а также ускорить строительство железнодорожной линии Кизляр — Астрахань. Из Дагестана он прибыл в Баку для организации лучшей работы переправы эвакогрузов, марганца и нефти в Красноводск на восточный берег Каспийского моря. За достигнутые успехи отрасли, выполнение заданий правительства и военного командования по организации перевозок оборонных и народно-хозяйственных грузов в ноябре 1942 года Арутюнов был награждён вторым орденом Ленина. Указом Президиума Верховного Совета СССР от 5 ноября 1943 года «за особые заслуги в деле обеспечении перевозок для фронта и народного хозяйства и выдающиеся достижения в восстановлении железнодорожного хозяйства в трудных условиях военного времени» Арутюнову Баграту Николаевичу присвоено звание Героя Социалистического Труда с вручением ордена Ленина и Золотой медали «Серп и Молот». Имел звание Вице-генерал-директор путей сообщения 1 ранга. После окончания войны, в январе 1946 года Арутюнов возглавил Кавказский округ железных дорог, куда входили Северо-Кавказская, Орджоникидзевская и Закавказская магистрали. В 1951 году был назначен заместителем министра чёрной металлургии по транспорту. Скончался 24 января 1953 года на 64-м году жизни.

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D1%80%D1%83%D1%82%D1%8E%D0%BD%D0%BE%D0%B2,_%D0%91%D0%B0%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%82_%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0