სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
პეტრე სიმონის ძე აღნიაშვილი 1896-1937წწ  საბჭოთა გენერალი წარმ. სოფ. შილდა ყვარელი Пётр Семёнович (Агниев) Агниашвили

1896-1937 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი აღნიაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

პეტრე სიმონის ძე აღნიაშვილი 1896-1937წწ საბჭოთა გენერალი წარმ. სოფ. შილდა ყვარელი Пётр Семёнович (Агниев) Агниашвили

პეტრე სიმონის ძე აღნიაშვილი (დ. 2 თებერვალი[ ძვ. სტ. 21 იანვარი]1896თბილისი ― გ. 31 მაისი1937) — ქართველი რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაშიკომუნისტური პარტიის წევრი 1916 წლიდან.


Пётр Семёнович (Агниев) Агниашвили (груз. პეტრე სიმონის ძე აღნიაშვილი21 января (2 февраля1898Тифлис — 31 мая 1937) — грузинский революционер, советский партийный и государственный деятель.

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ოქტომბრის რევოლუციამდე მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. 1917 წლის დეკემბრიდან იყო კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტიტის შემადგენლობაში და აქტიურად მუშაობდა ფრონტის ტრაპირონის უბანზე. 1918 იყო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის აფხაზ მშრომელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ (1918 წლის მაისი) გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეთაურობდა წითელი არმიის კავკავის ჯგუფს. 1919 წლის ზაფხულიდან ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ დააპატიმრეს. 1920 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ნაწილებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო წითელი არმიის ქართული ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 სექტემბრიდან საქართველოს სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისრის მოადგილე, შემდეგ ქართული დივიზიის უფროსი. მომდევნო წლებში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე წითელ არმიაში, საქ. კპ(ბ)ცკში. სწავლობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. 1932 წლის მარტში დანიშნეს საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1933-1934 წლებში მუშაობდა საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივნად, 1935-1936 ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.



  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • სქესი: კაცი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: არასრული უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აფხაზეთის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მანამდე - საქართველოს ცკ(ბ) მეორე მდივანი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ყორღანოვის ქ. #2,
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • ბრალად ედება: რომ 1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე ეწეოდა კ/რ საქმიანობას ირგვლივ იკრებდა კ/რ განწყობილ ადამიანებს ყოფილი ოფიცრების შემადგენლობიდან. 1931 წელს დაამყარა ორგანიზაციული კავშირი ლომინაძესა და ღოღობერიძესთან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ მემარჯვენე-მემარცხენეთა ბლოკს. აფხაზეთში შექმნა კ/რ ტერორისტული ჯგუფი. 1935 წლიდან ხელმძღვანელობდა სამხედრო ტერორისტულ ცენტრს, რომელიც ამზადებდა სამხედრო აჯანყებას საქართველოს სსრ-ს სსრკ-დან გამოყოფის მიზნით. ხელმძღვანელობდა მავნებლურ საქმიანობას საქართველოს სსრ-ს სახალხო მეურნეობაში და აწვდიდა ჯაშუშურ ინფორმაციას ერთ-ერთ უცხო სახელმწიფოს. დაპატიმრებულია 14/12-1936 წელს საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების მიერ და იმყოფება სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს კომენდატურაში. პ.ს აღნიაშვილმა თავი ცნო დამნაშავედ, რომ იყო ტერორისტული ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის აქტიური წევრი
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
  • მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან


Пётр Агниашвили родился 21 января (2 февраля1896 в Тифлисе. Поступил в университет на юридический факультет. В 1916 году вступил в РСДРП. В декабре 1917 года сражается на Кавказском фронте. В 1920 году руководит частями Красной Армии, награждён Орденом Красного Знамени. В 1921 году назначен ответственным секретарём Оргбюро РКП(б) в Абхазии и зампредом ГПУ при СНК ССР Грузии. С 1930 года заведует отделом агитации и массовых кампаний ЦК КП(б) Грузии. В октябре 1932 года избран в Бюро Закавказского краевого комитета ВКП(б) и назначен вторым секретарем ЦК КП(б) Грузинской ССР. Заместитель председателя ЦИК Грузии[1]. Снят с постов 30 декабря 1936 года и арестован[2]. Репрессирован 31 мая 1937 года по сталинским спискам[3]. Реабилитирован посмертно.

Жил в Тбилиси на ул. Карганова (ныне — Лео Киачели), 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.04.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0