კონსტანტინე ჯანდიერი (1958) დაიბადა ქალაქ თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს.
1978–1980წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ №1 ექსპერიმენტულ საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1979–1990წწ. ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ–თანამშრომელად, 1980 წელს ვალეს ნახევრადძვირფასი ქვების პირველადი დამუშავების ფაბრიკის ქვის სათლელი საამქროს მუშა–ოპერატორად, 1989-1994წწ. კინოსტუდია "შემოქმედის" რედაქტორად.
იყო კინოკონცერნ "ქართული ფილმის" სამხატვრო საბჭოს წევრი, თსუ ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი 1995 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი 1999 წლიდან.
არის ავტორი სამი სამეცნიერო სტატიისა. მისი მოთხრობა "განსხვავებული კალიბრის ვაზნა" შეტანილია გერმანიაში გამოქვეყნებული ქართული პროზის ანთოლოგიაში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მწერალთა კლუბი "მეოცე საუკუნე", წევრი
- საქართველოს ლუდის მოყვარულთა საზოგადოება, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2010 - ლიტერატურული პრემია "საბა", მოთხრობების კრებულისათვის
კონკიას ღამე/ კონსტანტინე ჯანდიერი.– თბილისი : დიოგენე, 2009.– 324გვ. - 1992 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის
მოთხრობისათვის "საოჯახო ქრონიკა"
ბიბლიოგრაფია
- გლობალიზაცია : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 320გვ.. - ISBN: 978-9941-19-006-3
- კონკიას ღამე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2009. - 324გვ.. - ISBN: 978-9941-11-079-5
- ქართული ნაციონალური ბალეტი : ილიკო სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი (რედაქტორი). - თბილისი, დაიბეჭდა სტამბულში, 1996. - 136გვ.
- ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 163გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000726/