ლევან ხაინდრავა (1916-1996) დაიბადა ჩინეთში, მაშინდელ რუსეთის იმპერიაში.
1941 წლიდან მუშაობდა ქ. ხარბინის საბჭოთა პრესაში. 1948 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. 1938 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მის თხზულებებში აისახა უცხოეთის ცხოვრება. ეკუთვნის პროზაული კრებულები: "პირველი შეხვედრა" (1962), "ტყეში" (1972), "კვამლი ჰორიზონტზე" (1977), რომანები: "მშობლიური ოჯახი" (1985), "ვიწრო არს კარნი შენნი" (1985). ქართულ ენაზე გამოაქვეყნა კრებულები: "მოთხრობები" (1973) და "მოკრძალებული მოწმე" (1980). ქართველი რუსულენოვანი საბჭოთა მწერალი. მეფის რუსეთის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლის, ტერორისტის და შემდეგ ჩინეთში გადასახლებული ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი მეთაურის, ივლიანე ხაინდრავას ვაჟი და ქართველი პოლიტიკოსების ივლიანე და გოგა ხაინდრავების მამა.
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
ბიბლიოგრაფია
- მოკრძალებული მოწმე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1980. - 291გვ.
- მოთხრობები. (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1973. - 180გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013155/