ოთარ ჭილაძე (1933-2009) დაიბადა სიღნაღში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.
1958-1964წწ. მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში"., 1973-1981წწ. ჟურნალ ''საბჭოთა ხელოვნების’’ მთავარი რედაქტორად, 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი შემოქმედებისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესის დასტურია ის, რომ 1999 წელს მწერალი დასახელებული იყო ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში.
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი "ლონდრე", 1965 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1981-1987)
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტი, პასუხისმგებელი მდივანი (1964-1973)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია
- 1997 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
- 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1983 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, პეგასი, 2010. - 496გვ.. - ISBN: 978-9941-9113-5-4
რკინის თეატრი (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2007. - 456გვ.. - ISBN: 978-99940-54-96-1
წათეს წითელი წაღები (ავტორი). - თბილისი, პეგასი, 2007. - 190გვ.. - ISBN: 978-99940-69-44-6
გოდორი : რომანი (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2006. - 359გვ.. - ISBN: 99940-54-46-5
გახსოვდეს სიცოცხლე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 68გვ.. - ISBN: 99928-16-21-x
აველუმი ანუ მიმდინარე პრესის მიმოხილვა რამდენიმე სასიყვარულო თავგადასავლის ფონზე : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 600გვ.
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან : რომანი (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1995. - 468გვ.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 536გვ.
მარტის მამალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 424გვ.
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000505/