თამაზ ჭილაძე (1931-2018) დაიბადა ქალაქ სიღნაღში. დაამთავრა ივანე ჯავავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტი 1954 წელს.
მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში" (1958–64), იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973–81), 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში "პირველი სხივი" (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: კრებულები – "ღია სარკმელი" (1958), "მზის საათი" (1962), "ივლისი" (1966), "მახსოვრობა"(1978), "ლექსები" (1987), "მზე დეკემბერში" (1999); პროზაული კრებულები – "გასეირნება პონის ეტლით", "შუადღე"(1963), "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე" (რომანი, 1965), "თეთრი კვამლი" (1967), "აჰა, მიიწურა ზამთარი" (რომანი, 1967), "მდგმურები"(1971), "აუზი"(1972) და სხვ. მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1957-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1981-1987)
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტი, პასუხისმგებელი მდივანი (1964-1973)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი , "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტი
- 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1996 - დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობა , პირველი პრემია
პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი" - 1992 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1978 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის)
- გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ბრეიგელის მთვარე : რომანი (ავტორი). - თბილისი, პეგასი, 2008. - 156გვ.. - ISBN: 978-9941-0-0257-1
- პირველად იყო სიტყვა : ესეისტური პროზა (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1993. - 448გვ.
- ბუდე მეცხრე სართულზე : პიესები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 302გვ.
- წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1978. - 229გვ.
- აჰა, მიიწურა ზამთარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 335გვ.
- ღია სარკმელი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1958. - 105გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000887/