სერგი ჭილაია (1912-1993) დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.
1941-1944წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1944-1949წწ. - საქართველოს კპ ცკ-ის ლიტერატურისა და ხელოვნების სექტორის გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში; პირველი ლიტერატურული წერილი "ეგნატე ნინოშვილის გურია" გამოაქვეყნა 1934 წელს, პირველი წიგნი "ვახტანგ ორბელიანი" - 1941 წელს; მისი სამტომეული "მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა" უახლესი ქართული მწერლობის რთული და საინტერესო ლიტერატურული პროცესის სისტემატიზაციის პირველი მეცნიერული ცდაა; XX ს. 10-20-იანი წწ. ქართული ლიტერატურის მიმართულებათა ისტორია გადმოცემულია წიგნებში "ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა" (1953) და "წლები და პრობლემები" (1980); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963).
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.978
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი (1951-1973)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- ეკატერინე ჭავჭავაძე : რომანი, ქრონიკა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1992. - 640გვ.
- შვილები : ქრონიკა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 320გვ.
- მოგონებების გამა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1989. - 383გვ.
- ოცწლეული (1921-1940) წლები და პრობლემები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1986. - 380გვ.
- ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1954. - 343გვ.
- ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1949. - 233გვ.
- ვახტანგ ორბელიანი : ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, საქ. ალკკ ცკ საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტგამომც., 1941. - 120გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009715/