მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ნუკრი ვალერის ძე ჭილაია დაიბადა 1974 წლის 23 სექტემბერს სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში. 1991 წელს დაამთავრა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის აჩადარის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ნუკრი ჭილაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში.აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ნუკრი ჭილაია 1992 წლის 13 ოქტომბერს,მდინარე გუმისთის მისადგომებთან დაიღუპა.
ნუკრი ჭილაია დაკრძალულია სოფელ გუმისთაში,საკუთარი სახლის ეზოში.