სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
წიგნები აფხაზეთის ომზე
მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე
ბმულის კოპირება

წიგნები აფხაზეთის ომზე

გვარი ირემაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

463       ბეჭდვა

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეორები: ბატალიონის შტაბის უფროსის თანაშემწე, სამწყობრო ნაწილის უფროსი ბაადურ კორძაია, ჯავშანსატრანპორტო სამსახურის უფროსი ალექსანდრე კუტივაძე II ასეულის ოცმეთაური ავთანდილ კერესელიძე ახლა რიგრიგობით, მონაცვლეობით ყვებიან მათი თვალით დანახულ ომზე. პირველი დღიდან ბოლო დღემდე. ბევრ რამეს ერთამნეთს ახსენებენ, უსწორებენ და ინფორმაციას ავსებენ. ულმობელი დავიწყებას სცოდნიაო დროს, ხშირ-ხშირად მოიბოდიშებენ და რაღაც-რაღაცეებს ბაადურ კონძაიას მიერ სოხუმიდან გამოტანილ დავთარში აზუსტებენ.

ზოგჯერ ემოციების სძლევთ. ფეხზე წამოხდებიან და უდიდესი აღტაცებით ხატავენ თანამებრძოლთა გმირობისა და ვაჟკაცობის ეპიზოდებს.

თითქოს პირველად ყვებიან და ეს იმედსაც ბადებს, რომ იქ სოხუმში დანთებული ცეცხლი ასე იოლად ვერ ჩაქრება. ის შეიძლება მხოლოდ მიინავლოს. მეორე ბატალიონის მეომრები. ვინ იცის, უკვე მერამდენედ მიუყვებიან აფხაზეთის ომის გზას პირველიდან

ბოლო მღემდე.

...მე-2 მოხალისეთა ბატალიონი კორნელი ჩალაძემ შექმნა სოხუმში 18 აგვისტოს, ომის პროვოცირების მე-4 დღეს, იგი ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტდა. ბატალიონის ერთი ნაწილი ომის ბოლო დღეს გამოვიდა სოხუმიდან.

ბატალიონი გუმისთის მისადგომებთან იბრძოდა. მის შემადგენლობაში იყვნენ აჟარლები, სოხუმელები, კელასურელები, გუდაუთელთა ერთი ასეული. ავთანდილ კერესელიძეც გუდაუთელია, იგი უმცროს ძმა როსტომთან ერთად იბრძოდა ამ ბატალიონში გუდაუთიდან გამოღწევის შემდეგ. მესამე ძმასაც კოპიტნარში მოესწრო გახიზვნა, სუ-22-ის მექანიკოსად მუშაობდა.

გვერდი 80 წიგნი საქართველოსთვის

...მეორე ბატალიონის მეთაური იყო ვახტანგ მუკბანიანი, შტაბის უფროსი - ვალერი კორძაია, მეთაურის მოადგილეები თენგიზ

დარცმელია (მძიმედ იყო დაჭრილი), ოთარ გუგუსიანი და სხვა.

მეორე ბატალიონის თავდაპირველი შემადგენლობაც მივიდა ეშერამდე, მერე შეთანხმების თანახმად პირველი დაშორიშორება მოხდა.

ქართულ ჯარს კელასურამდე უნდა დაეხია, მოწინააღმდეგეს კი ახალ ათონამდე. სინამდვილეში, ქართველებმა მართლა დაიხიეს უკან, აფხაზები კი წინ წამოვიდნენ და ქართველთა მიტოვებული პოზიციებიც თვითონ დაიკავეს.

...ომის ყველაზე უმძიმესი და უსასტიკესი დღეები მეორე ბატალიონის მეომრებისთვისაც 1993 წლის 15-16-17 მარტი იყო. ბატალიონი ფაქტობრივად ალყაში აღმოჩნდა, ამ სამი დღის განმავლობაში 36 ადამიანი დაეღუპათ და 170 დაეჭრათ.

გია შამუგიას _ ბატალიონის მეთაურის პირველი მოადგილის ცხედარი ამ შეტაკების მერე იპოვეს ახლოს მდებარე ერთსართულიან პატარა სახლში, იგი როგორც ჩანს, ხელჩართული ბრძოლისას შეიტყუეს სიღრმეში. მაშინ მტრისა და შენიანის გარჩევა ძალიან ჭირდა:

ყველას ერთნაირი _ რუსის სამხედრო ფორმა ეცვა. ამ ბრძოლების შემდეგ გაიკეთეს ქართველმა მეომრებმა თეთრი სამკლაურები. ყოველ სამ მეტრში მტერი იყო, ზოგ შემთხევაში

ზურგშიც მტერი იყო შემოჭრილი. გიამ მის ასაყვანად სახლში შემოჭრილ 8 მოწინააღმდეგესთან ერთად აიფეთქა თავი. (იგი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვეს).

თემურ სტეფლიანის _ მეორე ასეულის მეთაურის ასეულიც ალყაში აღმოჩნდა, ბევრი მისი თანამებრძოლი მის გვერდით დაეცა ამ ალყაში, შემდეგ მოხდა ისე, რომ მთელი დღის განმავლობაში მარტო იბრძოდა, ყუმბარებს უშენდნენ თურმე, მერე დაიჭრა, მტერს იგი მკვდარი ეგონა. მხოლოდ მესამე საღამოს მიაღწია ხოხვა-ხოხვით ბატალიონამდე.

15 მარტს გაწმენდაზე გასვლისას ასმეთაურს _ თედო რეხვიაშვილს ხელყუმბარა გამოედო მანდარინის ტოტზე. მის გვერდით

მყოფნიც რომ არ აფეთქებულიყვნენ, თედომ ხელყუმბარა ჩაიხუტა და ისე დაიღუპა.

კახაბერ იოსელიანსა და შალვა გუგუშვილს (22-22 წლისანი იყვნენ) მამებიც მოჰყვნენ ფრონტის წინა ხაზზე: ამბროსი იოსელიანი და შოთა გუგუშვილი. კახაბერი და შალვა, ორივე ნაღმტყორცნის ჭურვმა იმსხვერპლა. ვერა, ვერ შეძლეს მამებმა შვილების გადარჩენა, ბედისწერა უფრო ულმობელი აღმოჩნდა, ვიდრე მათ ეგონათ. მერე მწუხარებასა და მტერს ერთად უმკლავდებოდნენ უბედური მამები.

ალმა-ათელი ვიტალი კაპიტოვი სოხუმში მდგარ რუსულ ჯარში მსახურობდა. როცა მან დაინახა ქართველი ბიჭები რა ვაჟკაცურად

იბრძოდნენ 15-16 მარტს, ქართველებთან გამოიქცა და მათ გვერდით ვაჟკაცურად იბრძოდა. 20 წლის რუსი ბიჭი რკინიგზის ხიდთან შემოტევისას დაიღუპა. მას გულის ჯიბეში დედასთან გასაგზავნი სიკვდილამდე სამი დღით ადრე დაწერილი წერილი უპოვეს: მე ქართველებთან ერთად ვიბრძვი და ვებრძვი არა აფხაზებს, არამედ რუსებსო.

...მარტის ლეგენდარულმა ბრძოლებმა რწმენა მოჰგვარა ქართველ მეომრებს, რომ მათში არის ძალა, რომლის დამარცხებაც

თვით კარგად გაწვრთნილმა რუსის ჯარმაც ვერ შეძლო. ქართველი მებრძოლები თოვლზე ,,კეტებით“ დარბოდნენ. მტერი კი თბილად იყო ჩაცმულ-დახურული, თან ქონდათ ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა, გარდა ამისა, ერთჯერადი შპრიცები, საჭმელი, პური, სპირტი, თითქმის ყოველ `ბოევიკს“ მხარზე 3-4 ყუმბარტყორცნი (`მუხა“) ჰქონდა გადაკიდებული, ჩვენ კი `მუხა“ თვალითაც არ გვინახავს.

მიუხედავად ამისა, მტერს გენერალური შემოტევა ჩაეშალა. უკან დაიხია, ვერ ძლია ქართულ ჯარს. ქართულ არტილერიას, რომელიც მტრის არტილერიაზე გაცილებით ძლიერი იყო. როცა არტილერია დასცხებდა, ბიჭები კიდევ მხნევდებოდნენ, მაგრდებოდნენ, უძლეველები ხდებოდნენ. მტერს ქართველთა პოზიციების აღების შემდეგ, ყველაზ მეტად ის უკვირდათ თურმე, ამ თვითნაკეთი `ტრუბებით“ როგორ აჯედნენ ტყვიას ტყვიაში. ამ `ტრუბებს“ ხელით იჭერდნენ თურმე ზოგჯერ ბიჭები, გაისროდა, წაიქცეოდა, მიზანში მოარტყამდა და ისევ წამოაყენებდნენ.

...ომის ბედი 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულებამ გადაწყვიტა. მე-2 ბატალიონმაც გადამალა ორი ბმპ, მაგრამ სანამ გემზე

არ ააყვანინეს, არ შეეშვნენ. იმავდროულად კი ქართველი მეომრები აფიქსირებდნენ, თუ როგორ მალავდა მოწინააღმდეგე მხარე მძიმე ტექნიკას, ხმამაღლა ამბობდნენ კიდეც, მაგრამ მათი არავის სჯეროდა. სოხუმი დღესაც არ იქნებოდა დაცემული, ქართული ჯარისათვის ტექნიკა რომ არ ჩამოერთმიათ. მიუხედავად ამისა, ომის განახლების შემდეგ ქართველ მეომრებს 13 დღე და 13 ღამე ეკავათ სოხუმი.

მთელ გუმისთაზე ერთი ტანკი დადიოდა, ჯერ ერთი პოზიციიდან გაისროდა, მერე მეორედან, მესამედან...მტერიც მერე დაუცველად დარჩენილ იმ ადგილს უმიზნებდა.

...სამშვიდობო პროცესის დროს ფაქტობრივად დაიშალა 23-ე ბრიგადა. ბიჭები ბატალიონში იკრიბებოდნენ, ისხდნენ, ხან ნარდს თამაშობდნენ და ხან რას. მე-2 ბატალიონის ბიჭებიც ასევე იყვნენ: ისინი ამაოდ უცდიდნენ მათი ბატალიონის შინაგანი სამინისტროს შემადგენლობაში გადაყვანას. ერთი სიტყვით, ბატალიონის შენარჩუნების იმედს ჯერაც არ ჰკარგავდნენ, დრო გადიოდა, არავინ არაფერი იცოდა. ტექნიკა კი გაჰყავდათ, კვადრატიული თუ ოთხუთხედი ფორმის სახის რუსი პოლკოვნიკები პოზიციებზე დადიოდნენ და აფიქსირებდნენ, სადმე ხომ არ დარჩათ ქართველებს ტანკი ,,ბმპ“ ან ქვემეხი. ჩვენ ცისფერჩაფხუტიანები ვართო, ამბობდნენ ისინი, არადა, სახეზე ეტყობოდათ თურმე. ეს ის ნაომარი ხალხი იყო, ცოტა ხნის წინათ გუმისთის მეორე მხარეს რომ იდგნენ.

...14 სექტემბერი. ბიჭები იარაღის ჩაბარებაზე ფიქრობენ, უფრო სწორად, აიძულებენ, იფიქრონ. ამ დროს მოდის ინფორმაცია:

აფხაზები გუმისთის ხიდზე გადმოდიანო. ბიჭები გარბიან იმ იარაღით, რაც ხელთ აქვთ და რას ხედავენ: რკინიგზაზე მორბიან აფხაზები, სამანქანო ხიდზე გადმოდიან კოლონები. 6 მწკრივად დამდგარან, წინ დროშა მოაქვთ და მოდიან ისე, როგორც პარადზე, თითქოს არაფერს ელოდებიანო. უკან სამი `ბმპ“ მოჰყვებათ. ქართველი მეომრები ყველაფერს უყურებენ, მაგრამ ბოღმა ახრჩობთ, სროლის შესაძლებლობა არა აქვთ, ავტომატი ამ სიშორეზე უძლურია, ვერაფერს გააწყობს. უცებ მეექვსე ბატალიონის ბიჭებმა ერთი `ბმპ“ ააფეთქეს. როგორც კი ხიდზე გადმოვიდნენ, დაიწყეს დაფანტვა და პოზიციების დაკავება.

...ომი განახლდა.

ჩვენი ბატალიონიდან 80 კაცამდე ვიყავით პოზიციაზე დარჩენილი, _ ამას უკვე ავთანდილ კეკელიძე ჰყვება, _ პირველ დღეებში

მოგვიკლეს და დაგვიჭირეს რამდენიმე ბიჭი. ჩვენ უკვე ვალერი კორძაია გვხელმძღვანელობდა.

...25 სექტემბერი იყო. ვიღაცამ დარეკა, დატოვეთ პოზიცია და გამოდითო. კორძაიამ გვითხრა: რა ვქნათ, ბრძანება ბრძანებაა,

უნდა გავიდეთო. ამოვედი ბრიგადის შტაბში. იქ გაირკვა, არავინ იცის, ვინ დარეკა. გავიხედეთ, მოვიდნენ შევარდნაძე და იოსელიანი: ჩვენ ძალიან განერვიულებულები ვართ, თვალებზე ცრემლი გვადგას, სოხუმს ვტოვებთ, იოსელიანი გვეუბნება: შვილებო, დაბრუნდით უკან (ორი საათის გამოსულები ვართ), ქობალია მოდის 40 ტანკით და ნუ გეშინიათო. ვალერი კორძაია კინაღამ დახვრიტეს, გამოსვლის ბრძანება ვინ მოგცაო. ქალაქი თითქმის დაცლილია. მერე გვეუბნებიან, ტანკი გაგიძღვებათ და უკანვე დაბრუნდებითო. წინ ერთი ,,ბმპ“ და ერთი ტანკი გაგვიძღვა, მალე გზაში, ვერც გავიგეთ ტანკი სად წავიდა, სად დაიკარგა. ერთი ,,ბმპ“-თი და ერთი ,,კამაზით“ სავსე ხალხი მაიაკიდან შევედით ისევ და დავიკავეთ პოზიციები. კიდევ კარგი, აფხაზებს ჩვენი გასვლის შესახებ არაფერი შეუტყვიათ თითო მჭიდი დავცალეთ სიფრთხილისთვის და დავდექით, მთელი ღამე გავუძელით. მეორე დღეს, ასე 2 საათისთვის ქუთაისელი ახალწვეულები მოგვაშველეს. როგორც კი დაიწყეს ჭურვებმა ცვენა რას ვხედავთ, მათგან ვინ სად გარბის, კაცი ვერ გაიგებს. მოვიდა მათი მეთაური და ამბობს: ვერ უძლებენ, ტირიან და რა ვქნაო. ისინი წამოვიდნენ.

დრო გადის, თანდათან ვგრძნობთ ალყაში ვექცევით, კავშირი არავისთან გვაქვს, მტრის ტანკებიც მოგვადგნენ. მე-8 ბატალიონის ბიჭებიც აღარ ისვრიან. გასვლის ბრძანება მათაც მიუღიათ და გასულან. ახლა ვალერის სიტყვასღა ვუცდით... და გადაწყდა, უნდა გამოვიდეთ. იწვის სოხუმი, ჩამოვედით მაიაკიდან, იქ, სადაც რუსის ჯარი იდგა. როგორც აქ არ არის ახლა სროლები, ისე იქ არ იყო. ყველაფერი გაჩერებულია: აღარც აფხაზები ისვრიან და აღარც ჩვენები.

26-ია საღამო. წამოვედით ზღვის სანაპიროთი. ერთგან ვხედავთ, ჩვენი ტყვიამფრქვევი დგას მიტოვებული. პირში ტყვია აქვს. კაციშვილი აღარ ადგას თავზე. ვიღაცამ თქვა, მოდით ერთი კაცი აქ დარჩეს და ისროლოს, ვითომ აქა ვართო. ავთო გოგლიძე დარჩა იქ და დაიწყო სროლა. მერე დაგვეწია. შტაბში შევიარეთ, იქ მხოლოდ ერთი დარაჯია, შვიდი დღეა არაფერი გვიჭამია, 15-15 კაცი რიგ-რიგობით შევდივართ და იქ დარჩენილ საჭმელს ვჭამთ. იქნებ, კუჭი ცოტა მაინც ამოვივსოთ.

გვერდი 82 წიგნი  საქართველოსთვის წითელ ხიდთან ზეიკიძის ხალხი იდგა, გვითხრეს, ეხლავე გამოვალთ და მთავრობის სახლამდე წავიდეთო, ამ დროს მოვიდა გენო ადამია, ხელში იყო დაჭრილი, გვითხრა: შვილებო, მე უკვე თქვენი უფრო არ ვარ, ამიერიდან მხოლოდ თქვენი ძმა ვარ. მთავრობამ გვიღალატა. თქვენ კი ახლა წადით. დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთო.

...მეომრებს სვანეთის გზაზე გენო ადამიას მძღოლი უნახავთ. ასე თქვაო: მე გამომიშვა, თვითონ კი მანქანით წავიდაო. მოგვიანებით ისიც შეუტყვიათ: გენომ ერთის გარდა, ყველა მცველი დაითხოვა და წითელი ხიდისკენ წავიდა. როგორც ამბობენ, ერთი მის წინ მიმავალ ქართულ ტანკს გადაუსწრო, მერე კი რა მოხდა ზუსტად არავინ იცის...

...26 სექტემბერს, გვიან საღამოს გულრიფშის გამგეობაში ჟიული შარტავას დაურეკავს, ინფორმაცია მაქვს, თითქოს სოხუმში ტანკები შემოვიდნენო. იქვე გადაუმოწმებიათ და გაუგიათ: გულრიფშში გადამალული 2-3 დაზიანებული ტანკი შეუკეთებიათ და სწორედ ისინი შემოსულან სოხუმში.

...სოხუმი თითქმის ისევე დაეცა, როგორც გაგრა, ორივე სამშვიდობო პოლიტიკას შეეწირა. სოხუმში ყველაფერი კიდევ უფრო იმან გაართულა, რომ სექტემბერში აქ სწავლა დაიწყო და ბავშვები და ქალები შევიდნენ, ბუნებრივია, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ სოხუმელ ჯარისკაცს ცალი ყური შინისკენ ჰქონდა. იქითკენ, სადაც ცოლ-შვილი, დედა ეგულებოდა. მით უმეტეს მაშინ, როცა აშკარად ხედავდა რა ხდებოდა სოხუმში, როცა დამხმარეც არსაიდან არავინ ჩანდა.

...სოხუმის დაცემა ქალაქიდან ტექნიკის გაყვანამ განსაზღვრა. ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგნი ვიყავით ამისი, არ გვჯეროდა შეთანხმების. და თუ ჩვენ ვხედავდით უნდობლობის მიზეზს, რატომ ვერ დაინახა იგი საქართველოს ხელისუფლებამ და თუ მაინც წავიდა ამაზე, როგორ არ შეიმუშავა რაღაც ვარიანტი მაინც ტექნიკის დაუყოვნებლივ შემოსაყვანად. იმ საგანგებო შემთხვევისთვის, თუ ხელშეკრულება დაირღვეოდა? - სულ ბოლოს იკითხეს მეომრებმა და ეს კითხვა ამ ტრაგედიის ოთხი წლის თავზე კიდევ ერთხელ ხმიანდება ვაკის პარკიდან ენგურამდე.

ნატო კორსანტია

1997 წელი


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი

აბრამია გიგლა

ავალიანი ენვერ

ალასანია რამაზ

აბშილავა პაატა

ბაღიშვილი გურამ

ბაძაღუა კახაბერ

ბენდელიანი ავდიდ

ბენდელიანი ბეგლარ

ბენდელიანი ელგუჯა

ბოთერაშვილი გიორგი

გასვიანი სოსლან

გეგენავა ფრიდონ

გერლიანი ოთარ

გვილავა გენადი

გოგიბერიშვილი გოგი

გოგრიჭიანი თეიმურაზ

გოგუა ჯადული

გუგუსიანი მურმან

გუგუშვილი შალვა (ალიკა)

გუჯეჯიანი დავით

დადვანი მარლენ

დარჯანია მურთაზ

ვიბლიანი ზურაბ

ვიბლიანი ხვიჩა

ზანდუკელი მიხეილ

ზოტოვი დიმიტრი

თოდუა თამაზ

ივეჩიანი ელდარ

იოსელიანი კახაბერ

კაპიტოვი ვიტალი

კვარაცხელია იური

კლევჩუკი ვასილ

კობახიძე გურამ

კობეშავიძე გიორგი

კოპალიანი გრიგოლ

ლომიძე ზვიად

ლიპარტელიანი გრიშა

მაისაია თამაზ

მაისურაძე მალხაზ

მაისურაძე ფრიდონ

მაცაბერიძე ოქროპირ

მილდიანი სერგო

მიქაძე გედევან

მიშველაძე რევაზ

მელაძე ნიკოლოზ

მეტრეველი დავით

მეტრეველი რეზო

მურღვლიანი ნონა

მელაშვილი თავდი

ნანავა ზურაბ

რატიანი თამაზ

რეხვიაშვილი ამირან

რეხვიაშვილი თამაზ

რეხვიაშვილი შოთა

საჯაია ბადრი

სილაგაძე სერგო

სილაგაძე ჯეირან

სიჭინავა ჯემალ

სტეფლიანი ტარიელ

სხულუხია გია

სხულუხია თენგიზ (ხვიჩა)

ტალახაძე თამაზ

ტლაშაძე გიორგი

ტყემალაძე ფრიდონ

ფარცვანია გრიგოლ

ფარცვანია ირაკლი

ფარჯიანი გივი

ქალდანი იაროსლავ (გელა)

ქალდანი ნოდარ

ქარსელაძე ვლას

ქოქაშვილი მურმან

ყოლბაია გენად

შამუგია ტარიელ (გია)

შამუგია როინ

შაკაია სლავიკ

შერვაშიძე ერეკლე

ჩაკვეტაძე თამაზ

ჩალაძე ირაკლი

ცინდელიანი ზვიად

ცხადაია ხვიჩა

ძაგანია რევაზ

წერედიანი გოგი

წურწუმია გია

წურწუმია დავით

წურწუმია შმაგი

ჭილაია ნუკრი

ხარებავა კახა

ჯანჯღავა ამირან

ჯაჭვლიანი ბაადურ

ჯაჭვლიანი ჯეირან

ჯაჭვლიანი რეზო

ჯღამაძე რაულ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0