აბრამ (იბრაჰიმ) ბეი შინჯიკაშვილი. ეგვიპტის მეხუხე ქართველი მმართველი სოფელ მარტყოფიდან, იბრაჰიმ ბეი, ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის დიდი განმგებელი დაიბადა 1735 წელს საქართველოში. სოფელ მარტოფში. მას ჰქონდა შეიხ ალ ბალადი, რომელიც იყო მამლუქების უმაღლესი წოდება. როდესაც 15 წლის იყო ის გაიტაცეს მუსლიმებმა და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდეს. ის ეგვიპტეში იქნა წაყვანილი. ეგვიპტელმა მფლობელმა ისლამი მიაღებინა და სახელი შეუცვალა. ბეის წოდება მან მოგვიანებით - 1767 წელს მიიღო. იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო, მან გაათავისუფლა იბრაჰიმი მონობისგან ერთგულად მსახურობისთვის. როდესაც მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა იგი, სხვა ქართველ მამლუქთან - მურად ბეისთან ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ. პიერ ლარუსის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "იბრაჰიმ ბეიმ მოიგერია ჰასან ფაშას მრავალრიცხოვანი ექსპედიციების ტალღა და 1800 წელს სწრაფი დარტმით კაირო დაიკავა."
იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში წერილი გაგზავნა, სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. ფრანგი ისტორიკოსები ლეონიდე პინო და პაულ მასონი აღნიშნავდნენ: "იბრაჰიმ ბეი ქართველი მღვდლის შვილია და კარგადაც ახსოვს თუ მამასთან ერთად როგორ მონაწილეობდა სიონის ტაძარში შესრულებულ წირვა-ლოცვაში." იოანე ბატონიშვილის "კალმოსობაში" საუბარია იბრაჰიმ ბეგის ურთიერთობაზე საქართველოს სამეფო სახლთან. "იბერიმ ბეგ დიდი ერთგული და მოსიყვარულე იყო თვით საქართველოს მეფეთა - ირაკლისა და გიორგისა, რომეიცა ძღვნიდა მუნებურთა არმაღანთა და ეგრეთვე ამდიდრებდა მუნ მომსვლელთა ქართველთა. ბეგები ეწეოდნენ ყოველთა მუნ მისრულთა ქართველთა.
1801 წელს იბრაჰიმ ბეგისა და უსმან ბეგის ხელმძღვანელობით მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიის და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან ისტანბულში რომ დამარცხების შემთხვევაში საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რუსებმა მათ უარი უთხრეს. ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორიც მამლუქები იყვნენ რუსებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.
ქართველთა მიერ მართული ეგვიპტისა და საქართველოს ურთიერტობას შეგნებულად ხელს უშლიდა ასევე ოსმალეთის იმპერია. მათ კარგად იცოდნენ, რომ ეგვიპტეს მრავალრიცხოვანი და უძლიერესი შეიარაღებული ძალები ჰყავდა. ამ ძალების მასშტაბურობაზე წარმოდგენას გვაძლევს ეგვიპტის მამლუქთა ცხენოსანი ჯარების რეესტრი, რომელიც ამ პერიოდის არაბულ წყაროშია დაცული:
ჯონდი ალ-ჰალკა ანუ სულთნის არმია - 24, 000სულთნის მამლუქები - 10, 000ეგვიპტის ამირთა მამლუქები - 8, 000დამასკოს ჟანდარმერია და დამასკოს მამლუქები - 15, 000ალეპოს ჟანდარმერია და ალეპოს ამირთა მამლუქები - 8, 000ტრიპოლის ჟანდარმერია და ტრიპოლის ამირთა მამლუქები - 5, 000საფადის ჟანდარმერია და საფადის ამირთა მამლუქები - 2, 000სირიის ციხე-კოშკთა გარნიზონები და მათივე მამლუქები - 60, 000მამლუქთა ქვეშევრდომი არაბების ცხენოსნები.სირიისა და დიარბექირის მიწა-წყალზე გაფანტული თურქმანი მეომრები, რომლენიც აღრიცხვაზე ჰყავდათ და ექვემდებარებოდნენ მამლუქებს - 215, 000ქურთების ცხენოსნები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ მამლუქებს - 20, 000ე.წ. ეგვიპტის მილიცია, რომელიც მაშინდელი ეგვიპტის 33, 000 (ოცდაცამეტი ათას) სოფელს გამოჰყავდა - 66, 000სულ - 526, 000 (ხუთასოცდაექვსი ათასი) მეომარი.