სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10731

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
 გაი თუმანიანი, ლაზარეს ძე (1901-1971) საბჭოთა გენერალი თბილისი

1901-1971 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი თუმანიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

გაი თუმანიანი, ლაზარეს ძე (1901-1971) საბჭოთა გენერალი თბილისი

გაი ლაზარეს-ძე თუმანიანი (12.05.1901 -20.11.1971) სატანკო ჯარების გენერალ-ლეიტენანტი (19.04.1945)  დაიბადა ტფილისში. 1917 წელს დაამთავრა ტფილისის ვაჟთა გიმნაზიის 5 კლასი.


1924 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. ეკავა სხვა და სხვა თანამდებობები, მათ შორის, იყო სამხედრო კომისრის თანაშემწე, მთიელთა კავალერიის ეროვნული სკოლის სამხედრო კომისარი, 61-ე კავალერიის პოლკის მეთაურის თანაშემწე პოლიტნაწილში, წყნარი ოკეანის დივიზიის მე3 პოლკის ბატალიონის მეთაური. 1920-ანი წლების დასაწყისში დაამთავრა სვერდლოვის სახ. კომუნისტური უნივერსიტეტი, ქ.მოსკოვში. 1929 წელს წარჩინებით დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიის აღმოსავლეთმაცოდნეობის ფაკულტეტი. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, ჩინეთის აღმოსავლეთ რკინიგზაზე. 1930-1935 წლებში იმყოფებოდა წითელი არმიის შტაბის, სადაზვერვო სამმართველოს განკარგულებაში. 1935-1936 წლებში მუშაობდა საბჭოთა საკონსულოში, ქ .ხარბინში (ჩინეთი). იყო საკონსულოს 1-ი მდივანი, 1935 წლიდან განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომელი, ხოლო 1936 წლის თებერვლიდან წითელი არმიის სადაზვერვო სამმართველოს სპეცგანყოფილება ,,A,,-ს უფროსი. 1935 წლის 23 ნოემბერს მიენიჭა ,,ბრიგადის კომისრის,, სამხედრო წოდება.


ესპანეთში ომის დროს, იყო რესპუბლიკური არმიის სამხედრო მრჩეველი. 1940 წელს დაინიშნა სამხერრო-საინჟინრო აკადემიის კომისრად. 1940 წლის 19 ივნისს მიენიჭა ,,დივიზიის კომისრის,, სამხედრო წოდება. 144 მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში. 1942 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა ,,გენერალ-მაიორის,, სამხედრო წოდება. (1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, დაინიშნა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების წარმომადგენლის რანგში, პარტიზანულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა და, მე-2 გვარდიული მსროლელი კორპუსის სამხედრო კომისრად, სადაც იმყოფებოდა 1942 წლის აპრილამდე. 1943 წლიდან იყო მე-2 სატანკო კორპუსის სამხედრო კომისარი (საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ ლიზიუკოვის სარდლობით). ა.ლიზიუკოვის, მე-5 არმიის სარდლად დანიშვნის შემდეგ, გენერლის თხოვნით, მასთან ერთად იქნა გადაყვანილი გენერალი თუმანიანიც. მე-5 სატანკო არმიასთან ერთად მონაწილეობდა სტალინგრადთან გენერალ პაულიუსის მეთაურობით გერმანული არმიის დამარცხებაში. სტალინგრადთან კონტრშეტევის დაწყებამდე, მოხდა არასასიამოვნო ეპიზოდი გენერალ თუმანიანის მონაწილეობით. წაკინკლავებისას, მან გაარტყა მეთაურს, რომელიც წელავდა ბრძანების შესრულებას. წითელი არმიის მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსმა, შჩერბაკოვმა მოახსენა სტალინს და, გამოთქვა მოსაზრება თუმანიანის საქმე გადაეცათ სამხედრო სასამართლოს. მაგრამ სტალინმა თქვა-,,თუმანიანს ვიცნობ, დაანებეთ მას თავი,, 1944 წლის 24 იანვარს დაინიშნა მე-6 სატანკო არმიის სამხედრო საბჭოს წევრად. ომის შემდეგ, მე-6 სატანკო არმიასთან ერთად იქნა გადასროლილი შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მონაწილეობდა ბრძოლებში იაპონიის არმიასთან. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, მსახურობდა საბჭოთა არმიის, სტალინის სახ. ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემიის, პოლიტგანყოფილების უფროსად, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი სამმართველოს პოლიტგანყოფილების უფროსად. 1956 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1969 წელს წლოვანების გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. 1969-1971 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო 145 ორი ,,ლენინის,, ექვსი ,,წითელი დროშის,, ,,სუვოროვის,, მე-II, ,,კუტუზოვის,, I-ი, ,,ბოგდან ხმელნიცკის,, I-ი ხარ., ,,შრომის წითელი დროშის,, და ,,წითელი ვარსკვლავის,, ორდენებით. გენერალ-ლეიტენანთ გ.ლ.თუმანიანის საფლავი მოსკოვში,ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე.


Гай (Гайк) Лазаревич Туманян (псевдоним Андрей) (12 мая 1901 — 20 ноября 1971) — советский военный деятель, генерал-лейтенант танковых войск (19.04.1945), уполномоченный Военного совета по организации и руководству партизанским движением на Северо-Западном фронте во время Великой Отечественной войныкандидат исторических наук. Член РСДРП(б)/РКП(б)/ВКП(б)/КПСС с августа 1917 года.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0