სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10712

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
სტეფანე კინოსიანი ილიას-ძე 1900-1965 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. სოფ. სათხა ნინოწმიდა სამცხე ჯავახეთი Киносян Степан Ильич სტეფანე კინოსიანი ილიას-ძე 1900-1965 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. სოფ. სათხა ნინოწმიდა სამცხე ჯავახეთი Киносян Степан Ильич

1900-1965 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კინოსიან სია

ნინოწმინდა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

სტეფანე კინოსიანი ილიას-ძე 1900-1965 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. სოფ. სათხა ნინოწმიდა სამცხე ჯავახეთი Киносян Степан Ильич

სტეფანე ილიას-ძე კინოსიანი (1900-29.09.1965) გენერალ-ლეიტენანტი (19.04.1945) დაიბადა ტფილისის გუბერნიის, ბორჩალოს მაზრის, სოფ.სათხაში, გლეხის ოჯახში.


Киносян Степан Ильич

სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ, მოეწყო ახალქლაქის დაწყებით სასწავლებელში.1918 წელს მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ტფილისის მაზრის, დაბა წალკაში. 1920 წელს, კინოსიანი შედის წითელ არმიაში. 1923 წელს მეთაურობა აგზავნის მას სასწავლებლად მოსკოვში, სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სახ. წითელი არმიის 1-ლ საბჭოთა გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში, რომელსაც ის წარმატებით ამთავრებს ორ წელიწადში და, მას ტოვებენ სკოლაში სასწავლო ოცეულის მეთაურად. ბევრ შრომას სდებდა ის სამეთაურო კადრების სწავლის და აღზრდის საქმეში. 1926 წლის გაზაფხულზე იგი გადაიყვანეს ერევანში, სომხურ სამხედრო სკოლაში, ხოლო ეროვნულ ნაციონალური სკოლების გაერთიანების შემდეგ, მას აგზავნიან ტფილისში, ამიერკავკასიის სამხედრო სკოლაში. აქ მან დაჰყო ექვსი წელი. მსახურობდა ასეულის მეთაურის თანაშემწედ, კურსანტთა ასეულის მეთაურად, სკოლის სასწავლო განყოფილების უფროსის თანაშემწედ. 1933 წელს კინოსიანი გახდა მ.ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიის ძირითადი ფაკულტეტის მსმენელი. 1936 წლის ნოემბერში მან დაამთავრა სწავლა აკადემიაში 1-ი ხარისხის დიპლომით და, დაინიშნა 48-ე მსროლელი დივიზიის შტაბის 1-ი ნაწილის უფროსად. 


ერთ წელზე მეტი უხდებოდა მას შეთავსებით, დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობის შესრულება. კინოსაიანმა ღირსეულად შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება. ამავე პერიოდში ის იმსახურებს ნიჭიერი ორგანიზატორის რეპუტაციას, რომელმაც ბრწყინვალედ იცის საშტაბო სამუშაო. 1939 წლის ზაფხულში კინოსიანი ინიშნება კიევის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის შტაბის განყოფილების უფროსის თანაშემწედ. ამ თანამდებობაზე ის უფრო აფართოვებს და აღრმავებს თავის ოპერატიულ-ტაქტიკურ თვალთახედვას, ძირფესვიანად ითვისებს მუშაობას საარმიო აპარატში, აგრეთვე ოპერაციების დაგეგმარებას. ის ხშირად არის ჯარებში, ოსტატურად ითვისებს თავის თავში მაღალ სამეთაურო მომთხოვნილობას, ყოველდღიურ ზრუნვას და იჩენდა ხალხისადმი ყურადღებას. დაქვემდებარებულ ხელქვეითებთან და უფროს მეთაურებში იმსახურებს გამოცდილი და ყოველმხრივ მომზადებული ოფიცრის სამართლიან ავტორიტეტს. 1939 წელს კინოსიანი, კორპუსის ცხენოსან-მექანიზირებული ჯგუფის შემადგენლობაში და შტაბის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მყოფი, მონაწილეობს დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. 1939-1940 წლებში პოლკოვნიკი კინოსიანი მონაწილეობს სსრკ- ფინეთის ომში. მკაცრი ზამთრის პირობებში და, მოწინააღმდეგის ძლიერი გამაგრებების პირობებში, სამხედრო მოქმედებები იქცა საბრძოლო დახელოვნების კარგ სკოლად. აქ ღრმად გაიხსნა მისი სამეთაურო ნიჭი და პირადი საბრძოლო თვისებები.


1940 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი კინოსიანი დაინიშნა ბალტიისპირეთის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის, შტაბის ოპერატიული განყოფილების 1-ი ქვეგანყოფილების უფროსად. (1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, პოლკოვნიკი კონოსიანი დაინიშნა 33-ე არმიის (რომელიც შეიქმნა მოსკოვის სამხედრო ოლქში 1941 წლის ივლისში), შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად. 1942 წლის 17 ნოემბერს მიენიჭა ,,გენერალ-მაიორის,, სამხედრო წოდება. მომდევნო სამხედრო სამსახური განაგრძო 49-ე არმიაში. მონაწილეობდა ბელორუსიის ოპერაციაში, პოლონეთის და გერმანიის განთავისუფლებაში. ჰქონდა უმაღლესი მთავარსარდლის, ი.სტალინის 12 მადლობა. ომის შემდგომ პერიოდში მსახურობდა რიგი სამხედრო ოლქების შტაბის უფროსად. 1950 წელს კ.ვოროშილოვის სახ. გენერალური შტაბის დამთავრების შემდეგ, დარჩა აკადემიაში სამეცნიერო სამუშაოზე. გენერალ-ლეიტენატმა კინოსიანმა, დიდი სამამულო ომის დროს, მსახურობდა რა არმიის შტაბის უფროსად და, ომის შემდგომ პერიოდში - სამხედრო ოლქის შტაბის უფროსად, დააგროვა მდიდარი პრაქტუკული გამოცდილება ოპერაციებში ჯარების მართვის ორგანიზაციის საქმეში. სისტემატურად მუშაობდა თავის თავზე, 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1964 წელს გენერალი კინოსიანი ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. გარდაიცვალა უეცრად. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ,,ლენინის,, (1945), ,,წითელი დროშის,, (1940,1942,1944,1945,1950), ,,სუვოროვის,, მე- II (1943), ,,კუტუზოვის,, I-ი და მე – II (1943), ,,ბოგდან ხმელნიცკის,, I-ი ხარ.(1944), ორდენებით. მიღებული ჰქონდა პოლონეთის ჯილდოები- ,,ვირტუტი მილიტარის,, ორდენი (1945) და ,,გრიუნვალდის ჯვარი,, მე-II ხარ.(1945)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.04.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0