თამაზ ჩხენკელი (1927-2010) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.
1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია "ტრაგიკული ნიღბები" ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ–ი, ლექსები; რ. თაგორი "გიტანჯალი", "ბენგალია", "ბჰაგავატგიტა", დანტე "ახალი ცხოვრება", "ინდური საგალობლები", "აღმოსავლური ლირიკა", ჰომეროსის "ოდისეა" და სხვ.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველას პოემებში", დაიცვა 1972 წელს.
გვარი ჩხენკელი ცხოვრობს ილემი, ქუთაისი, ქუტირი, ღანირი, ხონი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1997 - ღირსების ორდენი
- 1977 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ტრაგიკული ნიღბები : კვლევები ვაჟა-ფშაველას შესახებ (ავტორი). - თბილისი, მემკვიდრეობა, 2009. - 303გვ.. - ISBN: 978-9941-0-1117-7
- სარკითა და სახითა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2002. - 200გვ.. - ISBN: 99928-947-5-X
- მწვანე ბივრიტი : ლიტ.-კრიტ. წერილები (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2002. - 336გვ.. - ISBN: 99928-854-1-6
- შეხვედრები და სინანული (რედაქტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 271გვ.
- მშვენიერი მძლევარი : კრიტიკ. სტატიები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 345გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000725/