სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ოჰანეს სედრაკის-ძე ოვანოღლიანი 1901-1958 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. ახალქალაქი  Ованоглян Ованес Седракович ოჰანეს სედრაკის-ძე ოვანოღლიანი 1901-1958 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. ახალქალაქი  Ованоглян Ованес Седракович
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ოვანოღლიან სია

ახალქალაქი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ოჰანეს სედრაკის-ძე ოვანოღლიანი 1901-1958 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. ახალქალაქი Ованоглян Ованес Седракович

ოჰანეს სედრაკის-ძე ოვანოღლიანი (1901-28.06.1958) არტილ.გენერალ-მაიორი (03.08.1953) დაიბადა ტფილისის გუბერნიის, სოფელ ახალქალაქში, ღვინის მაღაზიის მფლობელის ოჯახში. 1919 წელს წარმატებით დაამთავრა ტფილისის ნერსესიანის სომხური სასულიერო სასწავლებელი და, გადავიდა საცხოვრებლად ქ.ალექსანდროპოლში(ერევნის გუბ., ახლ.ქ.გიუმრი), სადაც დაიწყო მუშაობა სარკინიგზო ტელეგრაფზე. 1920-1921 წლებში სწავლობდა სამეთაურო კურსებზე ქ.ბაქოში.



სამხედრო სამსახური დაიწყო ოცმეთაურად. 1922-1924 წლებში მსახურობდა შავი ზღვის სანაპირო დაცვის საარტილერიო ნაწილებში. 1924-1926 წლებში მსახურობდა ბალტიის ზღვის სანაპირო დაცვის პოლკის, ცალკეული საარტილერიო ბატარეის მეთაურად. 1927 -1931 წლებში სწავლობდა ძერჟინსკის სახ. საარტილერიო აკადემიაში, ლენინგრადში. 1932-1934 წლებში მსახურობდა სომხური საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად. 1934-1935 წლებში მსახურეობდა საარტილერიო პოლის მეთაურად. 1935-1939 წლებში მსახურობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადის შტაბის უფროსად და, პოლკოვნიკის წოდებით. 1939 წელს გადმოყვანილ იქნა მოსკოვში, წითელი არმიის მსროლელტექნიკური კომიტეტის უფროსად. 182 ამ თანამდებობაზე მან გამოავლინა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების საბრძოლო მომზადების, მოწინავე გამოცდილების ხედვის და შეფასების ცოდნა. იგი ავტორია რიგი შრომებისა, საზენიტო ცეცხლის თეორიის და პრაქტიკის დარგში.


ოვანოღლიანის წინადადებები და დამუშავებები, წარმატებით იყო გამოყენებული საბრძოლო მოქმედებების დროს, სსრკ დიდ სამამულო ომში. ომის შემდგომ პერიოდში, 1948 წლიდან მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე, რომელიც ეხებოდა საზენიტო არტილერიის ხარისხობრივი განახლების საკითხებს. 1950-იანი წლების დასაწყისში საზენიტო არტილერიამ დაიწყო შეიარაღება, ახალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, მართვის თანამედროვე ხელსაწყოებით და, საიარაღო დარტყმის სადგურებით. 1951 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და, მიენიჭა ,,სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატის,, ხარისხი. მისი პირადი და უშუალო მონაწილეობით იყო დამუშავებული რიგი სამეცნიერო-კვლევითი შრომებისა საზენიტო არტილერიის სროლის თეორიის და პრაქტიკის საკითხებში, რომლებმაც ჰპოვეს ეფექტური პრაქტიკული გამოყენება (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში. 1956 წელს გენერალ-მაიორი ოვანოღლიანი გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო.


Ованоглян Ованес Седракович, Родился в Ахалкалаки, Тифлисской губернии, в семье владельца винной лавки.

В 1919 году успешно окончил Тифлисскую армянскую духовную Нерсисяновскую семинарию и уезжает в г.Александрополь (ныне Гюмри), где начал работать на железнодорожном телеграфе.

В 1920 -1921 годах учился на Бакинских командных курсах.

Начал службу командиром взвода. В 1922-1924 годах служил в артиллерийских частях береговой обороны на Черном море.

В 1924-1926 годах-командир отдельной артиллерийской батареи в полку береговой обороны Балтийского моря.

В 1927 году поступил и в 1931 году окончил артиллерийскую академию им.Дзержинского в Ленинграде.

В 1932-1934 годах-Ованоглян начальник штаба армянского артиллерийского полка.

В 1934 -1935 годах- командир артиллерийского полка.

В 1935 -1939 годах- начальник штаба бригады ПВО.(полковник).

В 1939 году был переведен в Москву начальником стрелково-технического комитета РККА


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.04.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.09.2021
სულ რედაქტირებულია 2



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0