სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ბორის არტემის-ძე პაპინიანი 1913- 1993 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. ახალციხე Папинян Борис Артемьевич ბორის არტემის-ძე პაპინიანი 1913- 1993 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. ახალციხე Папинян Борис Артемьевич

1913-1993 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი პაპინიან სია

ახალციხე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

ბორის არტემის-ძე პაპინიანი 1913- 1993 წწ საბჭოთა გენერალი, დაბ. ახალციხე Папинян Борис Артемьевич

ბორის არტემის-ძე პაპინიანი (19.07.1913- 1993) საინტენდ.სამს.გენერალ-მაიორი (22.02.1963) დაიბადა ქ.ახალციხეში, ხელოსნის ოჯახში. 1928 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.


1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ჰიდრო-ტექნიკური ტექნიკუმი. 1931-1934 წლებში მუშაობდა ახალციხის სასაზღვრო რაზმში, სასაზღვრო საგუშაგოების მშენებლობის მწარმოებლად. 1934 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. მსახურობდა 1-ლ ქართულ მსროლელ პოლკში (ტფილისში), 1935 წლიდან მსახურობდა ახალციხის სამხედრო კომისარიატში, შემდეგ საქართველოს სამობილიზაციო ოლქში (ტფილისში), რომელსაც 1938 წელს ეწოდა საქართველოს სსრ სამხედრო კომოსარიატი, 1940 წელს გადაიყვანეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. (1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, მონაწილეობას იღებდა 89-ე სომხური, 414-ე და 276-ე ქართული მსროლელი დივიზიების ფორმირებაში. 1954 წლამდე მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედო ოლქის შტაბში.


1954-1964 წლებში მსახურობდა გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში. 1964-1967 წლებში მსახურობდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილედ. გენერალ-მაიორი პაპინიანი წლების განმავლობაში ითვლებოდა საინტენდანტო სამსახურის მსხვილ მუშაკად, სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით და მოწონებით რიგ სამხედრო ოლქების ჯარებში. 184 მას არ ჰქონდა სპეციალური სამხედრო მომზადება გავლილი, მაგრამ მან დამოუკიდებლად მოიპოვა ფართო პროფესიული თვისებები, და ღრმად ერკვეოდა საინტენდანტო სამსახურის ყველა წვრილმანში. 1967 წელს გავიდა თადარიგში. დაჯილდოებული იყო ,,წითელი დროშის,, ორი ,,წითელი ვარსვლავის,, ,,სამამულო ომის,, მე-II ხარ.(1985) ორდენებით.


Папинян Борис Артемьевич 

Родился в г. Ахалцых, Тифлисской губернии, в семье кустаря-одиночки. В 1928 – закончил среднюю школу. В 1931 – заканчивает Закавказский гидротехнический техникум.

В 1931-1934 годах работал вольнонаемным служащим в Ахалцихском погранотряде на строительстве пограничных застав производителем работ.

В 1934 году был призван в РККА. Служил в 1-й Грузинском стрелковом полку в Тифлисе (на Авлабаре), с 1935 года служил в Ахалцихском военном комиссариате, затем в упрвлении Грузинского мобилизационного округа в Тифлисе (впоследствии переименованного в Военный комиссариат Грузинской ССР).

В 1940 году был переведен в штаб КзакВО.

С началом Отечественной (1941-1945) войны принимает самое деятельное участие в формировании новых кавказских национальных частей и соединений. В формировании 89-й армянской и 414, и 276-й грузинской стрелковых дивизий.

Вплоть до 1954 года служил в штабе КзакВО. В 1954-1964 годах служил в ГСВГ. В 1964-1967 годах служил заместителем начальника штаба Северо-Кавказского ВО.

Генерал-майор Папинян на протяжении многих лет слыл крупным интендантским работником, пользовался большим авторитетом и признанием в войсках ряда округов. Не имея специальной военной подготовки, самостоятельно приобрел обширные профессиональные навыки, глубоко разбирался во всех тонкостях интендантской службы.

В 1967 году вышел в запас.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.04.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0