გაბრიელ I — ქართლის კათოლიკოსი VI საუკუნის დასაწყისში. იხსენიება აბრაამ სომეხთა კათოლიკოსის მესამე ეპისტოლეში (VII საუკუნის დასაწყისი) კირონ ქართლის კათოლიკოსისადმი. ამ წყაროს თანახმად, გაბრიელ I ყოფილა დვინის საეკლესიო კრების (506) მონაწილე, ქართული ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელი.