როდამ ჩაჩანიძე (1926-1993) დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.
მოთხრობათა პირველი კრებული "თეთრი ხომალდი" გამოსცა 1952 წელს. ეკუთვნის რომანები: "გზა ნავსადგურისაკენ მიდის" (1964), "ლურჯი წიგნი" (წგნ. 1-2, 1977-1979), "წითელი წვიმა ნილოსზე" (წგნ. I, 1985); ფანტასტიკური მოთხრობები: "ჩაძირული კუნძული" (1967), "ამიხოტის დაქცევა" (1976); მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობები: "ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალზე" (1969), "პამპერი" (1975); მოთხრობების კრებული "ოკეანის ლეგენდები" (1982) და სხვა. მისი ცალკეული თხზულებანი თარგმნილია რუსულ, ესტონურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, რუმინულ ენებზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.88
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1952-)
ბიბლიოგრაფია
- ირლანდიელი ლედი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1973. - 179გვ.
- ოთხასმეცხრე კვადრატი : ფანტასტიკური მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1972. - 73გვ.
- ჩაძირული კუნძული : ფანტასტ. მოთხრობა. უფრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1968. - 147გვ.
- მოაგარაკე ყმაწვილები : მოთხრობები ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1957. - 77გვ.
- თეთრი ხომალდი : საბავშვო მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1952. - 64გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009865/