გიორგი ჩაჩანიძე 1965 14 ოქტომბერი დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1989 წელს.
1993-1994წწ. მუშაობდა ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში ხატვის წრის ხელმძღვანელად; 1994-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის ხატვის მასწავლევლად, ამავე კათედრის დოცენტი (2005), ასოცირებული პროფესორი (2006); 2007 წლიდან თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ხატვის მასწავლებელია. პერსონალური გამოფენები: გალერეა უნივერსი (2004), საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (2010), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ჰოლი (2014). 1993 წლიდან მონაწილეობა აქვს მირებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. 2009 წელს დასახელდა ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" წლის საუკეთესო მხატვრად. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველო, გერმანია, რუსეთი, იტალია, ჰოლანდია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1997-)