ედიშერ ყიფიანი (1924-1972) დაიბადა თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით 1949 წელს.
პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა ახალგაზრდულ გაზეთებსა და "ნიანგში"; 1951 წელს ჟურნალ "დროშაში" დაიწყო მუშაობა და სამუდამოდ დაუკავშირდა ლიტერატურას; ჟურნალების ფურცლებზე აქვეყნებდა უტყუარი ნიჭით აღბეჭდილ ნარკვევებსა და მოთხრობებს; მისი საქმიანი თვისებები - მომთხოვნელობა, პრინციპულობა, გემოვნება - სრულიად გამოვლინდა ჟურნალ "მნათობში" პასუხისაგებ თანამდებობებზე მოღვაწეობისას; მკითხველმა შეიყვარა ამ უზადო ხელოვანის "მაღალი ჭერი", "ათფურცლიანი რვეულები", "გოგონა რომელსაც ზღვა უყვარს", "მწვანე ფარდა", "მეცხრე კარი" და სხვა; განსაკუთრებულად წარმოჩნდა მწერლის ოსტატობა მის ბოლო ორ რომანში — "ცაში ასროლილი ქუდები" და "წითელი ღრუბლები".
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.357
ბიბლიოგრაფია
- უბის წიგნაკი (ავტორი). - თბილისი, ლიტ. მატიანე, 1998. - 39გვ.
- ღიმილი სარკეში : იუმორ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ გამ-ბა, 1959. - 67გვ.
- ბურთი და მოედანი : ნარკვევები ქართველ სპორტსმენებზე (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1954. - 78გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007663/