სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ჯონი ფირცხალაიშვილი მიხეილის ძე (დ. 1947)  გენერალ ლეიტენატი(1999) დაბ. ლანჩხუთი Джони Михайлович Пирцхалаишвили
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ფირცხალაიშვილი სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

ჯონი ფირცხალაიშვილი მიხეილის ძე (დ. 1947) გენერალ ლეიტენატი(1999) დაბ. ლანჩხუთი Джони Михайлович Пирцхалаишвили

ჯონი მიხეილის ძე ფირცხალაიშვილი (დ. 22 მაისი1947ლანჩხუთი) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1991 წლის 15 სექტემბრიდან — 1992 წლის 2 იანვრამდე), გენერალური შტაბის უფროსი 1998 წლიდან 2003 წლის სექტემბრამდე დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.


Джони Михайлович Пирцхалаишвили (груз. ჯონი მიხეილის ძე ფირცხალაიშვილი; род. 22 мая 1947, Ланчхути) — грузинский военный, генерал-лейтенант.

Министр обороны Грузии с 15 сентября 1991 года по 2 января 1992[1][2]. Начальник генерального штаба вооружённых сил Грузии с 1998 по сентябрь 2003 года


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1970 წელს; 1973 წელს ორჯონიკიძის საერთო-საჯარისო სასწავლებელი; 1978 წელს ფრუნზეს სახელობის საერთო-საჯარისო სამხედრო აკადემია.


1970-1974წწ. იყო ოცეულის მეთაური; 1972-1973წწ. ასეულის მეთაური; 1973-1974წწ. ბატალიონის შტაბის უფროსი; 1974-1978წწ. ბატალინოს მეთაური; 1978-1981წწ. პოლკის შტაბის უფროსი; 1981-1982წწ. პოლკის მეთაურის მოადგილე; 1982-1983წწ. პოლკის მეთაური; 1983-1985წწ. დივიზიის შტაბის უფროსი; 1985-1988წწ. დივიზიის მეთაური; 1988-1990წწ. ვინიცის ოლქის სამხედრო კომისარი; 1990-1991წწ. საქართველოს სამხედრო კომისარი; 1992-1993წწ. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამხედრო კონსულტანტებისა და ინსპექტორების ჯგუფის უფროსის მოადგილე - მთავარი სამხედრო კონსულტანტი; 1996 წელს სახმელეთო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-2003წწ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მიღებული აქვს მედალი "სსრკ შ.მ. 60 წელი" (1978) და III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის" (1981), გენერალ-ლეიტენანტი (1999).


წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 317; სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.118 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი (1998-2003)
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1982 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1973 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0