ფირცხალაიშვილი ჯონი მიხეილის ძე (22 მაისი 1947) გენერალ-მაიორი (1988), გენერალ-ლეიტენანტი (1999), სამ ვარსკვლავიანი გენერალი (2002).
საქართველოს თავდაცვის მინისტრი (1991-92), გენერალური შტაბის უფროსი (1998-2003). გენერალ-მაიორი (1988), გენერალ-ლეიტენანტი (1999).
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1970), მოსკოვის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. სამხედრო მრჩეველი ეთიოპიაში. მსახურობდა საბჭოთა არმიაში (1972-91), საქართველოს სამხედრო კომისარი (1989-91). სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე ქართულ ჯარში (1994-2003).„ვახტანგ გორგასლის“ ორდენის სრული კავალერი (I, II, III ხარისხის, 2003).