სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კონსტანტინე აფხაზი 1867-1923წწ საქართველოს გენერალი დაბ. კარდენახი სიღნაღი კახეთი Константин (Котэ) Николаевич Абхази

1867-1923 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი აფხაზი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

59       ბეჭდვა

კონსტანტინე აფხაზი 1867-1923წწ საქართველოს გენერალი დაბ. კარდენახი სიღნაღი კახეთი Константин (Котэ) Николаевич Абхази

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე   25 სექტემბერი 1867-20 მაისი 1923 დახვრეტილია ბოლშევიკების მიერ

Князь Константин (Котэ) Николаевич Абхази (в России — Абхазов[1]груз. კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე აფხაზი25 сентября 1867Карданахи — 20 мая 1923Тифлис) — грузинский военный и политический деятель, генерал-майор Русской императорской армии (1916) и национальной армии Грузинской Демократической Республики (1918), предводитель дворянства Тифлисской губернии.

მისი წინაპრები აფხაზი თავადები იყვნენ, გვარად ანჩაბაძეები. როგორც ცნობილია, მისი დიდი წინაპარი – იოვანე აფხაზი სამეფო კარის მესტუმრეთუხუცესი ყოფილა

დაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1885 და პეტერბურგის სამხედრო აკადემია1890 წელს.


დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა(1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის(1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების, შარვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. 1890 წლიდან მსახურობდა  ცარისტული რუსეთის არმიაში. I მსოფლიო ომის წლებში(1914–1916) სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას. 1917 წლის თებერვალ-სექტემბერში იგი აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ(რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა. დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1919 წლის თებერვლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო კონსტანტინე აფხაზი. სწორედ ეროვნულმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სხდომაზე, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სამართლებრივი ხასიათის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. სხვა ცნობილ მოღვაწეთა ხელმოწერებთან ერთად ამ აქტს ამშვენებს აფხაზის ხელმოწერაც. 1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან და გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის დროს აფხაზი იყო ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. 1923 წლის თებერვალში  დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკიის ტერიტორიაზე. ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის(1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის(1918) არტილერიის გენერალ-მაიორი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი(1918), ილია ჭავჭავაძის დის შვილი.

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004023/


კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის-ძე აფხაზი, თავადი

(27.11.1867 -20.05.1923)

გენერალი (1919)

დაიბადა თელავის მაზრის სოფელ კარდენახში, სამხედრო და საზოგადო მოღვაწის,  ნიკოლოზ აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. 

ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების – შარვაშიძეთა კახეთში დამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. 

კოტე აფხაზი იყო ილია ჭავჭავაძის (1837-1907) დის შვილი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში. 

1886 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, იმავე წელს შევიდა პავლოვსკის I-ლ სამხედრო სასწავლებელში სანკტ-პეტერბურგში, რომელიც დაამთავრა 1888 წელს. შემდგომში დაამთავრა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა (1890). 

მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში, 1891 წლიდან მსახურობდა კავკასიის დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის-ძის სახელის საარტილერიო ბრიგადაში. 

1892-1913 წლებში არჩეულ იქნა ოფიცერთა ღირსების სასამართლოს წევრად. 

1911 წელს იმყოფებოდა სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში. 

მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 

1914-1915 წლებში მეთაურობდა კავკასიის საველე-საარტილერიო ბრიგადას დასავლეთის ფრონტზე. 

1915 წლის 8 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

 1906-1913 წლებში იგი არჩეული იყო ტფილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად, იმავე ხანებში მისი უშუალო ხელმძღვანელობითკ ახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა. 

1913-1914 და 1916-1917 წლებში აფხაზი ასრულებდა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოვალეობას. 

 1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზმა ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნულ- დემოკრატიული პარტია (1921-1923 წლებში  ასრულებდა ამ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას).


იმავე წლის თებერვალ-სექტემბერში აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის სექტემბერში. იმავე 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს)  აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 

1918 წლის 21 თებერვალს გადადგა რუსეთის არმიის სამხედრო სამსახურიდან პოლკოვნიკად. 

რუსეთის არმიის სამსახურში დაჯილდოებული იყო

«წმ.ვლადიმერის»- IV ( მახვილებით და ბაფთით-1913) და III ხარისხის (მახვილებით-1916) ორდენებით, 

«წმ.ანას»  III (1906) ხარ. ორდენით,

«წმ.სტანისლავის»  II (1910) ხარ. ორდენით.

1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო კოტე აფხაზი. სწორედ ეროვნულმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისს თავის ისტორიულ სხდომაზე მიიღო საქართველოს დამოუკედბლობის აქტი, სამართლებრივი ხასიათის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. სხვა ცნობილ მოღვაწეთა ხელმოწერებთან ერთად ამ აქტს ამშვენებს კოტე აფხაზის ხელმოწერაც. 

1919 წელს იყო არჩეული ეროვნული პარლამენტის – საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 

1919-1920 წლებში მუშაობდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის დირექტორად და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. 

1919 წელს კოტე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან, გიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა კოტე აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა.

საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა 1921 წლის თებერვალი, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის XI წითელმა არმიამ აიღო ტფილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. კოტე აფხაზმა კატეგორიული უარი განაცხადა ტფილისის დატოვებაზე. 

«ტფილისი -საქართველოა, და ვინც ტფილისს სტოვებს, ის სტოვებს საქართველოს»-იყო მისი პასუხი. 

1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა საბჭოთა საოკუპაციო ჯარს. 

იმავე წელს კოტე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს «დამოუკიდებლობის კომიტეტი») შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის «სამხედრო ცენტრი». ცენტრი  საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. 

სამწუხაროდ, გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. «ЧК»-ამ) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 

1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კოტე აფხაზი და «სამხედრო ცენტრის» სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს ტფილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მისი ბოლო სიტყვები იყო- 

«მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!» თბილისში არის გენერალ კოტე აფხაზის სახელობის ქუჩა (ყოფილი გენერალ-პოლკოვნიკ კ.ლესელიძის ქუჩა).




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0