სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
იასონ ახვლედიანი  ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ  საქართველოს გენერალი, დაბ. ვანი იმერეთი იასონ ახვლედიანი  ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ  საქართველოს გენერალი, დაბ. ვანი იმერეთი

1852-1940 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ახვლედიანი სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

იასონ ახვლედიანი ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ საქართველოს გენერალი, დაბ. ვანი იმერეთი



ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე (7 აპრილი, 1852-19 იანვარი, 1940), გენერალ-მაიორი (1910), 1908-11 ყარსის ოლქის სასაზღვრო ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1905) იასონ (იაზონ) ალექსანდრეს-ძე ახვლედიანი დაიბადა 1852 წლის 7 აპრილს ქუთაისის გუბერნიის დაბა ვანში, აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასა და ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში.



ჯარში სამსახური იასონ ახვლედიანმა დაიწყო პრაპორშჩიკის ჩინით საარმიო ქვეითებში, 1876 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. 1900 წლიდან მეთაურობდა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონს. რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყებისთანავე გადაიყვანეს ბატალიონის მეთაურად, ციმბირის მე-12 ქვეით პოლკში. მონაწილეობდა მანჯურიაში წარმოებულ ლაშქრობებშიც.


ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის იასონ ახვლედიანს ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა ნეჟინის (უკრაინა) 137-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906-1911 წლებში მეთაურობდა ყუბის (აზერბაიჯანი) 155-ე ქვეით  პოლკს, პარალელურად მსახურობდა აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტად. 1910 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.


1911 წლის იანვარში, ბრძოლებში მიღებული კონტუზიისა და ჭრილობების გამო იასონ ახვლედიანი ჩაირიცხა თადარიგში, ხოლო 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირითა და პენსიით.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იასონ ახვლედიანი  ცხოვრობდა თბილისში 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროში. იყო ქართული არმიის ვეტერანთა სახლის უფროსი.

გენერალი იასონ ახვლედიანი გარდაიცვალა 1940 წლის 19 იანვარს, თბილისში. განისვენებს კუკიის სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის იასონ ახვლედიანი დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის IV ხარ. (1905 წლის 13 თებერვალი); წმ. ანას IV (მამაცობისათვის-1877), III (მახვილებით-1888), II (მახვილებით-1904) და I (1895) ხარ.; წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაფთით -1877) და II (1896) ხარ.; წმ. ვლადიმერის IV (ბაფთით – 25-წლიანი სამხედრო სამსახურისათვის- 1901) და III (მახვილებით-1905) ხარ. ორდენებით. 

დაკრძალვის ადგილი:

კუკიის სასაფლაო, თბილისი

Ахвледиани Ясон (Ясен) Александрович  (07.04.1852 – 19.01.1940)

            генерал-майор с 06.12.1910

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000669/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.05.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 2 ნინო ხმელიძე
ნინო ხმელიძე ბოლო რედაქტირება 20.12.2021
სულ რედაქტირებულია 1


მეუფე ვახტანგ ( შამილ/ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი დ.1953) ცურტაველი მიტროპოლიტი ცაგერი რაჭა ლეჩხუმი

1 0


ქეთევანი გიორგის (დეკანოზი) ასული ახვლედიანი 1854-1957წწ იღუმენია მოღვ. თეკლათის (სენაკი) დედა მონასტერი

2 0

ახვლედიანი

1 0

ახვლედიანი გიორგი სიმონის ძე 1817-1884? წწ. დეკანოზი მოღვ. თეკლათის მონასტერი

2 0

ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) გრიგოლის ძე 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი.

2 0

სერაპიონ ახვლედიანი 1819-1911წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. გურძემი (მარტვილი)

2 0

ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ რუსეთის გენერალი დაბ. ვანი იმერეთი

2 0


ვახტანგ ახვლედიანი 1966-92წწ დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი. დაბ. სოფ.მთისძირი ყვარელი კახეთი

3 0


ემზარ ახვლედიანი 1971-1992წწ 24/10/92წწ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


რატი ახვლედიანი 1972-93წწ. გარდ. სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


გიორგი ახვლედიანი 1943-93 წწ გარდ. არადუ დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ნუგზარ ახვლედიანი 1964-93წწ. გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ნიკოლოზ (ნიკა) ახვლედიანი 1981-2023 წწ გარდ. ბახმუტი უკრაინა დაბ. თბილისი

2 0

მარგარიტა თუშმალიშვილი 1918-1991წწ დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, გარდ. 73 წლის.

1 0

 მხატვარი, ელენე ახვლედიანის მხატვარ ქალთა ჯგუფის" წევრი.

არჩილ ახვლედიანი 1964წ მსახიობი, ხელოვნების მუშაკი. დაბ. თბილისი.

1 0


ელენე ახვლედიანი 1901-1975წწ, დაბ. თელავი, კახეთი.

1 0


გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანი 1887-1973წწ გარდ. 86 წლის, აკადემიკოსი, ენათმეცნიერი დაბ. სოფ. დერჩი წყალტუბო, იმერეთი.

1 0


აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) 1966წ ისტორიკოსი, მწერალი, დაბ.თბილისი

1 0


გივი ახვლედიანი 1918-2003წწ მსოფლიო ჩემპიონი ფრენბურთი დაბ. ქუთაისი

1 0

2 0 0