ბენაშვილი (ბენაევი) ანდრია მიხეილის ძე (4 აპრილი 1867-28 ივნისი 1941),
გენერალ-მაიორი (1917), 1917_18 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი და 105-ე ქვეითი დივიზიის უფროსი, 1918-21 სამხედრო სკოლის უფროსი; ბენაშვილი ანდრია მიხეილის ძე - (23.III.1868 -28.VI.1941) - გენერალი. ცნობილი ქართველი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი.
სამხედრო სამსახური დაიწყო 1885. 1887 დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის მე-3 სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1887). პორუჩიკი (1890). 1899 დაამთავრა გენერალური შტაბის გეოდეზიური განყოფილება 1-ლი თანრიგით და დაიცვა დისერტაცია. შტაბსკაპიტანი (1899). კაპიტანი (1901). პოდპოლკოვნიკი (1904). პოლკოვნიკი (1908). 1904-1916 წლებში იყო რუსეთის დასავლეთ სასაზღვრო სივრცეთა ტრიანგულაციის უფროსი. I მსოფლიო ომის დასაწყისში კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში ირიცხება. 1916 წლის ივლისიდან 404-ე პოლკის მეთაურია. გენერალ--მაიორი (1917). 1917 32-ე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. გენერალ-ლეიტენანტი (1917). ამავე დროს მოღვაწეობდა სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის , წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომის დროს მეთაურობდა ქვეითთა მე-5 პოლკს. შემდგომში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული განყოფილების უფროსი. კითხულობდა ლექციებს ქართულ სამხედრო სკოლაში. სხვადასხვა დროს იყო: თბილისის უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, თბილისის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრების გამგე, გეოდეზიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
მისი ყვარელში დაბადების წყარო http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003210/
სტატია 150 წელი ანდრია ბენაშვილის დაბადებიდან
Бенаев (Бенашвили) Андрей Михайлович (23.03.1867 – 28.06.1941)
генерал-майор с 02.04.1917
http://regiment.ru/bio/B/487.htm